new publications-ის ბლოგი
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 30/01/2019 - 14:25.
ბაღში, როგორც სცენაზე = Garden – A Mobile Theatre /ტექსტის ავტ. ეკა ქევანიშვილი; თარგმანი თამარ ჯაფარიძე; ფოტო, დიზაინი ირინა აბჟანდაძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. – 238 გვ.: ფოტოებით.
გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი გამოცემას უძღვნის „მამის, გიორგი მამულაშვილის - მიხეილის შვილიშვილის - ნათელ ხსოვნას“.
წიგნი ორენოვანია, და პარალელურად არის წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნი ბაღის იდეაზე, მებაღეების ცხოვრებასა და მებაღეობის არსზეა.
ნაშრომში შესულია მასალა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ილია წინამძღვრიშვილის, მიხეილ მამულაშვილისა და ზურა შევარდნაძის შესახებ. წიგნი გამდიდრებულია ფერადი ფოტო-მასალებით.
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 30/01/2019 - 13:41.
Snyder, Timothy. The Road to Unfreedom : Russia, Eorope, America; First Edition. – New York: Tim Duggan Books, 2018. – 360 p.
Hardcover ISBN : 978-0-525-57446-0
Ebook ISBN : 978-0-525-57448-4
International Edition ISBN : 978-0-525-57540-5
წინამდებარე ნაშრომი დამყარებულია ფართო კვლევებსა და პირად ანგარიშებზე. ასახავს თანამედროვე დემოკრატიისა და სამართლის მიმართ არსებული საფრთხის რეალურ ბუნებას. წიგნში, პოლიტიკურ კონტექსტში განხილულია საკითხები, რომელიც ეხება ინდივიდუალიზმსა და ტოტალიტარიზმს, თანასწორობასა და ოლიგარქიას, "წარმატებასა და მარცხს", "სიმართლესა და სიცრუეს" და ა.შ. გადმოცემულია ევროპას, ამერიკასა და რუსეთთან დაკავშირებული მოვლენები.
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 30/01/2019 - 13:33.
გერზმავა, ო. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი : სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის; მეათე შესწორებული და განახლებული გამოცემა / რედ. ჯ. მამალაძე. – თბ., 2018. – 583 გვ.
ISBN : 978-99-41-0-4436-6
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი ინდიკატორების გამოხატულმა შეცვლამ, სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ძირეულად შეცვალა შეხედულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და მის ფარგლებში მოქმედი სტრუქტურების მართვის საკითხებზე.
დღესდღეობით, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიმართული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია კომპლექსური მიდგომის გარეშე, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიღებულ ცოდნას. ამით აიხსნება საგნის შესწავლასთან დაკავშირებული სიძნელეებიც, ვინაიდან ამ დარგში მომუშავე სპეციალისტი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული როგორც მედიცინაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ეკონომიკაში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, დემოგრაფიაში, ეპიდემიოლოგიაში, ინფორმატიკასა და სხვ.
დასმული ამოცანების გადაწყვეტა, თავის მხრივ, მოითხოვს განსწავლული კადრების მოზიდვას, მათ საფუძვლიან მომზადებას და გადამზადებას. ამ საკმარისად მწვავე პრობლემის გადაჭრა კი, თავის მხრივ, შეფერხებულია ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის სიმწირის გამო. წარმოდგენილი სახელმძღვანელო, მიზნად ისახავს, ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას.
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 29/01/2019 - 16:47.
Кассович, К. А. Санскрито-русский словар / Российская академия наук; Институт язикознания. – М.: Книгоиздательство «АБВ», 2017. – 657 с.
ISBN 978-5-906564-23-8
სანსკრიტული ლექსიკონი დაფუძნებულია მე-19 საუკუნის დასაწყისში (1832 წ.) გ. ჯ. ვილსონის მიერ შედგენილი და დამუშავებული ინგლისურ ლექსიკონსა და შუასაუკუნეობრივ ტექსტებზე.
ამ სახელმძღვანელოების გამოყენებით კასოვიჩი 1854 წელს ქმნის სანსკრიტიდან რუსულ ტრანსლიტერაციულ თარგმანს. უძველესი ინდური სიტყვებია ეფუძნება კირილიცას. ლექსიკონი წარმოადგენს პირველ სანსკრიტულ-რუსული ლექსიკონს მსოფლიოში. ის შეიცავს 10,000 სიტყვას, თუმცა არ არის სრულყოფილი.
წიგნი საინტერესოა ისტორიოგრაფიული თვალსაზრისითაც და მნიშვნელოვანი იქნება შედარებითი ისტორიული ლინგვისტიკის, სემინარიისა და სლავოფილიზმის ისტორიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
გამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 25/01/2019 - 14:14.
ფროიდი, ზ. რჩეული შრომები / გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ. - თბ.: დიოგენე, 2018. – 441 გვ.
ISBN 9789941115684
კრებული ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ქსიქოანალიზის ფუძემდებლის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. ესენია: “ტოტემი და ტაბუ”, “ერთი ილუზიის მომავალი”, “კულტურით უკმაყოფილება”, “ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები”, “დოსტოევსკი და მამის მკვლელი”. წარმოდგენილი კვლევები ფსიქოლოგიურ, სრულიად განსხვავებულ მიდგომას ავლენს ერთი შეხედვით მარტივი, რუტინული ცხოვრებისა. და ვინჩისა და დოსტოევსკის ბიოგრაფიები სრულიად შემოაბრუნებს ამ ორი ბუმბერაზ პიროვნებების რაობას მკითხველის თვალში.
გამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 25/01/2019 - 14:09.

მედიცინა : ილუსტრირებული
ისტორია / მთარგმნ. მზია ლაპიაშვილი; რედ.: მაკა სესკურია, რუსუდან გორგაძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018. –
289 გვ.
ISBN
978-9941-23-740-9
წიგნში განხილულია მედიცინის ის საფუძვლები, რომელთაგან ზოგი ეფექტური გამოდგა, ზოგი კი მთლიანად ჯადოზე, სულებზე, დემონებსა და ზებუნებრივ ძალებზე იყო დაფუძნებული. მე-16 საუკუნეში რენესანსმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას, ჩანაწერებს, ექსპერიმენტებს, და მედიცინამ უკვე მეცნიერების სტატუსი მოიპოვა. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც წარსულის კვლევას, ასევე თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს. აქვე განხილულია ისეთი პრობლემატური საკითხები როგორიცაა მალარია, აივ/შიდსი, სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებები, კვება და ვაქცინაცია.
წიგნში განხილულია რა უმნიშვნელოვანეს მიზნებს მიაღწია მედიცინამ დღესდღეობით და როგორ იცვლება ავადმყოფობასა და ჯანმრთელობას შორის ბალანსი მომავალი თაობებისათვის.
წიგნი დაყოფილია ნაწილებად: ძველი სიბრძნე 700 წლამდე;
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 22/01/2019 - 16:03.
ერემაძე, ქ. თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში : საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი საქართველოში / რედ.: ა. დემეტრაშვილი, ჯ. ხეცურიანი, გ. პაპუაშვილი, კ. ვარძელაშვილი. – თბ.: მერიდიანი, 2018. – 507 გვ.
ISBN : 978-9941-25-472-7
წინამდებარე წიგნი ეთმობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მრავალმხრივ, კომპლექსურ ანალიზს მისი ფუნქციონირების 20 წლის დინამიკაში. ნაშრომში შეფასებულია სასამართლოს ინსტიტუციური როლი, მნიშვნელობა კონსტიტუციური ღირებულებების დაცვის პროცესში; პრაქტიკაზე დაყრდნობით გაანალიზებულია სასამართლოს მიერ ფუნდამენტური უფლებების მიზნობრივი განმარტებისთვის დადგენილი სტანდარტები, კრიტერიუმები, ინსტრუმენტები, ასევე, მათი გამოყენების შედეგები; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების, არსებული გამოწვევების ანალიზს.
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 22/01/2019 - 15:44.
ჩარექიშვილი, ნ. ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია : მმართველობის სტრუქტურები, სახელმწიფო და სოციალური წესწყობილება უძველესი დროიდან დღემდე / რედ. ზ. აბაშიძე. – თბ., 2018. – 420 გვ.
ISBN : 978-9941-9616-1-8
წიგნში თავმოყრილია საინტერესო მასალები, რომელიც შეეხება საქართველოს მმართველობის სტრუქტურებს, სახელმწიფო და სოციალურ წესწყობილებას. მასალები დალაგებულია ეპოქების მიხედვით.
წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. ერთ ნაწილში – საქართველოს მეფის ხელისუფლება, სამოხელეო აპარატი და სახელმწიფო ინსტიტუციები – მიმოხილულია ზოგადად მეფის რაობა, დარბაზი, ვეზირები და სავაზირო, საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები და სხვ. საკითხები, ხოლო მეორე ნაწილში – საქართველოს სახელმწიფო და სოციალური წესწყობილება საუკუნეების მიხედვით უძველესი დროიდან დღემდე – განხილულია უძველესი დროიდან დღემდე საუკუნეების, ეპოქების მიხედვით ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია, მისი წარმოშობისა და განვითარების ძირითადი ეტაპები, მმართველობის ფორმები, სტრუქტურები, კონკრეტულ ეპოქაში სახელმწიფო მოხელის უფლება-მოვალებანი, მეზობელი სახელმწიფოების გავლენები მმართველობის სისტემების ჩამოყალიბების პროცესში და სხვ. ნაშრომს თან ერთვის ლექსიკონი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია, როგორც საჯარო მართვის სტუდენტებისათვის, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებული პირებისთვისაც.
|