Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

ეროვნულ უმცირესობათათვის მშობლიური ენის სწავლების საკითხი განიხილეს

DSC_1480

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით, „საქართველოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სწავლების მდგომარეობის“ თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5538

კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში

12324561

ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნადი პროფესიების პროგრამულ დახვეწა/განვითარებას და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. სახელმწიფო კოლეჯებში ამოქმედდა უახლესი ტექნოლოგიური ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები. მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კი, საშუალება აქვს მიიღოს უფასო განათლება, დაეუფლოს პროფესიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დასაქმდეს.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5535

სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით სპეციალისტებმა იმსჯელეს

23333საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ყველა დაინტერესებული პირი. შეხვედრის მიზანი იყო ყველა მხარეს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5532

100%-ით სწავლის დაფინანსება სტირლინგის უნივერსიტეტში

100%-ით სწავლის დაფინანსება სტირლინგის უნივერსიტეტში, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი
ELL და INTO Stirling სასტიპენდიო კონკურსი
საგანმანათლებლო სააგენტო "ი ელ ელ" (ELL) და University of Stirling, UK აცხადებენ სასტიპენდიო კონკურს. კონკურსში გამარჯვებულის სწავლა დაფინანსდება 100%-ით - 12,495 ფუნტით, სტირლინგის უნივერსიტეტში წინა საბაკალავრო პროგრამაზე, ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის და მარკეტინგის განხრით (Foundation programme in Business, Finance, Economics and Marketing), რისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე.
კონკურში მონაწილეობა შეუძლია: მაღალი აკადემიური მოსწრების საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს; საშუალო სკოლა დამთავრებულებს და უმაღლესი სასწავლებლების პირველი კურსის სტუდენტებს.
ვრცლად: http://www.jobs.ge/86856/

სპეციალური სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

DSC_9795

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რიგ დოკუმენტებში (მასწავლებლის შეფასების წესი; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი; მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების   მინიჭების წესი) კომისიის წევრებმა უკვე შეიტანეს ცვლილებები.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5521

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადება

ქართველ მეცნიერთა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებსა“ ან სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

(სამეცნიერო სფეროები :  კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა)

2015-01-20 განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ „ფინანსური მხარდაჭერის აუცილებელი პირობაა ღონისძიებაზე მოხსენების წარმოდგენა. უპირატესობა მიენიჭებათ ზეპირ მომხსენებლებს“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე მოხსენების წარმოდგენა სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

eqe
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.
2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყება  23 იანვარს და 5 თებერვლის 18:30 საათამდე გაგრძელდება.

დაწვრილებით:   http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5518



მინისტრების შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან

DSC_9128

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების  ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5519
ინფოარხების ცნობების შეკრება