Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Irakli-ის ბლოგი

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა -
DSC_1019
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ენერგეტიკული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია–გამოფენას დაესწრნენ

თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხები

????

2013 წლის 2 მაისს IDFI-იმ ქალაქ თბილის მერიიდან მიიღო დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გადარიცხული თანხების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ინსტიტუტი ცდილობდა წინა წლებშიც, თუმცა თბილისის მერია თავს არიდებდა დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან და აღნიშნული მოთხოვნის პასუხად ინსტიტუტს ამისამართებდა საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე, საიდანაც შეუძლებელი იყო სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან ათვისებულია  4 734 342 ლარი. აღნიშნული თანხიდან თბილისის მერის მიერ გამოცემული განკარგულებებით 96720 ლარით დაფარულია 2011 წელს სხვადასხვა მოქალაქეებისთვის ფინანსურ დახმარებებზე დარჩენილი ვალდებულებები. დანარჩენი თანხის (4 637 622 ლარი), რომელიც დაიხარჯა უშუალოდ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, უდიდესი ნაწილი 85% (3 927 945 ლარი)  გახარჯულია 2012 წლის ოქტომბრის თვემდე. განსაკუთრებით გამორჩეულია 2012 წლის აგვისტოს თვე, რომლის განმავლობაშიც სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულმა თანხებმა 1 395 338 ლარი შეადგინა. 

დანიის ბიბლიოთეკები – ვიდეო-ტური – ახალი იდეები

ინტერნეტ-სემინარი (Webinar) გამომცემლობა ოქსფორდის სერვისების შესახებ

logo

2013 წლის 5 ივლისს 14 საათზე ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ტრეინინგ მენეჯერი, მარკ თერნერი, ჩაატარებს ინტერნეტ-სემინარს (Webinar) გამომცემლობა ოქსფორდის ონლაინ-სერვისების შესახებ. სემინარის ხანგრძლივობაა 40 წუთი. მსურველებს შეუძლიათ  გაიარონ რეგისტრაცია ამ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე:

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას ახალი პრეზიდენტი და გამგეობა ჰყავს

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის არჩევნები გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარედ და ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსი რუსუდან ასათიანი.

ჩვენი ბიბლიოთეკიდან ასოციაციის გამგეობაში შევიდნენ:

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიბლიოთეკის დირექტორი,

თამარ ხახუტაშვილი – ინფორმატიკის განყოფილების გამგე,

ციცო ქველიძე – ხარისხის მართვის, საბიბლიოთეკო მეთოდიკის და სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელი.


თსუ აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად,

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა 2013 წლის 12 ივნისს. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 28 ივნისს 10:00 საათიდან, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ოთახი №114. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 12 ივლისი 18:00 საათი.

აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრა 2013 წლის 16 აგვისტო.

სამართლიანია თუ არა 112-ის ტარიფები?

სამართლიანია თუ არა 112-ის ტარიფები? -

1112

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“ -ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 1 იანვრიდან ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტს ხარჯავს საკუთარი ანგარიშიდან ყოველთვიურად გადაიხდის 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირი 0.5 ლარს. IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად შეესაბამებოდა გაურკვეველი ეკონომიკური გათვლებით დადგენილი ტარიფებით მიღებული წლიური შემოსავალი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112“-ის ფუნქციონირებისათვის რეალურად საჭირო თანხებს.

ნორვეგიელი ინკლუზიური განათლების ექსპერტები სამუშაო შეხვედრებს მართავენ

DSC_2790
ნორვეგიელი ინკლუზიური განათლების ექსპერტები სამუშაო შეხვედრებს მართავენ -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ნორვეგიელი არქიტექტორი და ინკლუზიური განათლების ექსპერტები 3-7 ივნისს დარგის ქართველი სპეციალისტებისათვის სემინარს მართავენ.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]
ინფოარხების ცნობების შეკრება