Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

c6fbe1f063dc

აგლაძე შ. მიხეილ ჯავახიშვილის წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. – თბ., 2011. – 82 გვ. ISBN 978-9941-0-3075-8
ნაშრომში განხილული მიხეილ ჯავახიშვილის წერილები მნიშვნელოვანია ქართული კულტურის ისტორიისათვის. იგი მოიცავს 1903-1937 წწ. შრომებს.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

b9072a494469

რუსულ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი. 40000 ტერმინი / გ. ჭოღოშვილი., გ. თევზაძე., გ. სულხანიშვილი., რ. აბდულაევი., ო. ძაგნიძე., ა. მიჩიტაშვილი; რედ. გ. ჭოღოშვილი. – [თბ.], 2010. – 459 გვ.
ლექსიკონს საფუძვლად უდევს 1918-1925 წწ. გამოცემული სამი „მათემატიკური ტერმინების“ ლექსიკონი, რომლის შექმნაში უდიდესი ღვაწლი ქართველ მეცნიერებს მიუძღვით. ამ გამოცემებში იგრძნობოდა ძალიან ბუნებრივი მიდგომა საკითხისადმი, რაც გულისხმობდა რუსული ტერმინის შინაარსის გაქართულებას. შემდგომ წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა, თუმცა 50-იანი წლებიდან კვლავ აუცილებელი გახდა შესაბამისი ქართული ტერმინების მოძიება. ასეთი მუშაობა დაიწყო გ. ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე. საქართველოს მთავრობაში მიღებული იქნა დადგენილება შექმნილიყო ტერმინოლოგიური კომისიები მათემატიკასა და ეკონომიკაში.

აღმაშფოთებელი „საჩუქარი“ რუსეთიდან

1001192815

სანქტ-პეტერბურგის რუსეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საერთაშორისო წიგნგაცვლის ფარგლებში გამოგვიგზავნა (თუმცა, დიდი ხანია რუსეთიდან არანაირი ლიტერატურა არ მიგვიღია, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) რუსი ავტორების (ა. შიროკორადი, ა. შიშოვი, რ. ძარასოვი) მიერ კავკასიის, ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკურ საკითხებზე შეთხზული წიგნები.

თავიდან გაგვახარა და გაგვაკვირვა საჩუქარმა, მაგრამ ჩვენმა აღშფოთებამ, წიგნების გადახედვის შემდეგ, გვაიძულა დაგვერღვია ბიბლიოთეკარის ტრადიციული ნეიტრალობა და ამ საიტზე გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

9bdabe7effc5

Rewriting Caucasian History : The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles : The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation / Calouste Gulbenkin Foudation. Edit.: J. Baines, G. Dudbridge, A. Jones, R. Thomson; Transl., intr., comm. R. W. Thomson. – USA. Oxford University Press, [2002]. – 408 p.: Bibliography pp. 383-391.

გადაწერილი კავკასიის ისტორია : ქართული ქრონიკების შუა საუკუნეობრივი სომხური ადაპტაცია : ქართული ორიგინალი ტექსტი და მისი სომხური ინტერპრეტაცია / კალუსტ გულბენკინის ფონდი. რედ.: ჯ. ბაინესი, ჯ. დუდბრიჯი, ა. ჯონესი, რ. ტომსონი; თარგ, შეს. და კომენტ. რ. ტომსონისა. – აშშ. ოქსფორდის უნივერიტეტის გამომცემლობა, [2002]. – 408 გვ.: ბიბლიოგრ. გვ. 383-391.
წიგნი წარმოადგენს „ქართლის ცხოვრების“ კიდევ ერთ თანამედროვე ინტერპრეტირებას. იგი არის რეფლექსია 1200 წელს სომეხი ისტორიკოსების მიერ თარგმნილი ვერსიისა. როგორც ცნობილია იგი სახეშეცვლილი, სულ სხვა ადაპტირებული ნაწარმოებია და განსხვავდება ქართული ანალოგისაგან.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

dd2ddac854f7

ლაღიძე ნ. საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები Georgian Architecture & Modern Georgian Architects / გამომც.: დ. მოსულიშვილი, კომპ. „არქიტექტორთა კლუბი“ და ჟურნალი „სტილი“; თარგმნ. ნ. კურტალიძე. – თბ., 2009. – 371 გვ.: ილ. ISBN 978-9941-0-0938-9 ISBN 1987-8311
არქიტექტორის როლი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში განუხრელად იზრდება. წიგნი გამოიცა ჟურნალი „სტილის“ და „არქიტექტორთა კლუბის“ ეგიდით, მათი შემოქმედების პოპულარიზაციისა და საუკეთესო არქიტექტორული ნიმუშების წარმოსაჩენის მიზნით.
წიგნი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური). მისი შესავალი ნაწილი ეძღვნება საქართველოს არქიტექტურის განვითარების ისტორიის ზოგად მიმოხილვას. ძირითადად საქართველოს მსხვილი ქალაქების არქიტექტორულ-ქალაქგეგმარებითი გარდასახვის ისტორიული თავისებურებებსა და არქიტექტურულ-სივრცობრივ გარემოს სპეციფიკას.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

7d6699cae970

Tsereteli Z., Tsagareoshvili T. Georgia. Traditions, Beliefs and Arts / Foundation for Preservation of Georgia’s Ethnographic Heritage. English translation edited by V. Amiranashvili. – [Tbilisi], – 2010. – 359 p.: ill., sketch.
წერეთელი ზ. ცაგარეიშვილი თ. საქართველო. ტრადიციები რწმენა და ხელოვნება / საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი. ინგლ. თარგმანის რედ. ვ. ამირანაშვილი. – [თბ.], – 2010. – 359 გვ.: ილ., ტაბ. ISBN:9789941917202
მონოგრაფია ძირითადად დაფუძნებულია ქართული ეთნოლოგიური სკოლის დამაარსებელ აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას შრომებზე და ასევე იმ კვლევების შედეგებზე, რომელიც ქართველმა ეთნოლოგებმა აწარმოეს.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

37aeef83ff53

დივნოგორცევა-გრიგოლია ი. ლადო გრიგოლია და ქართული შრიფტის ხელოვნების საფუძვლები. მოდულური აგების კანონი = Девнигорцева-Григолия И. Ладо Гоиголия и основы искусства грузинского шрифта. Канон модульного построения / ავტ.-შემდგ., დიზაინი მხატვ. ი. დივნოგორცევა-გრიგოლია; მთარგმ. მ. ჯაფარიძე. – თბ.: © „საქართველოს მაცნე“, 2004. – 316 გვ.
ISBN 99940-26-97-6
წიგნი ეძღვნება საქართველოს სახალხო მხატვარს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფ. ლადო გრიგოლიას დაბადების 100 წლისთავს. წიგნს ახლავს (გვ. 7-9) ი. დივნოგორცევა-გრიგოლიას ანოტაცია.
ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე ქართული შიფრის აგების კანონების სისტემისა და სამეცნიერო თეორიის პირველ პუბლიკაციას.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

7d7071f1bc51

ფაულერი უ. D - დღე. პირველი 24 საათი / მთარგმ. და სამხედრო კონსულტ. ნ. მიქაუტაძე; რედ.: რ. გორგაძე, მ. სოხაძე. – თბ.: © ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009. – 216 გვ.
Copyright © 2006 Amber Books Ltd, London. Copyright in the Georgian translation © 2009 Bakur Sulakauri Publishing.
ISBN 978-9941-15-088-3
ძლიერად დაცულ სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადმოსხმა, განსახორციელებლად ერთ-ერთი რთული სამხედრო ოპერაციაა. ამ ტიპის ოპერაციათაგან ყველაზე მასშტაბური ნორმანდიაში მოკავშირეთა გადმოსხმა იყო. მისი წარმატება-წარუმატებლობა პირველ 24 საათზე იყო დამოკიდებული. გერმანელების წარმატების ერთადერთი შანსი მოკავშირეების ზღვაში უკუგდება იყო მანამ, სანამ ისინი თავიანთი უზარმაზარი საბრძოლო მარაგის ნაპირზე გადმოტანას მოასწრებდნენ...

ინფოარხების ცნობების შეკრება