Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

DSC_8751

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები განიხილეს.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5517

ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ „საშუამავლო ღონისძიებებსა“ ან სამეცნიერო კონფერენც...

ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებსა“ ან სამეცნიერო კონფერენციებში (სამეცნიერო სფეროები : კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მეცნიერებს შორის თანამშრომლობას, კერძოდ, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს სახელმწიფო კომისია დაადგენს

DSC_9008

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს შეიმუშავებს.

კომისია დღეიდან მუშაობას შეუდგა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრი თამარ სანიკიძე შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო კომისიის მუშაობის საორგანიზაციო საკითხები.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5513

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურ...

გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 20 იანვრიდან 30 იანვრის  18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა

1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა 2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი წარმოადგინა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი განვითარების და დახვეწის მიზნით, უკვე გადამუშავდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) საგნობრივი სტანდარტები და პროგრამები და განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: გამარტივდა ტერმინოლოგია; გამარტივდა დოკუმენტის ენა; განიტვირთა საგნობრივი სასწავლო პროგრამები შინაარსობრივად; დაწესდა საფეხურების ბოლოს მისაღწევი შედეგები; შემცირდა კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და ინდიკატორების რაოდენობა; დაკონკრეტდა საკითხები და შეთავაზებულია მეტი პრაქტიკული რჩევა (როგორც შინაარსობრივი, ასევე მასწავლებლის სარეკომენდაციო აქტივობების თვალსაზრისით); გაძლიერდა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება; შეიცვალა საათობრივი ბადე.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5512

მემორანდუმი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან

rasras%20-%20Copy
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ და გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, პროფესიული სწავლების, განსაკუთრებით კი, პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების ობიექტური და ადეკვატური შეფასებისთვის.
მხარეთა თანამშრომლობა აამაღლებს საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.
სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსიდან მოხსნილი პროექტების შესახებ

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში საკონკურსოდ დარეგისტრირდა 376 პროექტი. კონკურსის წესებთან შეუსაბამობის გამო   ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 16 პროექტი.

იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება

წყარო: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

პრიორიტეტული მიმართულებების თანამედროვე სასწავლო კორპუსი

DSC_8536

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5509

ინფოარხების ცნობების შეკრება