Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Irakli-ის ბლოგი

რადიოგადაცემა "ისევ განათლების საკითხებზე". ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საქმიანობა

 logo 

რადიო1 8 თებერვალი 2014

სტუმარი: ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

წამყვანი: ნინო დათუკიშვილი.

http://radio1.ge/media-view/14748

გარდაიცვალა აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე

jumber-lominadze-140px
გარდაიცვალა ჯუმბერ ლომინაძე – გამოჩენილი ქართველი ასტროფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრი.

მხარდაჭერის წერილი ამერიკელი კოლეგისაგან

Albright_Kendra

ძალიან თბილი წერილი მივიღეთ ჩვენი ამერიკელი კოლეგისაგან, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა თბილისში და რამდენჯერმე ეწვია ბიბლიოთეკას.

ვაქვეყნებთ წერილის ქართულ თარგმანს (შემოკლებით) და ინგლისურ ფაილს.

ირაკლი ღარიბაშვილი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი


ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,


სიამოვნებით გწერთ ამ წერილს და გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიმართ. თბილისში მოღვაწეობის პერიოდში,  როგორც საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებათა პროფესორი, GIPA-სთან  ერთად მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან. მოწვეული პროფესორის სტატუსით ვმუშაობდი მაგისტრანტებთან, რომლებიც საჭირო მასალას მხოლოდ თქვენი ბიბლიოთეკის საშუალებით იღებდნენ. თქვენს ბიბლიოთეკაში,  განსხვავებით სხვა ბიბლიოთეკებისაგან, თავმოყრილია უამრავი ფართოდ გამოყენებადი კოლექცია.  განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი და თქვენი თანამშრომლების მომსახურების მაღალი დონე.

92 წლის ასაკში ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

1CHABUA1
92 წლის ასაკში ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე ჩააბარა, რომელსაც 1928 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1929 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას, საიდანაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადადის.
ჭაბუა ამირეჯიბი მოთხრობებს ბავშვობიდან წერდა. პატიმრობის შემდეგ, 1960 წელს ჟურნალ "მნათობში“ მისი პირველი მოთხრობა – “რატომ არ დამაცადე” დაიბეჭდა. მწერლის ნაწარმოებებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული „დათა თუთაშხიამ“ მოიტანა.

კონკურსი ერასმუს მუნდუსის (EMBER) გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად!

კონკურსი ერასმუს მუნდუსის (EMBER) გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად!

1. თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერასმუს მუნდუსის გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად EMBER პროექტის ფარგლებში. 

საქართველოს ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ოფისის საგრანტო პროგრამა

საქართველოს ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ოფისის საგრანტო პროგრამა -

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (GRDF), დაინტერესებულ ორგანიზაციებს იწვევს ტექნოლოგიიის კომერციალიზაციის ოფისის საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ფინანსდება DTRA –ს მიერ, ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში

ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში

DSC_9059
ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებს შეხვდა და ის სიახლეები გააცნო, რომელიც სამინისტრომ სასწავლო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.მინისტრმა მათ ისტ მასწავლებელთათვის გამოცხადებული ბლოგების კონკურსის თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ასეთი კონკურსი წელს პირველად ტარდება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება.

პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის რეგისტრაცია იწყება

anonsi
პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის რეგისტრაცია იწყება -

პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, რეგისტრაციას აცხადებს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში.

ინფოარხების ცნობების შეკრება