Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ra81mdmpxj

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა. წგ. IV (კატალოგი, ცნობარი) / საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; რედ. გიორგი კალანდია; ტომის რედ. ირინა მოისწრაფიშვილი. - თბ., 2014. – 372 გვ. 

ISBN 978-9941-0-3987-4     ISBN 978-9941-0-7251-2

საქართველოს ხელოვნების სასახლის (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის) ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა. წგ. V / საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; რედ. გიორგი კალანდია; ტომის რედ. ირინა მოისწრაფიშვილი. - თბ., 2015. – 368 გვ. 

ISBN 978-9941-0-3987-4      ISBN 978-9941-0-8351-8

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი მკითხველს სიძველეთსაცავის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობის ტომეულებს სთავაზობს. გამოცემებში შესულია ქართული სასცენო და კინო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები. 

დღესდღეობით მუზეუმი სცდება მხოლოდ კულტურული ობიექტის მნიშვნელობას. წიგნების გამოცემის იდეა საქართველოს ხელოვნების სასახლის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაზე მიუთითებს. მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება მოიცავს საქართველოში არსებული ყველა თეატრის შესახებ არსებულ დოკუმენტებს. აქვეა ისეთი მნიშვნელოვანი კოლექციები, როგორებიცაა სოლომონ II მიერ გამოცემული სიგელი, გრილ დადიანის, ნინო და მარიამ დადიანების ხელმოწერილი გუჯრები და მრავალი სხვა. ხელნაწერთა ფონდში დაცულია ქართველ მწერალთა და მსახიობთა არქივები, ასევე უცხოელი მოღვაწეების ხელნაწერები. თეატრების უძველესი პროგრამები. 

IV ტომში შესულია ქართული სასცენო და კინო ხელოვნების მოღვაწეები: აკაკი ხორავა, მიხეილ ქორელი, უშანგი ჩხეიძე, შალვა დადიანი.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

7q608c52qj

ხელნაწერთა აღწერილობა. XII-XIX საუკუნეები / გამომც. ლაშა ბაქრაძე; რედ. თეა თვალავაძე; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

წიგნი I. თბ., 2016. – 330გვ.: 48 ილ.

ISBN978-99940-28-98-6

წიგნი II. თბ., 2016. – 440 გვ.: 8 ილ.

ISBN978-9941-9480-2-2

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, წარმოგვიდგენს ლიტერატურის მუზეუმში  დაცულ XII-XIX საუკუნეების ხელნაწერთა აღწერილობებს. პროექტი ითვალისწინებს წიგნის სამ ნაწილად გამოცემას და ამჯერად უკვე წარმოდგენილია ორი ტომი. 

პირველ წიგნი მოიცავს XII-XIX საუკუნეების სახარებებს, სიგელ-გურჯებს, სასულიერო კრებულებს, „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციებს, ეპიკურ თხზულებებს, ლექსიკონებს, სამართლის წიგნებს, კარაბადინებს, გენეალოგიებს, განჩინებებს, გაყრისა და მზითვის წიგნებს, წერილებს. წიგნს ახლავს საინტერესო მასალა ძველი წიგნების დედნიდან: ფერადი ფოტოები, წიგნის მნიშვნელოვანი გვერდების ასლები, და სხვა ბევრი ილუსტრაციები,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

 

პროკლე დიადოხოსი - პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა = Proclus Diadochus – Platonic Philosopher. Elements of Theology. Translation, Introduction and Comments by Ioane Petritsi

I. ხელნაწერი H-1337 ფაქსიმილური გამოცემა = Manuscript H-1337 Facsimile Edition  / რედ.-გამომცემელი დამანა მელიქიშვილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბ., 2016. – 55+120 გვ.

ISBN 978-9941-9452-2-9

II. დიპლომატური გამოცემა = Diplomatic edition / ტექსტი გამოსაც. მოამზ. დამანა მელიქიშვილმა, ნათია მიროტაძემ; რედ.-გამომცემელი დამანა მელიქიშვილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბ., 2016. – 720 გვ. 

ISBN 978-9941-9452-6-7

წარმოგიდგენთ მეტად საინტერესო პროექტს პროკლე დიადოხოსის კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი. ეს წიგნი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ხელნაწერის ფაქსიმილურ H-1337, ხელნაწერის ტექსტის დიპლომატიურ H-1337, და 1248 წ. სიმეონ პრანძაჰანქელის მიერ ქართულიდან სომხურ ენაზე შესრულებული თარგმანის გამოცემას. ეს კომპლექსური გამოცემა შეავსებს ხარვეზს მკვლევარისათვის ქართული ტექსტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. 

I და II წიგნი იდენტურად იხსნება თვითონ პროკლეს „ხელნაწერის თავგადასავალის“ ძიებით, ანუ დ. მელიქიშვილისა და ნ. მიროტაძის ტექსტუალური მიმოხილვები უფრო სიღრმისეულად წარმოგვიდგენენ ტექსტის დედანის წაკითხვამდე არსებულ იდეოლოგიურ რაკურსს. 

I წიგნში მოცემულია ხელნაწერის დასკანერებული ვერსიაც. მკითხველი მთლიანად საინტერესოდ მოგზაურობს იქაურ სამყაროში და უშუალოდ განიცდის ყველა იმ ნიუანსს, რასაც შუასაუკუნეობრივი თეოლოგიის გზა ეწოდება,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

8wzkfs6tua
ვეფხისტყაოსნის მხატვრობა = The Knight in the Panther’s Skin in Art / ტექსტის ავტ. მ. გაჩეჩილაძე; რედ.: ნ. კერესელიძე, რ. ამირეჯიბი, ქ. ყანჩიაშვილი; თარგმ.: A-Z.ge. - თბ.: ნოტა-ბენე, 2016. – 338 გვ. 
ISBN 978-9941-0-8794-3

2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, გამომცემლობა ნოტა ბენემ კი სპეციალურად ამ წელს შესთავაზა მკითხველს ეს უნიკალური წიგნი, საუკუნის პროექტი, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება ქართულ საგამომცემლო სივრცეში. ეს არის პირველი წიგნი-ალბომი, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ ბეჭდური გამოცემების დასურათებაზე თვალის გადევნებას ისახავს მიზნად (XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე).
მასში სრულყოფილადაა წარმოდგენილი პოემისათვს შესრულებული ყველა უნიკალური ილუსტრაცია. წიგნის ფორმატი წარმოგვიდგენს თითეულ მხატვარს, როგორც შუამავლს, ნაწარმოებსა და მის აღმქმელს შორის. აქ ესთეტიკური თანაგანცდის ფაქტი უმაღლეს საფეხურზე არის აყვანილი და ამით იგი უნიკალურობას იძენს. 
მხატვრები ქრონოლოგიურად შემდეგი თანმიმდევრობით არის განლაგებული:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

k2j8n
ქართველი მწერლები - ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები / რედ.: ნ. კერესელიძე, მ. დაუშვილი. - თბ.: ნოტა-ბენე, 2016. – 400 გვ. 
ISBN 978-9941-0-8447-8

წიგნში გამოყენებულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გ. ლეონიძეს სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწ. მუზეუმში დაცული მასალები. 
წინამდებარე წიგნი ერთგვარი კრებულია ცნობილი ქართველი მწერლების ბიოგრაფიების, ხელნაწერების, ფოტოებისა და სურათებისა. ალბომი „ქართველი მწერლები“ ნოტა ბენეს საჩუქარია მკითხველისთვის, სადაც გაცოცხლებულია XVII-XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთგვარი ისტორია.
წიგნი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ ჩვენს წარსულსა და მომავალზე. გამოცემა ერთი მხრივ ბიოგრაფიული დეტალებითა და ფოტომასალითაა მდიდარი, მეორე მხრივ კი სავსეა საინტერესოდ მიმოხილული ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით, ქართული ლიტერატურის ხელშეუხებელი კლასიკოსების უკნიკალური ნაწარმოებებით.
გამოცემის ავტორები ითვალისწინებენ ქრონოლოგიურ პრინციპს. წიგნი მოიცავს ოცდაცხრა ავტორს, მათ შორისაა:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

u3nln

მახარობლიძე, თამარ. ლინგვისტური წერილები III = Makharoblidze, Tamar. Linguistuc Papers III / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. ა. არაბული. - თბ., 2016. – 443 გვ.

ISBN978-9941-511-8  

წიგნში განხილულია ქართული ჟესტური ანბანი, ჟესტური ენის, ტერმინოლოგიის, კომუნიკაციის და სხვა ამ საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები.      

წარმოგიდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან თემას სარჩევიდან: ქართული დაქლიტური ანბანი, საქართველოში მცხოვრები ყრუთა თემის იდენტობის საკითხები, ვერსიის კატეგორია ქართულ ჟესტურ ენაში, ქართული ჟესტური ენის დოკუმენტირების შესახებ, პირის კატეგორია და პოლიპერსონალიზმი, ქართული ჟესტური ენის ელექტრონული ლექსიკონი, ტერმინთა პრობლემა ქართულ ჟესტურ ენაში და მრავალი სხვა,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

nmvow

აღრაძე, მურთაზ. საბანკო საინფორმაციო სისტემები / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი; რედ. დ. სიჭინავა. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 274  გვ.

ISBN978-9941-13-532-3

 

წიგნში განხილულია: საბანკო სფეროში კომპიუტერის დანერგვის ეტაპები, საბანკო საინფორმაციო სისტემების ინფორმაციული უზრუნველყოფა, ტექნიკური საშუალებები, ბანკის ავტომატიზებული სამუშაო ადგილის სტრუქტურა და მათი კავშირი ბანკის საინფორმაციო სისტემებთან აგრეთვე სხვა საბანკო სტრუქტურასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

წიგნი განკუთვნილია როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის და ფინანსებისა და საბანკო საქმის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, ასევე ბაკში მომუშავე პერსონალისათვის.

წიგნს ერთვის საგნობრივი საძიებელი და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

57blp
ხუბაშვილი, ია (ლეილა). იეზუიტების ორდენი = Khubashvili, Ia (Leila) Society of Jesus = Chubashvili Ia (Leila) La Compagnia di Gesù / რედ. მ. პაპაშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 429 გვ.

ISBN978-9941-10-163-2(2009)

ISBN978-9941-13-520-0

 

ნაშრომში განხილულია სასულიერო ორდენებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის - იესოს საზოგადოების (იეზუიტთა ორდენის) გენეზისი და ევოლუცია, მისი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროპის ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

იესოს საზოგადოებამ ტრიდენტის კრებიდან დაწყებული თავისი ბედი პაპობას დაუკავშირა, ორდენი ჩამოყალიბდა, როგორც ეკლესია ეკლესიის წიაღში თავისი პაპით, მიტროპოლიტებით, ტაძრებით და ა.შ.  ორდენმა თავისი არსებობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მეცნიერების, კულტურულ-საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობაში, არამედ პოლიტიკის სფეროშიც და დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

ამის ნათელი მაგალითია პაპობის ორიათასწლიანი ისტორიის ერთერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ფიგურა, პირველი გამორჩეული პაპი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც 2013 წლის 13 მარტს ტახტზე ავიდა ფრანცისკ პირველის სახელით. მან უკვე წარმატებით შეცვალა ვატიკანის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ინფოარხების ცნობების შეკრება