Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

accbabf88c94

ქართული ენა და ლიტერატურა (მასწავლებლის ბიბლიოთეკა) I ტომი.
ხუთტომეული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. პირველ ტომში შეტანილია სტატიები ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებისა და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ეტაპების შესახებ, განხილულია ლექ-სიკოლოგიისა და სტილისტიკის მნიშვნელოვანი საკითხები.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

c1606b09e14e

კოდორული ქრონიკები (გამოკვლევებითურთ) = The Kodori Chronicles (with Researches). ტ. I. მასალები ქართველურ ენათა შესწავლისათვის, X /ი. ჩანტლაძე, ქ. მარგიანი-დადვანი, ქ. მარგიანი-სუბარი, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი. რედ. მ. ქურდიანი. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რუსთაველის ფონდი. – თბ.: „გლობალ-პრინტი”, 2007-2010. – 836 გვ.: სურ. ISBN:9789941909788
წიგნში მოცემულია კოდორის ხეობის ზემო წელის (resp. დალის) მოსახლეობის სვანური მეტყველების კვლევა ზოგადლინგვისტიკური თვალსაზრისით.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

0aea44715327

სიახლის მაძიებელ ქართველს თუ არაქართველს ვთავაზობთ უნიკალური ქართული ფასეულობების სამეცნიერო-პოპულარული ენით დაწერილ, გემოვნებით შერჩეულ საილუსტრაციო მასალითა და სიახლეებით გაჯერებულ მრავალტომეულს, "ჩვენი ღირსებანი".

იმედი გვაქვს, მკითხველი დიდ სიამოვნებას მიიღებს „ჩვენი ღირსებანის“ კითხვისას, რადგან აქაა წარმოჩინებული ძველისა და ახლის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი გადაძახილი.

წიგნის გამოცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II 2010 წლის 3 იანვრის ქადაგებამ უკარნახა შემოქმედებით ჯგუფს. ისინი  შეუდგნენ უნიკალური ქართული ფასეულობების სამეცნიერო - პოპულარულ ენაზე დამუშავებას.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

8b05908fe4e8  ქართული ენა და ლიტერატურა - როგორ მოვემზადოთ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

8b05908fe4e8  ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე - როგორ მოვემზადოთ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

5acbb71ebf88

ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი = Studies in History and Ethnology XII /რედ. ხ. იოსელიანი. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. – თბ. 2010. – 489 გვ.
ISSN 1512-2727
“ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანის“ XII ტომი მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა. ტომში ნაშრომები წარმოდგენილია რუბრიკების სახით: ისტორია, ეთნოლოგია, ეთნოლინგვისტიკა, ისტორიული გეოგრაფია, რელიგია და ეკლესიის ისტორია, წყაროთმცოდნეობა, მითოლოგია, პოლემიკა, ხსოვნა (მოგონებები თ. ოჩიაურზე, მ. შილაკაძეზე, ს. ჭანტურიშვილზე, მ. ქურდიანზე).

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

8a46a0490f65     f85b7d9cb234
  სამოქალაქო განათლება "მასწავლებლის ბიბლიოთეკა" I –II ტომი. 2010-2011

სამოქალაქო განათლების ლექსიკონ-ცნობარში წარმოდგენილია განმარტებები და ცნობები პოლიტიკური მეცნიერებების, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებზე. მასში თავმოყრილია ორიათასამდე ტერმინის განმარტება სხვადასხვა ლექსიკონიდან. გამოცემის დანიშნულებაა, დაეხმაროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს უკეთ მოემზადონ სასერტიფიკაციო გამოცდისათვის.

ახალი პერიოდული გამოცემები ჩვენს ბიბლიოთეკაში

fdb791bff4a6

Proceedings of the Academy of Natural Sciences. 2010. – Vol.159. ISSN: 00973157
Table of Contents:
  1. Daniel L. Graf - Funeral for the Nouvelle École -iana Generic Names Introduced for Freshwater Mussels (Mollusca: Bivalvia: Unionoida) – p.1–23
2. Kenneth P. Hotopp, Timothy A. Pearce, Jeffrey C. Nekola and Kathleen Schmidt - New Land Snail (Gastropoda: Pulmonata) Distribution Records for New York State – p.25–30
3. Martin Avery Snyder and Paul Callomon - Tapparone-Canefri's Type Material of Fasciolariid Gastropoda (Mollusca) at the Genoa Natural History Museum – p. 31–38

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

d9567d14501e

ბურჭულაძე ნ. უბისის მონასტრის ხატები და კედლის მხატვრობა მე-14 ს. = Burtchuladze N. The Ubisi Monastry Icons And Wall Painting The 14th C. / წიგნი მომზადდა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი). სამეცნ. რედ.: ლ. ხუსკივაძე, დ. თუმანიშვილი; ქართ. ტექსტის რედ.: ნ. კაციტაძე, ნ. ნადარაია; ინგლ. ტექსტის რედ. თ. მამულაშვილი; ტექსტის ინგლ. მთარგმ. ი. კუცია; მხატვ. გ. ავსაჯანიშვილი. – თბ.: ტრიადა. – 279 გვ.: 71 შავთეთრი და 90 ფერად. ილ-ით. ISBN 99940-0-922-2
გრიგოლ ხანძთელის მიერ IX საუკუნეში დაარსებული უბისის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს სასულიერო კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერა იყო. წიგნი წარმოადგენს XIV საუკუნის დასაწყისში უბისის მონასტერში შექმნილ ფერწერული ხატებისა და კედლის მხატვრობის კვლევას.

ინფოარხების ცნობების შეკრება