Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მსოფლიო სამეცნიერო სიახლეები

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა

grecia-samart-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბერძნეთის მოქალაქეები, მამა-შვილი - ალეკო . ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მამუკა . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შსს-მ რუსთავში თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

taRliti-samart-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ადვოკატი მიხეილ მ. და წარსულში ნასამართლევი შახვალად . თაღლითობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

აჭარის მთავრობაში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი 11 ნოემბრის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით (ვიდეო)

adjara-aqtual-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიფინგი გამართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ. აჭარის მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის ზიანის აღმოსაფხვრელად და დასადგენად.

ძლიერი ქარის შედეგად  ქობულეთში რამდენიმე ადგილას  წაიქცა ხე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი, მათ შორის ერთი მრავალბინიანი სახლი და   ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის სახურავი. დაბა ჩაქვში დაინგრა  საცხოვრებელი სახლი. ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში, ქედქედსა და კაპრეშუმში ძლიერი ქარის შედეგად  დაზიანებულია რამდენიმე ოჯახის სახლის სახურავი.

„თავისუფალი საქართველო" და არასაპარლამენტო ოპოზიცია მოშიმშილეთა აქციას მხარდაჭერას უცხადებენ

PodderJka-aqtual-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. "თავისუფალი საქართველო"-ს და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები: კახა კუკავა, გოჩა ჯოჯუა და აკაკი ასათიანი „პატრიოტთა ალიანსის“ შიმშილობის აქციას ესტუმრნენ და მოშიმშილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს“ - თინა ხიდაშელი

iaponia-aqtual-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ.

მადლენ ოლბრაიტი - გიორგი მარგველაშვილს: „მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ“

Madlen-sazog-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, როგორც ნიუ იორკში, ასევე ვაშინგტონში. თქვენი გამოსვლები ორივე შეხვედრისას, ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იყო, საქართველოში არსებული ვითარების გასაცნობად და, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიისადმი. მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ. ველი ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას. ღრმა პატივისცემით, მადლენ ოლბრაიტი“,- აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარის წერილში.

ირმა ინაშვილი: „მოშიმშილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება“

Cislo-sazog-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ეს ჩვენ უნდა დავიწყოთ დღეიდან, არა 2020 წლიდან, რასაც ხელისუფლება ამბობს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანდრო ბარნოვი “ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებას აპირებს

Andro-sazog-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა და თავისი გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

ივანიშვილი ინაშვილს შუალედურ არჩევნებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

golod-polit-3-analitikaსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილს მოუწოდებს არ იხმაროს ტერმინი ,,გაყალბებული არჩევნები რადგან, მისი შეფასებით, ,,მოპარული არჩევნები არ ყოფილა“.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს

faund-polit-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ბიძინა ივანიშვილი: „საქართველო ირანისგან გაზის შესყიდვას დაიწყებს“

gas-zar-3-analitსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ირანული გაზი საქართველოში შემოვა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.
მისივე შეფასებით, ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მნიშვნელოვანია.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს, ასოციაციის საერთაშორისო მდივან დავით ასათიანს და ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდა

asatian-samart-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ამა წლის 8 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ადვოკატებს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ადეკვატური.

შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდა

nils-samart-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსს და მის მრჩევლებს - ქრისტინა მარდიროსსიანს, ოლენა პეტსუნსა და ჟილ ბრუილს - შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

შეხვედრაზე მხარეებმა 2015 წლის აგვისტოში  განხორციელებული რეფორმა მიმოიხილეს, რომლის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა.

„აქიმიძეს, დვალს და ხლავაშს აქვთ უფლება, იდაონ იმ საკუთრებაზე, რომელიც თავის დროზე მათ წაართვეს“- ბიძინა ივანიშვილი

Idealen-samart-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები „რეალ ტივიმ“ მოაგებინა. ამის შესახებ ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“ დღეს მისთვის, როგორც ტელევიზია, არის საინტერესო სწორედ ისეთ ფორმაში, როგორშიც დღეს არის და აცხადებს, რომ დღევანდელი „რუსთავი 2“ „რეალ ტივისგან“ არაფრით განსხვავდება.

„ივანიშვილი საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციაში 150 მილიონ დოლარს ჩადებს“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

ivaniSv-aqtual-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია. აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს 10 ნოემბერს, "კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა.

„ოპონენტებისგან ისეთ შეფასებებს ვისმენ, რომ შთაბეჭდილება მრჩება, ეს შუამდგომლობა წაკითხულიც არ აქვთ“ - გიორგი კახიანი

georg-aqtual-2-analitსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა „2030“-ში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

იანოშ ჰერმანი: „ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ“

german-aqtual-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს. ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში შემაბრკოლებელი ფაქტორი.

„ძალიან სასიხარულოა რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა ჰენკელი, შემოდის საქართველოში” - ირაკლი ღარიბაშვილი

henkel-polit-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ერთ–ერთმა ცნობილმა კომპანიამ „ჰენკელი“ საწარმოს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

„ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც ქალბატონი მოგერინისაგან მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი“ - ირაკლი ღარიბაშვილი

moger-polit-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. 
"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქალბატონი მოგერინის ვიზიტის მნიშველობა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოსა და მთელს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი. უშუალოდ მისი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მედიაში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი.

ბიძინა ივანიშვილი: „რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, და რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება!“

budet-polit-1-analitსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული "ევროპის სახალხო პარტიას", გნებავთ ევროსაბჭოს და ეუთო-ს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ გამოთქმული კრიტიკულ შეფასებების კომენტირებისას განუცხადა.

თუმცა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს.

ინფოარხების ცნობების შეკრება