new publications-ის ბლოგი
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 06/02/2018 - 13:12.
Rethinking the 'Coloured Revolutions' / Ed.: D. Lane, S. White. - London - New York: Routledge, 2012. - XVIII, 308 p.
ISBN 13: 978-0-415-57169-2 (hbk)ISBN 13: 978-0-415-81479-9 (pbk)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის ბოლოდან, დაიწყო არარეგულარული ცვლილებები პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში. კრებულში ყურადღება გამახვილებულია სწორედ ამ ცვლილებებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სერბეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, 2000-2005 წლებში, რასაც ერთობლივად ეწოდა „ფერადი რევოლუციები“ : განსაკუთრებული ფერის გარეშე სერბეთში, ვარდების საქართველოში, ნარინჯისფერი უკრაინასა და ტიტების ყირგიზეთში.
გარდა, „ფერადი რევოლუციის“ ქვეყნებში პოლიტიკურ ცვლილებებზე ფოკუსირებისა, კრებულში განხილულია ის ქვეყნებიც, რომელთაც არ გამოუცდიათ ამ ტიპის არარეგულარული ცვლილებები (მაგალითად, ბელორუსია და ყაზახეთი) და ასევე, ყურადღება დათმობილი აქვს რუსეთსა და ჩინეთში „დემოკრატიის განვითარებაზე“ გამოვლენილ რეაქციებს.
კრებული წარმოადგენს „Journal of Communist Studies and Transition Politics“-ის სპეციალურ გამოცემას.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 06/02/2018 - 13:07.
Cyber Warfare: A Multidisciplinary Analysis / Ed.: J. A. Green. - London - New York: Routledge, 2016. - XIV, 182 p.
ISBN 13: 978-0-415-78707-9 (pbk)ISBN 13: 978-1-138-79307-1 (hbk)
წიგნი წარმოადგენს კიბერ ომის მულტიდისციპლინურ ანალიზს, წამყვანი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულს.
კიბერ ომი, სახელმწიფოთშორისი კიბერ აგრესია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერული ქსელური შეტევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ესტონეთში (2007 წ.), საქართველოში (2008 წ.) და ირანში (2010 წ.). ომის წარმოების ამ მეთოდს აქვს ისეთივე გამანადგურებელი ძალა, როგორც პირობითად შეიარაღებულ კონფლიქტს. ამჟამად, ყველა სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს კიბერ-თავდაცვის პროგრამა, ხოლო 120 სახელმწიფოზე მეტს კიბერ-შეტევის.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 06/02/2018 - 13:00.
An Introduction to Physical Geography and the Environment: Fourth Edition / Ed.: J. Holden. - London - New York: Pearson, 2017. - XXV, 810 p.
ISBN: 978-1-292-08357-5 (print)ISBN: 978-1-292-08361-2 (PDF)
ISBN: 978-1-292-13457-4 (ePub)
ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს შესახებ შექმნილი პოპულარული სახელმძღვანელო, მკითხველს აწვდის ინფორმაციას ფიზიკური გეოგრაფიის მთავარი საკითხების შესახებ. ფოკუსირება ხდება პროცესებს, ადგილებსა და გარემოს შორის არსებული კავშირების განხილვასა და იმის დემონსტრირებაზე თუ როგორ „მუშაობს“ ფიზიკური გარემო.
წიგნში, თავების სახით, შემდეგი საკითხებია გადმოცემული:
- ფიზიკური გეოგრაფიის როლი;
- კონტინენტები და ოკეანეები;
- წარსული, ახლანდელი და მომავალი კლიმატი;
- ბიოგეოგრაფია და ეკოლოგია;
- გეომორფოლოგია და ჰიდროლოგია;
- მონიტორინგი და მენეჯმენტი.
ნაშრომის მეოთხე გამოცემა მოიცავს უახლოეს კვლევებს. მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა სივრცე პლანეტაზე და უზრუნველგვყვეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძიებული, მდიდარი ინფორმაციით.
წიგნი გამდიდრებულია სქემებითა და ფერადი ილუსტრაციებით.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 06/02/2018 - 12:55.
Warwick, Kevin. Artificial Intelligence: The Basics. - London - New York: Routledge, 2012. - VIII, 183 p.
ISBN: 978-0-415-56482-3 (hbk)ISBN: 978-0-415-56483-0 (pbk)
ISBN: 978-0-203-80287-8 (ebk)
წიგნი გადმოგვცემს ხელოვნული ინტელექტის მნიშვნელობას, სწრაფად ცვალებად თანამედროვე სამყაროში. ნაშრომის ავტორი, Kevin Warwick განიხილავს, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი ან მანქანა და ყურადღებას ამახვილებს რობოტოტექნიკის უპირატესობებზე.
ზოგადად, ნაშრომში შემდეგი საკითხებია განხილული:
- როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ინტელექტი;
- შეუძლიათ მანქანებს „ფიქრი“?
- სენსორული მეხსიერება მანქანულ სისტემებში;
- შემეცნების ბუნება და სხვა.
წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი მკითხველისთვის ვინც დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტის საკითხით.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 06/02/2018 - 12:49.
Poon, Jessie. International Trade / J. Poon, D. L. Rigby. - London - New York: Routledge, 2017. - 198 p.
ISBN: 978-1-138-82438-6 (hbk)ISBN: 978-1-138-82439-3 (pbk)
ISBN: 978-1-315-74068-3 (ebk)
წიგნში განხილულია, თუ რა გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე ვაჭრობა, გლობალური მასშტაბით. რამდენად მნიშვნელოვანია სამომხმარებლო საქონლის მრავალფეროვნება; როგორ არის განაწილებული გაწეული შრომისგან მიღებული ხარჯები ან სარგებელი მსოფლიო მასშტაბით. რამდენად მჭიდრო კავშირშია ეკონომიკური ზრდა და განვითარება ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლასთან.
ნაშრომში ასევე გადმოცემულია საერთაშორისო ვაჭრობის ირგვლივ გამართული თანამედროვე დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს მოძებნოს კავშირები ეროვნულ პოლიტიკურ ეკონომიკებს შორის, გლობალურად ინტეგრირებულ სამყაროში.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 06/02/2018 - 12:34.Post-Soviet Women: From the Baltic to Central Asia / Ed.: M. Buckley. - Cambridge: Cambridge University Press, 2002. - XVII, 316 p.
ISBN 0 521 56320 8 hardback
ISBN 0 521 56530 8 paperback
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/01/2018 - 15:05.Nivaldo J. Tro. Chemistry: A Molecular Approach : Fourth Edition : Global Edition. – London : Pearson, 2017
ISBN-10: 12-92-15238-9
ISBN-13: 978-1-2-9215238-7
ქიმიის მოლეკულური ათვისების უნარი აძლიერებს სტუდენტთა უნარ-ჩვევებს მონაცემთა ინტერპრეტაციასა და ანალიზის მხრივ. რაოდენობრივი მსჯელობის დროს შესაძლებელი ხდება კონცეპტუალური პრობლემის გადაწყვეტა.
წიგნი ქმნის ვიზუალურად მრავალმხრივ დატვირთული, მოლეკულური ქიმიის ილუსტრაციების ერთობლიობას. სტუდენტები ეცნობიან მაკროსკოპური, ატომებისა და მოლეკულების სიმბოლოებს, სადაც იქმნება სამყაროს მოლეკულური აგებულების ფორმულები. აქ პრობლემა გადაჭრილია გაძლიერებული ციფრული, ინტერაქტიული მუშაობის მაგალითებზე.
ყურაღება გამახვილებულია ქიმიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/01/2018 - 15:01.Fundamentals of General, Organic and Biological Chemistry : Eighth edition in SI Units : Global Edition / John McMurry; David S. Ballantine; Carl A. Hoeger; Virginia E. Peterson. - Boston-New York- San Francisco: Pearson, 2017. – 976 p.
ISBN 13: 9781292123462
ISBN 10: 129212346X
წიგნი განიხილავს ქიმიის თანამედროვე, მოქნილ მიდგომას საკლასო ოთახებისათვის
წარმოდგენილია აქტიური სწავლება კონკრეტულ მაგალითებზე. განხილულია მიმდინარე სწავლებისა და კვლევის შედეგებზე ორიენტირებული ციფრული ინოვაციები, რომლებიც მიმართულია სტუდენტების გამოცდილების გაზრდისათვის.
ზოგადი, ორგანული და ბიოლოგიური ქიმიის საფუძვლები, საუკეთესო არჩევანია მედიცინის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მიმდინარე გამოცემა, ქიმიის უფრო აქტიური პრობლემებზეა ორიენტირებული, ყოველი თავი მოიცავს ქიმიის ელემენტარულ ექსპერიმენტების ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთიერებებით,
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
