Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

h4ci0
არქიტექტურა და იდენტობა : საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918) = Architecture and Identity Church Building in Tbilisi (1801-1918) / დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით; გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. - თბ., 2016. – 261 გვ. 
ISBN 978-9941-0-8781-3

წიგნის ამოცანას წარმოადგენს ერთი მხრივ თბილისის ეთნოკონფესიურ თემთა ეროვნული თუ რელიგიური იდენტობის ასახვა მათ არქიტექტურაში და მეორე მხრივ თავად არქიტექტურის როლი ამ იდენტობის ფორმირებაში. წიგნში ისმება პრობლემა ქართველ და რუს მართლმადიდებელთა, მონოფიზიტ სომეხთა, ქართველ, სომეხ და პოლონელ კათოლიკეთა და გერმანულ ლუთერანთა საეკლესიო შენობების როლი მათ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობის ჭრილში. წიგნში უხვად არის წარმოდგენილი ფერადი ილუსტრაციები, რაც თვალნათლივ გვანახებს თითოეული კონფესიის ჩართულობას ქალაქის არქიტექტურულ ფორმირებაში.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 
წიგნს ახლავს სურათების სია (192 სხწ.) და სურათების წყაროები.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

kw2qr
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IV. ქართული ისტორიული საბუთები XVI საუკუნე : (ქართლი და სამცხე-საათაბაგო) = Georgian Historical Documents 16th Century : (Kartli and Samtskhe-Saatabago) / კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული არქივი; ტომი შეადგ. და ქართული ტექსტები გამოსაც. მოამზადა მ. სურგულაძემ, სპარსული ტექსტები მოამზადა თ. აბაშიძემ; ტომის რედ.: ზ. აბაშიძე, ე. ცაგარეიშვილი. - თბ., 2016. – 746 გვ.: ტაბ. 
ISBN 978-9941-25-427-7

უაღრესად ღირებული და ამავდროულად საკმაოდ ვრცელი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის წიგნი თავდაპირველად 1984 წელს გამოიცა და IX-XIII საუკუნეებს მოიცავდა. ისტორიული საბუთების კორპუსის თითოეული ტომი ქართლის სამეფოს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული საბუთების გაცნობის ერთგვარ მნიშვნელოვან და ამავდროულად საინტერესო ცნობად წარმოგვიდგება. 
მიმდინარე ტომში მკითხველი გაეცნობა XVI საუკუნიდან შემონახულ სამცხე საათაბაგოს ისტორიულ საბუთებს; ოფიციალურ პირთა - მეფეთა, დედოფალთა, საეკლესიო იერარქთა და ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა ბრძანება განკარგულებებს, იურიდიულ გარიგებებს, სასამართლო აქტებს, რომელთა სამართლებრივ შინაარსს ამ დროისათვის უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურები და მიწათმფლობელობის ფორმები განსაზღვრავენ. აქ აგრეთვე გადმოცემულია საეკლესიო ცხოვრების სფეროში გამოვლენილი სამცხე-საათაბაგოს მმართველთა სეპარატისტული პოლიტიკა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

1ukv9
ჯაფარიძე, გოჩა. ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში : (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით) = The Georgian monasteries and Monastic Community in the Holy Land in the 11th-18th Centuries : (According to the Arabic Narratives and Documents Sources) / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბ.: მერიდიანი,  2018. – 364 გვ. 
ISBN 978-9941-9497-0-8

ქართული სამონასტრო თემის შესწავლის ისტორია საკმაოდ ვრცელი და შორეულია, მკვლევარები დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს და ნარატიულ წყაროებს ქართულ, სომხურ, რუსულ და დასავლეთ ევროპულ ენებზე. ჩანაწერები სამონასტრო თემის ისტორიის შესახებ XI-XVII საუკუნეებს ითვლის. ეს არის პალესტინაში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის; ქართველ დედათა მონასტრის; შაჰინის; წმ. თეკლას; წმ. გიორგის; წმ. ეკატერინეს და სხვა მრავალი მონასტრების ნარატიული მასალები. 
წიგნში ცალკე მხარე აქვს დათმობილი მამლუქ სულტნებსა და ოსმალთა ბატონობას. აგრეთვე განხილულია არაბული დოკუმენტები. ამ კვლევამ, საკმაოდ სპეციფიკური და სხვადასხვა მდივნის მიერ სხვადასხვა ხელით დაწერილი ტექსტის წაკითხვა-კომენტირებამ და საკვლევი პრობლემის მონოგრაფიულმა შესწავლამ, მოითხოვა საკმაოდ ვრცელი ქართული, არაბული და ევროპული ნარატიული წყაროებისა და ამავდროულად უახლესი დასავლური გამოკვლევების ცალკე შესწავლა. 
ეს წიგნი თავისი მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ახალ ეტაპს

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4piiu
ყიფიანი, დიმიტრი. თხზულებანი. ტ. II. პუბლიცისტიკა, ლიტერატურული წერილები, საისტორიო თხზულებები / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2017. – 520 გვ.: ფოტო. 
ISBN 978-9941-27-609-5

დიმიტრი ყიფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულია მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის. წიგნი კი თავისთავად, საკმაოდ მრავალმხრივი და ბევრის მომცველი, ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის ხდება მნიშვნელოვანი არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის. 

ამჯერად დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომს განვიხილავთ. აქ შესულია ავტორის პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები. მისი გაცნობისას მკითხველი აღმოაჩენს ისეთ საინტერესო პუბლიცისტურ  მასალებს, რომლებიც დაწერილია „მეომართ ცოლ-შვილისათვის საზრუნველი საზოგადოების“ გამო; „ქართული სათეატრო ამხანაგობის“ შესახებ; „წერა-კითხვის საზოგადოებაზედ“; ხიზანთა საკითხი; „რომეო და ჯულიეტას“ თარგმანის ბეჭდვისას დაშვებული შეცდომების გამო; ჰიუგო. „ოთხმოც-და-ცამეტიდამ“; თამარ მეფის საუკუნე და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან პასაჟებს. 
წიგნში ერთვის საკმაოდ ვრცელი: დამოწმებანი; შემოკლებანი და პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები გვ.: 387-518. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

qozqb

ჯორბენაძე, თეიმურაზ. კერძო პათოლოგიური ანატომია: ორ წიგნად. [წ. II] / თ. ჯორბენაძე, გ. პატარაია, ნ. ჯორბენაძე, ტ. მერმანიშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. თ. ჯორბენაძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 776 გვ.

ISBN  978 -9941-13 -566 - 8 ( I და II წიგნის)

ISBN  978 -9941-13 -568 -2 (II  წიგნის)

სახელმძღვანელო შედგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. მასში წარმოდგენილია მონაცემები ავადმყოფობათა სტრუქტურული საფუძვლების შესახებ.
ნაშრომში, თავების სახით, შემდეგი საკითხებია გადმოცემული: სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების პათოლოგია, ლიმფორეტიკულური სისტემის ორგანოების ავადმყოფობები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობები, სასუნთქი ორგანოების პათოლოგია, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ავადმყოფობები, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ავადმყოფობები, თირკმელებისა და საშარდე გზების ავადმყოფობები, ქალის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები, მამაკაცის სასქესო სისტემის ავადმყოფობები, სარძევე ჯირკვლების ავადმყოფობები, ორსულობისა და ლოგინობის ხანის პათოლოგია, პრე- და პოსტნატალური დარღვევები, ბავშვთა ასაკის ავადმყოფობები, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, ინფექციური ავადმყოფობები, კანის ავადმყოფობები, ძვალკუნთოვანი სისტემის პათოლოგია, ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალისა და ყურის ავადმყოფობები, კბილების, ყბების ძვლებისა და პირის ღრუს ორგანოების ავადმყოფობები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტებისა და სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებისათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

7a41t

ახალი ქართული ენა : დიალექტების მორფოლოგია. პარადიგმები. წიგნი IV / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. გ. გოგოლაშვილი, ა. არაბული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 511 გვ.

ISBN  978 -9941-13 -561 - 3 (წიგნი  I- IV)

ISBN  978 -9941-13 -634 -4 (წიგნი IV)

„ახალი ქართული ენის“ IV წიგნში წარმოდგენილია ქართული ენის დიალექტთა სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების პარადიგმები. ეს არის, ფაქტობრივად, დამატებითი მასალა წინა (მესამე) წიგნისათვის, რომელშიც დიალექტების მორფოლოგიის კრებსითი ანალიზი არის მოცემული. ახალი ქართული ენის თანამედროვე დიალექტებში უამრავი ისეთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც ვერ მოხვდა კრებსით ანალიზში, ამიტომ IV წიგნის სახით წარმოდგენილია სწორედ თითოეულ დიალექტში სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების საკითხები.

„ახალი ქართული ენის“  III-IV წიგნები ემყარება 2016 წელს გამოცემულ წიგნს „ თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. დიალექტები“. ესაა დაზუსტებული, შევსებული, გავრცობილი ვარიანტი. დაემატა ტექსტები და ბიბლიოგრაფია.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

fqhsg

კური, ანეტ. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართალი : ტექსტები, გადაწყვეტილებები და მასალები / ა. კური, ტ. დრეიერი; რედ. ნ. ბურდული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 588 გვ.

ISBN  978-9941-13 -643- 6

ბოლო ხანს ინფორმაციულ საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც მისმა რთულმა სამართლებრივმა სტრუქტურამ განაპირობა. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირს. ინტელექტუალური საკუთრების ერთი სფეროს სპეციალისტებს ხშირად უჭირთ სხვა სფეროს სიახლეებისათვის თვალის მიდევნება. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის გაგება განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომელთათვისაც უცხოა ევროკავშირის შიდა მექანიზმები და განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციები, ევროკავშირისა და ეროვნული სამართლის ნორმათა ურთიერთგადაფარვისა და ურთიერთქმედების საკითხები. ეს ეხება სტუდენტებს როგორც ევროკავშირში, ისე ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში, რომელთაც სურთ არამხოლოდ ზოგადი, მოკლე მიმოხილვით შემოფარგვლა, არამედ ფუნდამენტური ცოდნის მიღება.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

xtoa8

მაჭავარიანი, ნანა. აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები (აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით) / თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია = Machavariani, Nana M. Abkhazian Grammar Issues (Considering the Speech of Abkhazians Living in Adjara)/ Arnold Chikobava Institute of Linguistics at TSU Tskhum-Abkhazian Academy of Sciences / რედ. ვ. შენგელია. - თბ., 2017. -222 გვ.

ISBN  978-9941-13 -627- 6

წინამდებარე მონოგრაფიაში წარმოდგენილია აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის აღწერითი ანალიზი და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების თავისებურებანი.

აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც აფხაზეთში გავრცელებულ დიალექტთა მონაცემების შესწავლას, ისე აფხაზეთიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში წარმოდგენილი აფხაზური მეტყველების თავისებურებათა გათვალისწინებას.

ნაშრომს ერთვის საველე სამუშაოებისას მოპოვებული მასალა (ჟანრობრივად მრავალფეროვანი ტექსტები სიტყვასიტყვითი ქართული თარგმანით) და მოკლე (1900-მდე ლექსიკური ერთეულის შემცველი) აფხაზურ-ქართული ლექსიკონი.

წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტებისათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთა და კავკასიის ხალხთა კულტურისა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

ინფოარხების ცნობების შეკრება