Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

7d6699cae970

Tsereteli Z., Tsagareoshvili T. Georgia. Traditions, Beliefs and Arts / Foundation for Preservation of Georgia’s Ethnographic Heritage. English translation edited by V. Amiranashvili. – [Tbilisi], – 2010. – 359 p.: ill., sketch.
წერეთელი ზ. ცაგარეიშვილი თ. საქართველო. ტრადიციები რწმენა და ხელოვნება / საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი. ინგლ. თარგმანის რედ. ვ. ამირანაშვილი. – [თბ.], – 2010. – 359 გვ.: ილ., ტაბ. ISBN:9789941917202
მონოგრაფია ძირითადად დაფუძნებულია ქართული ეთნოლოგიური სკოლის დამაარსებელ აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას შრომებზე და ასევე იმ კვლევების შედეგებზე, რომელიც ქართველმა ეთნოლოგებმა აწარმოეს.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

37aeef83ff53

დივნოგორცევა-გრიგოლია ი. ლადო გრიგოლია და ქართული შრიფტის ხელოვნების საფუძვლები. მოდულური აგების კანონი = Девнигорцева-Григолия И. Ладо Гоиголия и основы искусства грузинского шрифта. Канон модульного построения / ავტ.-შემდგ., დიზაინი მხატვ. ი. დივნოგორცევა-გრიგოლია; მთარგმ. მ. ჯაფარიძე. – თბ.: © „საქართველოს მაცნე“, 2004. – 316 გვ.
ISBN 99940-26-97-6
წიგნი ეძღვნება საქართველოს სახალხო მხატვარს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფ. ლადო გრიგოლიას დაბადების 100 წლისთავს. წიგნს ახლავს (გვ. 7-9) ი. დივნოგორცევა-გრიგოლიას ანოტაცია.
ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე ქართული შიფრის აგების კანონების სისტემისა და სამეცნიერო თეორიის პირველ პუბლიკაციას.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

7d7071f1bc51

ფაულერი უ. D - დღე. პირველი 24 საათი / მთარგმ. და სამხედრო კონსულტ. ნ. მიქაუტაძე; რედ.: რ. გორგაძე, მ. სოხაძე. – თბ.: © ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009. – 216 გვ.
Copyright © 2006 Amber Books Ltd, London. Copyright in the Georgian translation © 2009 Bakur Sulakauri Publishing.
ISBN 978-9941-15-088-3
ძლიერად დაცულ სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადმოსხმა, განსახორციელებლად ერთ-ერთი რთული სამხედრო ოპერაციაა. ამ ტიპის ოპერაციათაგან ყველაზე მასშტაბური ნორმანდიაში მოკავშირეთა გადმოსხმა იყო. მისი წარმატება-წარუმატებლობა პირველ 24 საათზე იყო დამოკიდებული. გერმანელების წარმატების ერთადერთი შანსი მოკავშირეების ზღვაში უკუგდება იყო მანამ, სანამ ისინი თავიანთი უზარმაზარი საბრძოლო მარაგის ნაპირზე გადმოტანას მოასწრებდნენ...

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

fcc06e3554ac

ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი = Kauchtschischwili T. Korpus der Griechischen Inschriften in Georgien / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. რედ. ლ. გორდეზიანი. (მესამე შესწორ. და შევსებ. გამოცემა). თბ.: © ლოგოსი, 1999–2000, 2004, 2009. 421 გვ. ISBN 978-9941-401-1-41-1

დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილია 1000-ზე მეტი ბერძნული წარწერა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოა ძვ. წ. Vს-დან XIXს-მდე. მათი არსებობა იმისი ნიშანია, რომ ბერძნულ ენასა და დამწერლობას საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა ანტიკურ ხანაში. ნაშრომში საკითხი გადაჭრილია შემდეგი კანონზომიერების მიხედვით: ეპიგრაფიკული, გრაფიული და გეოგრაფიული პრინციპები.

ახალი ჟურნალები ჩვენს ბიბლიოთეკაში

09ab7639c1ed

Mathematics of Computation. American Mathematical Society. 2010. - vol.79. - №272. ISSN: 00255718
Contents of Volume 79, Number 272
J. M. Melenk; S. Sauter - Convergence analysis for finite element discretizations of the Helmholtz equation with Dirichlet-to-Neumann boundary conditions - Math. Comp. 79 (2010), 1871-1914.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

77f0ff6ce434


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში = Rescue Archaeology in Georgia: The Baku-Tbilisi-Ceyhan and South Caucasian Pipelines / საქრთველოს ეროვნული მუზეუმი. მთ. რედ. გ. გამყრელიძე; ინგლ. ტექსტის რედ. მ. ვიკერსი. – © თბ., 2010. – 622 გვ.: ილ., ტაბ.
BP საქართველოს ეროვნული მუზეუმის განსაკუთრებული პარტნიორია. ეს პუბლიკაციაც BP-სა და მისი პარტნიორების და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. მასში აისახა 2000–2005 წლებში განხორციელებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის კვლევითი ცენტრის მიერ, გადარჩენითი არქეოლოგიური პროგრამის ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსა და სამხრეთკავკასიური მილსადენის მშენებლობისას. ეს ყოველივე უმაღლესი სტანდარტების ფორმებში თავსდება. ამ სტრატეგიამ 1990-იანი წლების შემდეგ ახალ პროექტებს გაუხსნა გზა.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

3bb0b099e5bc

ასათიანი რ. ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი / საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. – © თბ.: სიახლე, 2010. – 480 გვ.
განმარტებითი ლექსიკონების გამოცემის დღევანდელი აუცილებლობა განპირობებულია ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებებით და მეურნეობის თვისობრივად ახალ მოდელზე – საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით. წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკისა და ბიზნესის ტერმინების ახსნა-განმარტებას (იგი 2000 ტერმინს მოიცავს).

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

af61e753c6df

ბოდლერი შ. სევდა და იდეალი = Baudelaire Ch. Speen et Ideal / რედ. ბ. უტიე; ფრანგ. თარგმ., წინათქმა და კომენტ. მ. მიქელაძემ. – © GAMS პრინტი, 2008. – I-XLIII, 234 გვ. (ლექსები დაბეჭდილია ქართულ და ფრანგულ ენებზე. დაიბეჭდა შპს „სეზანში“). ISBN: 9789941008337
კრებულს წინ უძღვის საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, კავკასიური ბიბლიოთეკის დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის ბერნარ უტიეს წინასიტყვაობა. იგი აღნიშნავს, რომ „არიან პოეტები, რომლებიც მუდამ აქტუალური რჩებიან: ეჭვგარეშეა, სხვებზე მეტად ეს ითქმის ბოდლერზე: მოქალაქე და მოგზაური, გაორებული სევდასა და იდეალს შორის, იგი ახლობელი რჩება თანამედროვე ადამიანისთვისაც.“ ბოდლერი უცხო არ არის ქართველი მკითხველისათვის. იგი ფრანგული კულტურის იმ ეპოქის შვილია, როცა ქართველი პოეტების შთაგონების წყაროდ ფრანგი სიმბოლისტები იქცნენ.

ინფოარხების ცნობების შეკრება