Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მსოფლიო სამეცნიერო სიახლეები

პარტიზანი მებაღეების ცნობით, პანორამის პროექტის გამო ხეებს ჭრიან

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 13:44
შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზაზე, "პანორამა-თბილისის" პროექტისთვის, "პარტიზანი მებაღეების" ინფორმაციით, ხეებს ჭრიან. 

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 13:39
ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ „ხასანას“ სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა, შიმშილობა დაიწყეს. სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. სასტუმროს მეპატრონე  ზაზა ართმელაძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა. 

დაკეტილი სახლები, ცარიელი ქუჩები და მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები ახალგორში

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 12:50
ახალგორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ვეღარ კონტროლდება, დღემდე ქართულენოვანი წარწერებია ქუჩებში, ფუნქციონირებს ქართული სკოლები, თუმცა ის, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამჟამად აქ, უცნობია. ცხინვალის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები 2016 წელს გახდება ცნობილი, თუმცა სახლების უმრავლესობა აქ ომის შემდეგ დაკეტილი და მიტოვებულია.

აზერბაიჯანის პროკურატურამ რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდი გააფრთხილა

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 12:40
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, უწყებამ რიგი აზერბაიჯანული საინფორმაციო ვებ-გვერდები არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო გააფრთხილა.

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი AUBG ბულგარეთში

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 12:09
  საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი AUBG ბულგარეთში  აცხადებენ მიღებას 2016-2017 აკადემიური წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე :

სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 12:05
  მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სასწავლებლად დაფინანსების მოპოვების მსურველებს გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი მსოფლიოში, დაიწყო განაცხადების მიღება 2016/2017 აკადემიური წლისათვის 50 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:

არის თუ არა ჩიხში ჟენევის დისკუსიები? - ინტერვიუ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 11:22
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის წინ, რომელიც 8-9 დეკემბერს უნდა გაიმართოს, თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან თბილისში იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით. მათ შეხვედრები გამართეს მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებთანაც - სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. გთავაზობთ “ნეტგაზეთის” ექსკლუზიურ ინტერვიუს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - ჰერბერტ ზალბერთან (ევროკავშირი), ანტი ტურუნენთან (გაერო) და ანჯელო გნედინგერთან (ეუთო).

რა შეზღუდვებია საქართველოს გზებზე 23 ნოემბრის მდგომარეობით

netgazeti - ორშ, 23/11/2015 - 11:14
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობისა და შეზღუდვების შესახებ 23 ნოემბრისათვის ინფორმაციას ავრცელებს.

შსს: გენინსპექციამ ქუთაისის იზოლატორში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 23:29
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში მომხდარ ფაქტზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

ბურჭულაძე რუსეთზე, "რუს ბანზე", ივანიშვილზე, სააკაშვილზე, ილია II-სა და დაფინანსებაზე

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 22:24
"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირველად საუბრობს პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის- მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებსა და რუსეთზე.

ადვოკატიის თქმით, ბორჩაშვილი სირიაში ყოფნის ფაქტს ადასტურებს, ISIS-თან კავშირს - არა

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 18:39
დავით ბორჩაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დაიცავს. როგორც ნიკოლაიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, დღეს, 22 ნოემბერს შეხვდა ბორჩაშვილს და მასთან საუბარში ამ უკანასკნელმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად უარყო.

ქობულეთის ''შუქურას'' ვალები

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 16:50
ქობულეთის „შუქურაში“ ფეხბურთელებს ხელფასები ოთხი თვის დაგვიანებით,  ოქტომბერში ჩაერიცხათ. კლუბის დირექტორის განმარტებით, ამის მიზეზი „წყვეტილი დაფინანსებაა“. კლუბს აღარც დეკემბრის გასაცემი ფული აქვს. გარდა ამისა, „შუქურას“ მასპინძელი თურქეთის, საქართველოს ფედერაციისა და ბრაზილიური კლუბის ვალიც დაუგროვდა. საერთო ჯამში, ეს თანხა 330 000 მეტი ლარია.  გარდა ბრაზილიული კლუბის ვალისა, რომელიც 21 ათას დოლარს შეადგენს, კლუბი ამ თანხას ისევ მთავრობისგან ითხოვს.

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 16:47
ლიტერატურული კლუბი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან არსებობს. კლუბის კურატორია ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც კლუბის წევრებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. 2012 წელს კლუბმა სასკოლო კლუბების შეჯიბრში გაიმარჯვა და პრიზად აღებული სამი ათასი ლარით ისტორიული ტაო-კლარჯეთი მოინახულა. ცოტა ხნის წინ კი კონკურსის „წიგნი ხე“-ს გამარჯვებულები გახდნენ და კახეთში ლიტერატურულ ფორუმზე გაემგზავრნენ. რა შეცვალა მოზარდებში ლიტკლუბმა და როგორ ყალიბდება მათი ლიტერატურული გემოვნება? 

სუს-მა ტერორისტული დანაშაულის ბრალდებით მოქალაქე დააკავა

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 11:26
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალი ტერორისტულ დანაშაულში ედება.

როიტერი: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებს

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 11:17
G20-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დასავლეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივონ. ამის შესახებ საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით როიტერი იუწყება.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა

netgazeti - კვი, 22/11/2015 - 10:48
რიგით მე-13 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი დესტინი (Destiny Chukunyere) გახდა, საკონკურსო სიმღერით  "Not My Soul". საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად ერთობლივად გამოავლინეს.

ანონსი: 22 ნოემბერი

netgazeti - შაბ, 21/11/2015 - 23:52
წარმოგიდგენთ 22 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

გადარჩენილი შველი მტირალას პარკში გაუშვეს

netgazeti - შაბ, 21/11/2015 - 19:07
     გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში მოქალაქეებმა წყალმიმღებთან ჩავარდნილი შველი იპოვეს. 

პაატა შამუგია: დღეს მხოლოდ სკეპტიკოსი შეიძლება იყოს მართალი

netgazeti - შაბ, 21/11/2015 - 19:02
"ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” - ასე ეწოდება მხატვარ ლია უკლებას ნახატს, რომელიც თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა და ჯერ სტუდენტების ერთი ჯგუფის, შემდეგ კი საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. თემას გამოეხმაურა საპატრიარქოც, ილიამ მეორემ ნახატს „სარწმუნეობის შეურაცხყოფა“ უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში მსგავი ტიპის პროტესტს ვხვდებით. პაატა შამუგიას „ანტიტყაოსანი“, ლაშა ბუღაძის „პირველი რუსი”, ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“ - ეს ის ნაწარმოებებია, რომლებმაც საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია მათი გამოქვეყნებისთანავე. რა არის მსგავსი მიუღებლობის მიზეზი და რატომ არის აუცილებელი ხელოვანი საზოგადოებრივი გავლენებისგან თავისუფალი იყოს მუშაობისას - ამ თემაზე “ბათუმელები” ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატს, პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. 

ბრიუსელში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა

netgazeti - შაბ, 21/11/2015 - 16:18
ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის განცხადებით, გასულ კვირას პარიზში მომხდარი ტერაქტები ბრიუსელში ტერორიზმის წინააღმდეგ პრევენციის უმაღლეს დონეზე აყვანის მიზეზი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ინფოარხების ცნობების შეკრება