Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Irakli-ის ბლოგი

სწავლა ციფრულ ეპოქაში (ვიდეო-პრეზენტაციები, ინგლისურ ენაზე)


ტრადიციული სასწავლო გარემო ყველასათვის კარგადაა ცნობილი: ლექტორი/მასწავლებელი, დაფა, პროექტორი, სტუდენტი, გამოცდები, ... თუნდაც ონლაინ-ლექცია ან ტესტები, მაგრამ როგორ განვითარდება სწავლების მეთოდები და ფორმები ტექნოლოგიის შემდგომი განვითარების შედეგად?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ სსიპ–ია

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2013 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

       
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რ­ველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საი­დენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  2013 წლის 15 სექტემბრამდე გარ­დაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პი­რად ‑ ივა­ნე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემი­ური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირი­თა­დი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითა­დი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” 2013 წლის პირველი ეტ...

”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” 2013 წლის პირველი ეტ... -

”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” 2013 წლის პირველი ეტაპის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 65 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

ქართველოლოგია -1 პროექტი
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები-13 პროექტი
საინჟინრო მეცნიერებები, /მაღალტექნოლოგიური მასალები- 4 პროექტი
საინფორმაციო ტექნოლოგიები, /ტელეკომუნიკაციები-2 პროექტი
მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა- 5 პროექტი
ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები- 6 პროექტი
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები-15 პროექტი
სამედიცინო მეცნიერებები-9 პროექტი
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო-5 პროექტი
აგრარული მეცნიერებები-5 პროექტი

IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკა

IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკა -

საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია IFLA -ს პრეზიდენტმა - ინგრიდ პარენტმა წარადგინა IFLA -ს ციფრული ბიბლიოთეკა ( library.ifla.org ), სადაც განთავსებულია IFLA -ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ინფორმაციული კონგრესის (WLIC) მასალები და მომავალში განთავსდება IFLA- სხვა პუბლიკაციებიც.

სასამართლო სტატისტიკა 2007-2013

სასამართლო სტატისტიკა 2007-2013 -

temida

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ- ერთ ყველაზე მთავარ პირობას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება წარმოადგენს.  2012 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მიუკერძოებელი სასამართლო  სისტემის ჩამოყალიბება იქნა დასახული. სასამართლოების დამოუკიდებლობის განვითარების ტენდენციების  შეფასებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია  სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.

2013 წლის ერთობლივი კონკურსი

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ 2013 წლის ერთობლივი კონკურსი

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში აცხადებენ 2013 წლის ერთობლივ კონკურსს.

კონკურსის მიზანია, გააღვივოს ინტერესი ტექნოლოგიური მეწარმეობისადმი და ხელი შეუწყოს ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იდეის წარმოდგენას ბაზარზე, მოახდინოს ყველაზე პერსპექტიული ახალი ტექნოლოგიების გამოვლენა და მხარდაჭერა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი გრანტი

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრა... -

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანია: ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.

ფონდის მხრიდან თითოეული გამარჯვებული ერთობლივი კვლევითი პროექტის მონაწილე ქართული ჯგუფისათვის, ყოველწლიურად, გამოიყოფა არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო (შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში),

„ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსი

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სა... -

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი აცხადებენ „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსს პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში

კონკურსის მიზანია: აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოს (შემდგომში -DTRA) ინტერესის სფეროში შემავალ და ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან დისციპლინებში მაღალი ხარისხის, ინოვაციური ბიოლოგიური კვლევის ხელშეწყობა და მდგრადი ქართულ-ამერიკული სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარება.

ინფოარხების ცნობების შეკრება