Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

yql70

Nivaldo J. Tro. Chemistry: A Molecular Approach : Fourth Edition : Global Edition. – London : Pearson, 2017

ISBN-10: 12-92-15238-9

ISBN-13: 978-1-2-9215238-7

ქიმიის მოლეკულური ათვისების უნარი აძლიერებს სტუდენტთა უნარ-ჩვევებს მონაცემთა ინტერპრეტაციასა და ანალიზის მხრივ. რაოდენობრივი მსჯელობის დროს შესაძლებელი ხდება კონცეპტუალური პრობლემის გადაწყვეტა. 

წიგნი ქმნის ვიზუალურად მრავალმხრივ დატვირთული, მოლეკულური ქიმიის ილუსტრაციების ერთობლიობას. სტუდენტები ეცნობიან მაკროსკოპური, ატომებისა და მოლეკულების სიმბოლოებს, სადაც იქმნება სამყაროს მოლეკულური აგებულების ფორმულები. აქ პრობლემა გადაჭრილია გაძლიერებული ციფრული, ინტერაქტიული მუშაობის მაგალითებზე. 

ყურაღება გამახვილებულია ქიმიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

v0g2m

Fundamentals of General, Organic and Biological Chemistry : Eighth edition in SI Units : Global Edition / John  McMurry; David S. Ballantine; Carl A. Hoeger; Virginia E. Peterson. - Boston-New York- San Francisco: Pearson, 2017. – 976 p.

ISBN 13: 9781292123462

ISBN 10: 129212346X 


წიგნი განიხილავს ქიმიის თანამედროვე, მოქნილ მიდგომას საკლასო ოთახებისათვის

წარმოდგენილია აქტიური სწავლება კონკრეტულ მაგალითებზე. განხილულია მიმდინარე სწავლებისა და კვლევის შედეგებზე  ორიენტირებული ციფრული ინოვაციები, რომლებიც მიმართულია სტუდენტების გამოცდილების გაზრდისათვის.

ზოგადი, ორგანული და ბიოლოგიური ქიმიის საფუძვლები, საუკეთესო არჩევანია მედიცინის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მიმდინარე გამოცემა, ქიმიის უფრო აქტიური პრობლემებზეა ორიენტირებული, ყოველი თავი მოიცავს ქიმიის ელემენტარულ ექსპერიმენტების ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთიერებებით,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

fgowd

Earth: An Introduction to Physical Geology : Twelfth  Edition : Global Edition / Edward Tarbuck, Frederick Lutgens, ill by Dennis Tasa. - Boston-New York- San Francisco: Pearson, 2017. – 816p.

ISBN13:9781292161839

ISBN10: 1292161833

ეს არის სახელმძღვანელო გეოლოგიური პროგრამების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით. 

წიგნი ორიენტირებულია ჰიბრიდული ტექნიკის სიახლეებზე და ამავდროულად გამარტივებულ აქცენტებით ჩართულია სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისაკენ. იგი დატვირთულია ილუსტრაციებით. ტექსტი უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ სტრუქტურირებული სწავლებას ათვისებას მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

ავტორები ხაზს უსვამენ  ქვეყნაში მიმდინარე ცვლლებაბსა და დინამიურობას,  რაც  სტუდენტს უადვილებს შეისწავლოს, გაიგოს და შეინარჩუნოს ყველაზე რთული ცნებები.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ონლაინ საშინაო დავალებები, სამეურვეო და შეფასების პროგრამები შექმნილია სტუდენტების ჩართულობასა და შედეგების გასაუმჯობესებისაკენ.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

x7207

Materials for Civil and Construction Engineers : Forth edition in SI Units : Global Edition / Michael S. Mamlouk, John P. Zaniewski; executive ed. H. Stark. – Boston-New York- San Francisco: Pearson, 2018. – 660 p. 

ISBN 10: 1-292-15440-3
ISBN 13: 978-1-292-15440-4

ძირითადი მიმართულება - სამოქალაქო და სამშენებლო-საინჟინრო მასალები: თვისებები, გამოყენება და შეფასებები.
სამოქალაქო და სამშენებლო საინჟინრო მასალების გაცნობა ეხმარება სტუდენტებს შეარჩიონ მასალა საზოგადოების ინფრასტრუქტურული საჭიროებებიდან გამომდინარე სელექციის პრინციპით.  აქ იგულისხმება შენობების, წყლისა და სადისტრიბუციო სისტემების, კაშხლების, მაგისტრალებისა და აეროპორტის ტროტუარების მოწყობა. 
მიმდინარე გამოცემაში წარმოდგენილი სამშენებლო მასალები აქცენტირებულია სწორედ სამოქალაქო და საინჟინრო სისტემებში გამოყენებული ინვენტარის შექმნასა და მდგრადობაზე და მიმართულია სხვადასხვა მასალებთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემებისაკენ.
წიგნის თითოეულ სექციაში განახლებული თემატიკა  წარმოდგენილია ახალი რეკომენდაციებითა და მოთხოვნებით. 


ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

m7wcc

Biological Science: Sixth Global Edition / Scott Freeman, Kim Quillin, Lizabeth  Allison, Michael Black, Greg Podgorski ,Emily Taylor. - Boston: Pearson, 2017. – 1357 p.

ISBN  10: 1-292-16507-3

ISBN  13: 978-1-292-16507-3

სკოტ ფრიმენის „ბიოლოგიური მეცნიერება“ ყველასათვის საყვარელი ნაშრომია თავისი სოკრატიული ნარატიული სტილის გამო, სადაც აქცენტი გაკეთებულია ექსპერიმენტულ მტკიცებულებაზე და აქტიურ სწავლებზე. წიგნი სტუდენტებს სთავაზობს სტრატეგიებს მათი შეფასების დონისა და იმ კოგნიტური უნარების ტიპების გაგებისათვის, რომელთაც გაუმჯობესება სჭირდებათ. უფრო კონკრეტულად, თავების სახით, წიგნში ვრცლადაა გადმოცემული შემდეგი საკითხები: უჯრედის სტრუქტურა და ფუნქცია; გენის სტრუქტურა და ფორმულირება; ევოლუციური მოდელები და პროცესები; სიცოცხლის დივერსიფიკაცია; მოლეკულური წარმოშობა და სიცოცხლის ევოლუცია; ეკოლოგია და სხვა.

წიგნი გამდიდრებულია ილუსტრაციებით.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

u7xku

Concepts of Genetics: Eleventh Global Edition / William S. Klug, Michael R. Cummings, Charlotte A. Spencer, Michael A. Palladino; Contributions D. Killian.- Boston:Pearson, 2015. - 892 p.

ISBN  10:1-292-07726-3
ISBN  13: 978-1-292-07726-0

წიგნში ყურადღება გამახვილებულია გენეტიკის ფუნდამენტურ იდეებზე. შესწავლილია გენეტიკური ანალიზის ტექნიკები და აპლიკაციები. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაშრომს აქვს  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ძლიერი მიდგომები.
უფრო კონკრეტულად, თავების სახით, წიგნში ვრცლადაა გადმოცემული შემდეგი საკითხები: გენები, ქრომოსომები და მემკვიდრეობა; დნმ: სტრუქტურა, გამრავლება და ვარიაცია; გენების ექსპრესია, რეგულაცია და განვითარება; გენომიკა; ორგანიზმების გენეტიკა; სპეციფიკური თემები თანამედროვე გენეტიკაში და სხვა.
წიგნი გამდიდრებულია ილუსტრაციებით.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

2fhz9

Skousen, Mark. The Making of Modern Economics:The Lives and Ideas of the Great Thinkers: Third Edition. - New York and London: Routledge, 2016. - 501 p.

ISBN  978-0-7656-4712-2 (hbk)
ISBN  978-0-7656-4544-9 (pbk)
ISBN  978-1-315-71870-5 (ebk)

აღნიშნული წიგნი წარმოადგენს განახლებული ეკონომიკის ისტორიას - თუ  როგორ ჩამოაყალიბეს დიდმა ეკონომიკურმა მოაზროვნეებმა დღევანდელი სოციალური მეცნიერებები. ცნობილი ფინანსური მწერლისა და ეკონომისტის  Mark Skousen-ის მიერ გამოვიდა ნაშრომის მესამე გამოცემა.
გასული 225 წლის  მთავარი ეკონომიკური ფილოსოფოსების წარდგენა წიგნში იწყება ადამ სმითით და გრძელდება დღევანდელ დღემდე. წიგნში შესწავლილია თითოეული მათგანის წვლილი ეკონომისტის როლის, ეკონომიკის მეცნიერების და თეორიის შესახებ.  თითოეულ თავში გადმოცემულია საინეტრესო ფაქტები იმ ეკონომისტების პირადი ცხოვრების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მათ ნაშრომებზე.
წიგნი გამდიდრებულია პორტრეტებითა და სქემებით. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

jiwkg

Blanchard, Olivier. Macroeconomics: Seventh Global Edition / Editor-in-Chief A. D’Ambrosio. -Boston:Pearson, 2017. - 569 p.

ISBN  10:1-292-16050-0

ISBN  13: 978-1-292-16050-4

ნაშრომი  წარმოადგენს მაკროეკონომიკის ერთიან, გლობალურ ხედვას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს იხილონ კავშირები სასაქონლო, ფინანსურ და შრომით ბაზრებს შორის. წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. ტექსტში ყურადღება გამახვილებულია  მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ბაზრებზე და სამ ძირითად გაფართოებაზე, რაც უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს პრობლემის. ამერიკის შეერთებული  შტატების ძირითადი ეკონომიკური კრიზისისა და მონეტარული პოლიტიკიდან დაწყებული, ევროპული პრობლემებისა და ჩინეთის ზრდის პრობლემების ჩათვლით, წიგნი ეხმარება  სტუდენტების არა მარტო მიმდინარე მაკროეკონომიკურ მოვლენებში გარკვევაში, არამედ ისეთ მოვლენებშიც, რომლებიც შესაძლოა მომავალში განვითარდეს. მეშვიდე, გლობალური გამოცემა დაეხმარება სტუდენტებს მათი ანალიტიკური უნარების განვითარებაში.
წიგნი გამდიდრებულია პორტრეტებითა და სქემებით.

ინფოარხების ცნობების შეკრება