მიმდინარეობს საიტის განახლება
ბიბლიოთეკის კატალოგი
ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
![]() |
||
საძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაშითქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge |
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდიგამოკითხვა |
new publications-ის ბლოგიახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/10/2018 - 13:35.
ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 2 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 440 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 3 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 428 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 4 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. როინ მეტრეველი. - თბ. : არტანუჯი, 2016. - 388 გვ. : ილ. ISBN 978-9941-463-97-6 (ტომეულის) ISBN 978-9941-445-72-9 (II ტომი) ISBN 978-9941-463-63-1 (III ტომი) ISBN 978-9941-463-65-5 (IV ტომი)
ტომეული წარმოადგენს 2016 წელს გამოცემულ I ტომის გაგრძელებას. პირველ ნაწილში შესული იყო ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგში 1907 წელი; შემდეგი სამი ტომი ეტაპობრივად აგრძელებს უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის მომდევნო პერიოდის შრტომებს, ესენია: ტ. 2. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი; ტ. 3. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ სვანეთში 1910 წელი; ტ. 4. არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში. წიგნის მე-2 ტომი რუსულ და ქართულ ენოვან ჩანაწერებს მოიცავს, ესენია: მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციის მიერ შეკრებილი (1902, 1909 წლის ჩანაწერები) და ჟურნალ „მოამბეში“ დასტამბული დიდძალი მასალა. აქ წარმოდგენილია ტიფლისის გუბერნია, ყარსი, იმერეთი, გურია, ქართლი და კახეთი წიგნის მე-3 ტომი შეიცავს ოთხ ნაწილს და სვანეთის ცალკეული უბნების აღწერილობას მოიცავს. ესენია ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, »
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/10/2018 - 13:28.ლი, ერიკ. ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921/ სამეცნ. რედ. გ. მამულია; მთარგმნ. ქ. ქანთარია. - თბ., 2018. – 322 გვ. 22 გვ. ISBN 978-9941-27-852-5 ერიკ ლი ჟურნალისტი და ისტორიკოსია. იგი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა დამოუკიდებელ საქართველოს. წიგნი პირველად გამოიცა 2017 წელს, ლონდონში. იგი ეხება საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და სოციალისტურ რევოლუციას. წიგნი ეყრდნობა როგორც უცხოელი თანამედროვეების, ასევე იმავე პერიოდში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებათა მოგონებებს. ავტორი მკაფიოდ აჩვენებს ერთი საუკუნის წინანდელ ისტორიას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა, რამაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ქართულ დემოკრატიას. წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. წიგნში ჩართულია ფოტო დოკუმენტალური მასალა, ახლავს შენიშვნები და პირთა საძიებელი. »
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 08/10/2018 - 17:01.![]() ბარამიძე, რევაზ. სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ზნეობრივი იდეალი : ნარკვევები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. პუბლიცისტიკა (1957-2001) / რედ. რ. ჩხეიძე; ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება. - თბ. : ჩვენი მწერლობა, 2018. – 602 გვ.
წიგნი წარმოადგენს ცნობილი მკვლევრისა და მეცნიერის რევაზ ბარამიძის ნარკვევებისა და პუბლიცისტური სტატიების კრებულს.
ნაშრომში შესულია ავტორის შემდეგი ნარკვევები : „ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქუეყანა თვისი“, „იაკობ ცურტაველის ავტოპორტრეტი“, „დეტალების ხელოვნება“, „იოანე საბანისძის ზნეობრივი იდეალი“, „გიორგი მერჩულე - ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება“, „ლოცვების მხატვრული ფუნქცია „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“, „ეროვნული კულტურის ბურჯი გიორგი მთაწმინდელი“, „კოლხი ორატორები და გიორგი მცირე“, „ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანე““, „აღზრდისა და ოჯახის პრობლემა ძველ საქართველოში“, „სიმბოლო და ალეგორია“, „ამაგდარი მამა-შვილი“, „დაკვირვებები „სიბრძნე-სიცრუისას“ ფაბულურ-სიუჟეტურ ჩარჩოზე“, „დავით გურამიშვილის ლირიკის ზოგიერთი ასპექტი“, „ამბროსი ნეკრესელი“, „იოანე ბოლნელი“, „ანტონ კათალიკოსი შოთა რუსთაველის შესახებ“, „ქართული და ებრაული კულტურის შემხვედრი ასპექტები“, „გიორგი წერეთელი - ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი“, „კონსტანტინე გამსახურდია - ლიტერატურის ისტორიკოსი“, „ივანე ჯავახიშვილი ქართველ ჰაგიოგრაფთა ეროვნული თვითშემეცნებისა და მხატვრული ოსტატობის შესახებ“, „კორნელი კეკელიძე - ქართული ფილოლოგიის ბურჯი ბურჯთაგანი“, „პავლე ინგოროყვა - პოეტური გზნების მკვლევარი“.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 08/10/2018 - 16:56.![]() ბარამიძე, რევაზ. არჩილ II : ტომი 8 / რედ. ლ. იოსებაძე. - თბ.: პალიტრა L, 2018. - 240 გვ.
ISBN 978-9941-29-313-9
ნაშრომი წარმოადგენს გამომცემლობა “პალიტრა L”- ის პროექტის - „ქართველი მეფეების“ მე-8 ტომს, რომელიც ეძღვნება მეფე არჩილ II-ს. "პალიტრა L"-ის აღნიშნულ პროექტში მოთხრობილია საქართველოს მეფეების მმართველობისა და ეპოქის შესახებ. მკითხველს შეუძლია გაეცნოს ქართველი მეფეების თვალით დანახულ ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.
ნაშრომის ავტორი, რევაზ ბარამიძე, მოგვითხრობს არჩილ მეორის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილებულია მეფის პიროვნულ თვისებებსა და ღირსებებზე.
ნაშრომი გამდიდრებულია ილუსტრაციებით.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 03/10/2018 - 17:38.Tectonic Evolution of the Eastern Black Sea and Caucasus / Geological Society Special Publication 428 / ed.by Sosson, M; Stephenson, R. A. Adamia; S. A. – London : Geological Society, 2017. – 368 p. ISBN-10: 1862397392 ISBN-13: 978-1862397392 გამოცემა მოიცავს ევრაზიის კონტინენტური საზღვარისა და მიმდებარე ოკეანის აღწერილობას. სტატიების უმეტესობა მულტიდისციპლინურია და მათში მიმოხილულია რეგიონი მეტამორფიკული პეტროლოგიიდან დაწყებული სტრუქტურული, ტექტონიკური და გეოფიზიკური ერთეულების ჩათვლით. სტატიებში მნიშვნელოვანიად არის განხილული აქტიური და პასიური კასტრალური სეისმოლოგია, პალეომაგნეტიზმი, საველე გეოლოგია, გეოქიმია, დაბალი ტემპერატურის თერმოქრონოლოგია. გამოცემა ინტეგრირებულია და კონცეპტუალურად ყველა რეგიონს მოიცავს, მათ შორის განაპირა რეგიონებსაც. წიგნი ინგლისურენოვანია, ერთვის ფერადი ილუსტრაციები, გრაფიკული გამოსახულებები და რუკები, აგრეთვე გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი. »
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 03/10/2018 - 17:35.Tectonic Evolution, Collision, and Seismicity of Southwest Asia: In Honor of Manuel Berberian’s Forty-Five Years of Research Contributions / Geological Society of America; Ed. by Rasoul Sorkhabi. - Boulder, Colorado : The Geological Society of America, 2017. – 675 p. ISBN 978-0-8137-2525-3 სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ამჟამინდელი ევრაზია) არაბულ კონტინენტურ ფირფიტებს შორის მიმდინარე ტექტონიკური შეჯახების ადგილს წარმოადგენს. რეგიონში ასევე შედის სპარსეთის ყურის სტრატეგიული საზღვაო სივრცეები, ომანის ყურე, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვა. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რეგიონია, რომელიც აქტიური დანაწევრების, დიდი მასშტაბის მიწისძვრების, ვულკანური ლანდშაფტების, ისტორიული ცივილიზაციების, ასევე გეოლოგიური მოვლენების თვალსაზრისით კომპლექსურად, დედამიწის 540 მილიონი წლის სტრატიგრაფიულ ჩანაწერს მოიცავს. წიგნი აერთიანებს გეოლოგიური ევოლუციის, კოლინური ტექტონიკის, აქტიური დეფორმაციის, ისტორიული და თანამედროვე სეისმურობის ანალიზს. გამოცემა ინგლისურენოვანია და ერთვის ფერადი ილუსტრაციები, გრაფიკული გამოსახულებები, რუკები წიგნში სხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად შესულია ქართველ მკვლევართა ნაშრომები: 1. Tethyan evolution and continental collision in Georgia / Shota Adamia, A. Chabukiani, T. Chkhotua, O. Enukidze, N. Sadradze, G. Zakariadze 2. Postcollisional tectonics and seismicity of Georgia / Shota Adamia, V. Alania, N. Tsereteli, O. Varazanashvili, N. Sadradze, N. Lursmanashvili, A. Gventsadze |
ცნობები![]() ტელეფონები:2 212768 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |
|