Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

001
Avaliani, Sergi. The Philosophy of Pseudoabsolute. – New York: Nova Science publisher, 2018. – 140 p.
ISBN 978-1-53613-807-8

ავტორი განიხილავს არსის სტრუქტურულ ანალიზს - რეალური არსი და განსაკუთრებული არსი; იგი იკვლევს კავშირს ემპირიულ, წინა-მეცნიერულ და მეცნიერულ-ფილოსოფიურ ცოდნას შორის. არსებობს მოცემულობა, რომ ადამინის ბუნებრივი ცოდნა თანდაყოლილია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მიზნობრივად თუ ქვეცნობიერად, ადამიანები ქმნინ აბსოლუტს. უგულველყოფენ რა სინამდვილეს პრაქტიკული და გონებრივი  საქმიანობის დროს ისინი განიხილავენ მხოლოდ აბსოლუტურ ასპექტებს.

ამრიგად, აბსოლუტური ქმნილება ხდება ფსეუდოაბსულოუტი და ადამიანის ვირტუალური წარმოსახვის წყალობით ბუნებრივ არსად იქცევა. ამავდროულად იგი განაგრძობს არსებობას ჰომო საპიენსის პრაქტიკულ და თეორიულ ცხოვრებაში  ნამდვილი აბსოლუტად. ამდენად ფსეუდოაბსულოუტი თავდ ხდება  აბსოლუტი ადამიანის მიერ. ფსეუდოაბსულოუტი ხდება უდისესი როლის შემსრულებელი - „მესამე რეალობა“ ადამიანების სულიერ ცხოვრებაში აბსოლუტისა და ბუნებრივის გვერდით. ეს არის ცნობიერების, ღირებულების, რწმენის ფუნდამენტური განწყობა. გნოსეოლოგია, ეპისთემოლოგია, აქსიოლოგია და რელიგიური რწმენა მთლიანად ფსეუდოაბსოლუტის ფილოსოფიური თვალსაზრისით მიაზრება. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

003

იმედაშვილი, ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი (1801-1952) : ა-დ. ტომი I. / ტექსტის რედ. ხელნაწერებისა და ბიბლიოგრაფიების შევსება-შედარება ქ. გზირიშვილისა; სარედ. კოლეგია: ქ. გზირიშვილი, ლ. თაქთაქიშვილი, კ. იმედაშვილი, თ. ლაღიძე. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. – 900 გვ. 

ISBN 978-9941-9606-1-1

ISBN 978-9941-9606-2-8

იოსებ იმედაშვილი სახალხო წიგნების გამოცემას 1897 წლიდან იწყებს და იმთავითვე მიზნად ისახავს ქართული მწერლობის, მეცნიერების მხატვრობის, მუსიკის, ხუროთმოძღვრების, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მეურნეობის ყველა დარგის მუშაკთა შესახებ მნიშვნელოვანი საცნობარო წიგნის დაწერას. 

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონს წინ ერთვის იმედაშვილის მიმართვა. ტექსტი იმ მოქალაქეებს დაეგზავნა, რომელთაც ავტორი ეროვნულ მოღვაწეებად მიიჩნევდა, მიმართვა აგრეთვე დაიბეჭდა „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“. მასში ახსნილი იყო ის მოთხოვნები რაც დაეხმარებოდა იმედაშვილს ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში. ლექსიკონზე ავტორი სიცოცხლის ბოლომდე, 1952 წლამდე,  მუშაობდა, თუმცა ამაოდ იბრძოდა მის გამოსაცემად. იმ ეპოქაში სამწუხაროდ არავის სჭირდებოდა ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების გასამძაფრებლად გამოცემული არანაირი ლიტერატურა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

002
მარშანია, ნ. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki Aphaz Aristokratlar / სამეცნ. რედ. გ. მამულია; ქართ. თარგმანი ი. ქვაჩახია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. - თბ.: საჩინო, 2018. – 312 გვ.: სურ., ფოტო. 
ISBN 978-9941-9606-3-5

წიგნი ეძღვნება იმ აფხაზ მოღვაწეებს რომელთაც 1921 წელს სამშობლო დატოვეს. მათ დასახლებას ინახავს პარიზის ახლოს მდებარე სოფელი ლევილ-სიურ-ორჟის სასაფლაო... თითოეულ მათგანს თავისი განუმეორებელი ბედი აქვს - ტკივილით, რომანტიული კაეშნით, წარსულისა და ახლობლების მონატრებით აღსავსე... 
წიგნი ინახავს შარვაშიძეების, მარშანიების, ანჩაბაძეების, მარღანიების, ემუხვარების, დადიანების, დადეშქელიანებისა და სხვა საგვარეულო ინფორმაციებს. 
წიგნში გამოყენებულია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ჩეხეთის, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საარქივო მასალები. აგრეთვე ფოტომასალები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივებიდან,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

44834453-1746401748805290-6997633530670874624-o

კალანდია, გ. ქსოვილი საქართველოდან / გ. კალანდია, ი. საგანელიძე, ი. ზამბახიძე; სამეცნ. რედ. გ. კვანტიძე; რედ. ე. სალარიძე = Kalandia, G. Textile from Georgia / G. Kalandia, I. Saganelidze, I. Zambakhidze; Scientific Ed. G. Kvantidze; Ed. E. Salaridze. – [თბ.] : ელოვნების სასახლე, 2017. – 402 გვ. : ტექსტი ილუსტრაციებით ქართ., ინგლ.

ISBN: 978-9941- 0-9641- 9

“ქსოვილი საქართველოდან” ორენოვანი ალბომია რომელიც თავისი ფორმით, შინაარსით, მაღალი პოლიგრაფიული დონითა თუ ისტორიული მნიშვნელობით საეტაპო გამოცემას წარმოადგენს.

ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ მეშვიდე- მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.

პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები.

ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

44563759-10217882950536382-603298993618812928-n

გედენიძე, ირაკლი. საქართველო: რასაც არწივები ხედავენ = Georgia: What Eagles See/ ტექსტის ავტ. და რედ. თ. ბარამაშვილი; მთარგმნ. რ. ხატიაშვილი; პროექტის მენეჯერი ნ. მაღალაშვილი. - თბ.: პალიტრა L, 2018. – 368 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-24-638-8


დრონით დანახული საქართველო - კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, თბილისი. 

ფრენისა და სამყაროს სხვა რაკურსით ხილვის სურვილი - იგრძენით თავი არწივის სიმაღლეზე, დატკბით საქართველოს სილამაზით, გადმოიხედეთ - ეს საქართველოს!!! - ესაა მთავარი მესიჯი რაც წიგნის შექმნის იდეას აერთიანებ.

ფოტოების ძირითადი ნაწილი 60 000 კილომეტრის რადიუსის 100 000 მდე ფოტოს შეიცავს. აქ გარდა ბუნების მშვენიერებისა შევხვდებით უძველეს ტაძრებსა და არქეოლოგიურ ობიექტებს. 

წიგნი ორენოვანია დატვირთულია უნიკალური ფერადი ფოტო-მასალით. 


ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

005

რისი, ერიკ. წარმატებული სტარტაპი : ეკონომიური სტარტაპის მეთოდი / მთარგმნ. დ. ახალაძე; რედ. მ. იმერლიშვილი. - თბ.: პალიტრა L, 2017. – 384 გვ.

ISBN 978-9941-24-921-1


როგორ იყენებენ დღევანდელი მეწარმეები მუდმივი სიახლის მეთოდს, განსაკუთრებულად წარმატებული კომპანიის შესაქმნელად? ბიზნესის კეთების დროს სტარტაპისეული იდეის ინოვაციურმა მიდგომამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. თავისი არსით, სტარტაპი იდეის პროდუქტად გადაქცევის კატალიზატორია. ეს არის ექსპერიმენტების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვა სიცოცხლისუნარიანი ბიზნესისათვის, რაც წარმოშობს და ახალ სახეს სძენს იდეების მომდევნო წყებას.

იდეიდან წარმატებულ სტარტაპამდე პროცესი შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს: შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლი, ეს ქმნის ეკონომიური სტარტაპის საფუძველს. 

წიგნის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში რომ მაქსიმალურად შემცირდეს უკუკავშირის ციკლის გავლის საერთო დრო. სწორედ ეს არის სტარტაპის მართვის არსი. წიგნის მეორე ნაწილში აღწერილი მეთოდები, შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლის დახმარებით, პროდუქტის ბაზარზე გატანის საერთო დროს მინიმუმამდე ამცირებს.


ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

001 002 003 004

დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 1: ლუვრი. პარიზი / თარგმნ. ე. კობახიძე, მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2017. – 128 გვ.: ილ.

დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 2: უფიცი. ფლორენცია / თარგმნ. მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2017. – 128 გვ.: ილ.

დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 3: პრადო. მადრიდი / თარგმნ. ე. კობახიძე, მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2018. – 128 გვ.: ილ.

დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 4: ეროვნული გალერეა. ლონდონი / თარგმნ. ე. კობახიძე, მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2018. – 128 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-24-832-0 (ყველა წიგნისთვის)

ISBN 978-9941-24-850-4 (წიგნი 1)

ISBN 978-9941-24-882-5 (წიგნი 2)

ISBN 978-9941-24-904-4 (წიგნი 3)

ISBN 978-9941-24-954-9 (წიგნი 4)


სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები“ - მეგზურობას გვპირდება იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ეს წარმოსახვითი მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით იწყება, მათში შემავალი კოლექციების გაცნობით. ამას მოსდევს  ცალკეული შედევრის უნიკალური მხატვრული ანალიზი და ბოლოს - ხელოვანთა მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი. ესაა რეალური ხელოვნების შედევრები შენს პირად კოლექციაში.

ეს უნიკალური სერია ნამდვილად იძლევა საშუალებას თავი წარმოვიდგინოთ მსოფლიო მუზეუმების, ხელოვნებისა და მშვენების სამყაროში. 

გამოცემა უხვადაა შემკული არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით. 

გამოცემა გააერთიანებს 13 მუზეუმს, მათ შორის: პარიზი (ორი), ფლორენცია, მადრიდი, ლონდონი, რომი, სანქტ-პეტერბურგი, თბილისი, ნიუ-იორკი, ვენა, ბერლინი, ლონდონი, ამსტერდამი უდიდეს დაცულ შედევრებს. 

სერია გამოირჩევა იმითაც რომ სახელთა და ტერმინთა გადმოცემის ახალ მართებულ ფორმებს გვთავაზობს 

ამჯერად წარმოგიდგენთ 2017-2018 წლებში გამოცემულ პირველ ოთხ ტომს.


ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

thumb_book_5a33af9462f0b

ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები. რუკები : დასურათებული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო / ქაერულ გამოცემაზე მუშაობდნენ: ზ. შენგელია, გ. ბერიძე, თ. ლებანიძე, გ. რუსია და სხვ. თბ.: დიოგენე, 2017. - 116 გვ. 

ISBN 978-9941-11-559-2


55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ნორვეგია, გერმანია, შვედეთი, ავსტრია, ხორვატია, მონღოლეთი, რუსეთი, საქართველო თურქეთი, ეგვიპტე, ინდოეთო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პერუ, ეკვადორი, ჩილე, კანადა, დიდი ბრიტანეთი იტალია, საფრანგეთი - ეს აერია არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა რომელთა შესახებაც გვაწვდის ცნობებს წიგნი. ეს არის ბოლო წლების ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი, რომელიც შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა. 

ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება.

წიგნს აგრეთვე ახლავს მსოფლიო ქვეყნების დროშები.


ინფოარხების ცნობების შეკრება