Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Irakli-ის ბლოგი

Palgrave-ის ჟურნალებისა და წიგნების მონაცემთა ბაზების უფასო გამოცდა

fw-bottom
ძვირფასო კოლეგებო და მომხმარებლებო!

ჩვენი ბიბლიოთეკა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ და შეისწავლოთ საცდელი ვადით უფასოდ ჩართული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები:
ცნობილი გამომცემლის Palgrave-ის ელექტრონული წიგნების (2013 წლის გამოცემების), ლექსიკონებისა და ჟურნალების სრული პაკეტი (იხ. ბმულები).

აქტიურად გამოიყენეთ აღნიშნული ბაზები, რადგან გამოცდის პერიოდში მათზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.

უკვე შესაძლებელია Nature Publishing Group–ის ინტერნეტ ჟურნალების მონაცემთა ბაზებით სარგებლობა

Nature_header

30 ივნისამდე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომხმარებელისთვის (უფასო საცდელი პროგრამის ფარგლებში) შესაძლებელია Nature Publishing Group–ის კატალოგში არსებული ათეულობით სამეცნიერო, კვლევითი და მიმოხილვითი ჟურნალებით სარგებლობა. გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული ჟურნალის მოკლე ისტორიას და საქმიანობის აღწერას:

Nature Publishing Group (NPG) – ავტორიტეტული ბეჭდური და ინტერნეტ გამომცემელობაა, რომელსაც მსოფლიოს დიდ ქალაქებში (ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, პარიზი, ჰონგ–კონგი, დელი, ტოკიო და ა.შ.) აქვს წარმომადგენლობები და ათეულ მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ის აქვეყნებს სხვადასხვა ჟურნალს, გააჩნია ონლაინ მონაცემთა ბაზები და მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, გამოყენებითი მეცნიერებები და კლინიკური მედიცინა.

სლოვაკეთის მთავრობა-სტიპენდიები

სლოვაკეთის მთავრობა-სტიპენდიები -

 სლოვაკეთის მთავრობა მობილობის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფს სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დანართი და ეწვიოთ ვებ-გვერდს www.scholarships.sk აღნიშნულ სტიპენდიაზე ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.სლოვაკეთის ეროვნული... 

[განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]

ამერიკელი ინვესტორები საქართველოს ბიოტექნოლოგიური მიღწევებით დაინტერესდნენ

8-13 მარტს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ამერიკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილული იყო ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს და ინოვატორებს შორის პროექტების განხორციელების ინტენსიობის გაზრდის შესაძლებლობა, პროექტების ამერიკულ ბაზარზე კომერციალიზაციის საკითხი. მათ შორის, პერსპექტიული გამოყენებითი კვლევების წარმოების პროცესში საქართველოს ჩართულობა და ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობა ქართული სტარტაპ კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში.

გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი: კვლევების განვითარება საქართველოში

12 მარტს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა Elsevier-ის, განათლების სამინისტროსა და განათლების სამინისტროს სსიპ-ის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი: კვლევების განვითარება საქართველოში.

აღნიშნულ ღონისძებაში მონაწილეობდა 150 წარმომადგენელი: საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, კვლევითი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და  Elsevier-ის კონსორციუმში გაერთიანებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები.

მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი

1425971943

12 მარტს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი გაიმართება

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გამომცემლობა Elsevier BV გაცნობებთ, რომ ა.წ. 12 მარტს ქ. თბილისში გაიმართება მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი.


პროგრამა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა

DSC_4246
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა -

19.02.2015

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ  შეიმუშავა, 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ახალი სქემა წარუდგინა.

2014 წლის "მეცნიერების დღეების" მოგონება (აუდიო)

653d6621-72bd-4124-a8e1-11737d76a406

როგორც ჩვენმა მკითხველებმა და მეგობრებმა იცით, 2015 წლის ნოემბერში ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ჩაატარა "მეცნიერების დღეები". სამი დღის განმავლობაში ბიბლიოთეკაში ჩატარდა რამდენიემა ძალიან საინტერესო შეხვედრა, ლექცია, გამოფენა თუ პრეზენტაცია.

მათ შორის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზენტაციამ ვახტანგ მეექვსის სამეცნიერო საქმიანობაზე.

რადიო1-ს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ლილი ჭანიშვილმა, 6 რადიო-რეპორტაჟი მიუძღვნა ამ შეხვედრას გადაცემაში "აქცენტები ისტორიაში".

რომლებიც შეგიძლიათ მოისმინოთ რადიო1-ის საიტზე:

ინფოარხების ცნობების შეკრება