Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

7a41t

ახალი ქართული ენა : დიალექტების მორფოლოგია. პარადიგმები. წიგნი IV / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. გ. გოგოლაშვილი, ა. არაბული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 511 გვ.

ISBN  978 -9941-13 -561 - 3 (წიგნი  I- IV)

ISBN  978 -9941-13 -634 -4 (წიგნი IV)

„ახალი ქართული ენის“ IV წიგნში წარმოდგენილია ქართული ენის დიალექტთა სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების პარადიგმები. ეს არის, ფაქტობრივად, დამატებითი მასალა წინა (მესამე) წიგნისათვის, რომელშიც დიალექტების მორფოლოგიის კრებსითი ანალიზი არის მოცემული. ახალი ქართული ენის თანამედროვე დიალექტებში უამრავი ისეთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც ვერ მოხვდა კრებსით ანალიზში, ამიტომ IV წიგნის სახით წარმოდგენილია სწორედ თითოეულ დიალექტში სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების საკითხები.

„ახალი ქართული ენის“  III-IV წიგნები ემყარება 2016 წელს გამოცემულ წიგნს „ თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. დიალექტები“. ესაა დაზუსტებული, შევსებული, გავრცობილი ვარიანტი. დაემატა ტექსტები და ბიბლიოგრაფია.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

fqhsg

კური, ანეტ. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართალი : ტექსტები, გადაწყვეტილებები და მასალები / ა. კური, ტ. დრეიერი; რედ. ნ. ბურდული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 588 გვ.

ISBN  978-9941-13 -643- 6

ბოლო ხანს ინფორმაციულ საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც მისმა რთულმა სამართლებრივმა სტრუქტურამ განაპირობა. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირს. ინტელექტუალური საკუთრების ერთი სფეროს სპეციალისტებს ხშირად უჭირთ სხვა სფეროს სიახლეებისათვის თვალის მიდევნება. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის გაგება განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომელთათვისაც უცხოა ევროკავშირის შიდა მექანიზმები და განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციები, ევროკავშირისა და ეროვნული სამართლის ნორმათა ურთიერთგადაფარვისა და ურთიერთქმედების საკითხები. ეს ეხება სტუდენტებს როგორც ევროკავშირში, ისე ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში, რომელთაც სურთ არამხოლოდ ზოგადი, მოკლე მიმოხილვით შემოფარგვლა, არამედ ფუნდამენტური ცოდნის მიღება.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

xtoa8

მაჭავარიანი, ნანა. აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები (აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით) / თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია = Machavariani, Nana M. Abkhazian Grammar Issues (Considering the Speech of Abkhazians Living in Adjara)/ Arnold Chikobava Institute of Linguistics at TSU Tskhum-Abkhazian Academy of Sciences / რედ. ვ. შენგელია. - თბ., 2017. -222 გვ.

ISBN  978-9941-13 -627- 6

წინამდებარე მონოგრაფიაში წარმოდგენილია აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის აღწერითი ანალიზი და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების თავისებურებანი.

აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც აფხაზეთში გავრცელებულ დიალექტთა მონაცემების შესწავლას, ისე აფხაზეთიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში წარმოდგენილი აფხაზური მეტყველების თავისებურებათა გათვალისწინებას.

ნაშრომს ერთვის საველე სამუშაოებისას მოპოვებული მასალა (ჟანრობრივად მრავალფეროვანი ტექსტები სიტყვასიტყვითი ქართული თარგმანით) და მოკლე (1900-მდე ლექსიკური ერთეულის შემცველი) აფხაზურ-ქართული ლექსიკონი.

წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტებისათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთა და კავკასიის ხალხთა კულტურისა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

w9poe

გონჯილაშვილი, ნანა. „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველება და განსახოვნების თავისებურებანი / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. ლ. გრიგოლაშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 359 გვ.

ISBN  978-9941-13- 655 - 9

წიგნში შესულ ნარკვევებს რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი და მხატვრული განსახოვნების თავისებურებანი აერთიანებს. წარმოდგენილი პრობლემატიკა, ძირითადად, „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველების კვლევა-ძიებას მიემართება. ყოველივე ეს, პოემის ტექსტის, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ტიპოლოგიურ მიმართებათა გამოსავლენად მოხმობილი სხვადასხვა ეპოქის შემოქმედთა ნააზრევის განხილვას მოიცავს. ტრადიციული მოსაზრებების კვალდაკვალ წიგნში საკითხთა შესახებ ახალი მოსაზრებები და ვარაუდებია გამოთქმული.
წიგნი განკუთვნილია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

gnhkf
გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში : II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. შრომების კრებული = Challenges of Globalization in Economics and Business : The 2nd International Scientific Conference: Proceedings. კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს / ივ.ჯავახიშვილის სახ.თბ. სახელმწ. უნ-ტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; სარედ. კოლეგია: თ. ბერიძე, ვ. პაპავა, ა. სილაგაძე და სხვ. - თბ., 2017. – 680 გვ. 
ISBN 978-994113650-4

წიგნში თავმოყრილია კონფერენციის მასალები გლობალიზაციის გამოწვევების შესახებ. გლობალიზაციას ჯერ კიდევ ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც მოხდა სამრეწველო რევოლუცია XIX საუკუნის ბოლოს, თუცა თანამედროვე საუკუნეთა მიჯნაზე ახალმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა ამ ფენომენს კიდევ უფრო დიდი შინაარსი შესძინა. ეკონომიკური კავშირების განვითარების დროს ქვეყნები, რეგიონები და კონტინენტები უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც თავისთავად აქტუალურს ხდის ეკონომიკური გლობალიზაციის პრობლემას. ეს შესაძლოა შეფასდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ფაქტორად ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. თუმცა დღესდღეობით ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა გლობალიზაციას ეკონომიკასა და ბიზნესში. 
წარმოდგენილ ქართულენოვან სტატიებს ახლავს რეზიუმეები ინგლისურ ენაზე, თუმცა კრებულში ასევე შესულია უცხოური კვლევებიც. ყველა კვლევას ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

1ft81
მშვილდაძე, მ. ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. გ. ლოთქიფანიძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. – 200 გვ.
ISBN 978-9941-13-622-1

ანტიკური პერიოდის რომის იმპერიაში ეპოქათა მიჯნაზე მიმდინარე პროცესები ისტორიულ, არქეოლოგიურ და ეპიგრაფიკულ მასალებზე დაყრდნობით არის შესწავლილი და გაანალიზებული. ახალი აღთქმა მთლიანად გააზრებულია, როგორც საისტორიო წყარო და შესწავლილია მისი როლი ანტიკურ სამყაროში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით. 
წიგნში წარმოდგენილია ახალ აღთქმაში დასახელებულ პირთა ისტორიულობის საკითხი; ქრისტიანობის აღმოცენების წანამძღვრები, დრო და პირობები; ტაძრის როლი იუდეველთა ცხოვრებაში და სინაგოგის წარმოშობის მიზეზების ადგილი ახალი აღთქმის პერიოდის იუდეაში. 
წიგნი განკუთვნილია ისტორიის კულტურის, რელიგიის შემსწავლელი სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის. 
წიგნს ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე, გამოყენებული ლიტერატურის სია, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4zqzw
გოგუა, რ. მაგმური ქანების მაგნიტური ველი და მაგნეტიზმი / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი; რედ.: თ. ჭელიძე, ჯ. ქირია. - თბ., 2017. – 126 გვ. 
ISBN 978-9941-13-626-9

მონოგრაფიაში განხილულია მაგმური ქანების მაგნიტური მინერალების წარმოშობის და დამაგნიტების პირობები; ქანების ძირითადი მაგნიტური მახასიათებლები და მათი გეოლოგიური ინფორმაციულობა; მაგნიტური მინერალების შემადგენლობის, სტრუქტურისა და გენეზისის შესწავლის მაგნიტური მეთოდები; მოცემულია საქართველოში გეომაგნიტური გამოკვლევების მოკლე ისტორია. გამოთქმულია მოსაზრება სპილენძ-პოლიმეტალური გამადნების ინტრუზიულ მაგმატიზმთან კავშირის შესახებ საქართველოს მაგალითზე. 
წიგნში ნაჩვენებია საქართველოში არსებული მაგმური ქანების ვერტიკალური ზონალობის არსებობა.
მონოგრაფია გათვლილია გამოყენებითი გეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტით დაინტერესებული გეომაგნიტოლოგების და პეტრომაგნიტოლოგებისათვის. იგი სასარგებლო იქნება აგრეთვე გეოლოგიურ-გეოფიზიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ygw2q
აბესაძე, რ. ეკონომიკური განვითარება. მეოთხე გამოცემა = Economic Development. Forth Edition / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი; სამეცნ. რედ. რ. ასათიანი. - თბ., 2017. – 228 გვ. 
ISBN 978-9941-13-664-3

საბჭოთა სივრცის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების პრობლემის კვლევის შესახებ ლიტერატურა თითქმის არ არსებობდა. წიგნში :ეკონომიკური განვითარება“ აღიქმება ორი მიმართულებით: როგორც პროცესი და როგორც დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ამ პროცესებს. წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ტერმინებს „ეკონომიკური განვითარება“, „რეგრესი“ და „დაქვეითება“. 
წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ეკონომიკური პროფილის ბაკალავრებისათვის. 
წიგნს ერთვის ზოგიერთი საცნობარო მასალა სადაც მოცემულია მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და ყველაზე მდიდარი 10 ქვეყანა, აგრეთვე მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. წიგნს ერთვის გამოყენებული ლიტერატურა, სულ 452 სხწ. 

ინფოარხების ცნობების შეკრება