Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

„ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკ...

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში „ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“ წარმოდგენილი იქნა ერთი საპროექტო განაცხადი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ.

ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში

DSC_8748
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ორდღიანი ფორუმი გაიმართა თემაზე: ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ახალი მედია-საშუალებებით. ფორუმი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან  ნატრიაშვილმა გახსნა.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრების წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მომზადებული სერტიფიცირებული ტრენერები და ელექტრონული სწავლების სპეციალისტები. მონაწილეებმა საკუთარი პროგრამები და მათ ორგანიზაციებში ელექტრონული სწავლების განვითარების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს პრობლემებზე და მონაწილეობა მიიღეს ძირითადი თემის გარშემო წარმართულ დისკუსიებში.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

განცხადება

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსში გამარჯვებულების  მიერ ფონდში დოკუმენტაციის შემოტანის ვადა გაგრძელდა.


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შერჩეული სამი მეცნიერის მონაწილეობა ევროპულ კონფერენციებში

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს (FP7)-ის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი (IncoNet EaP)“.

აღნიშნული პროექტის ამოცანებით გათვალისწინებულია ქართველი მეცნიერთა დაფინანსება ორი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად: 1. „ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებსა“ და სამეცნიერო კონფერენციებში; 2. „სტრატეგიული ენერგოტექნოლოგიის გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია SET Plan Conference (ვიზიტით იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტოს (ENEA) კასაჩიას კვლევით ცენტრში)“.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას; დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

NDI აცხადებს მიღებას ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაზე.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 3 ნოემბერი, 2014 წ.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.

დეტალურად:; http://www.jobs.ge/82621/

განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

DSC_8398
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მინისტრებმა თამარ სანიკიძემ და თეა წულუკიანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის  მემორანდუმის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციართა, მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნებისათვის პროფესიული მომზადების პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს მინი გრანტების პროგრამას

სააგენტო აღიარებს, რომ ბევრი ინდივიდუალური ინოვატორის, კომპანიების და მკვლევარებისთვის რთულია განახორციელონ მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები, რომლებიც ტექნოლოგიის განვითარების ციკლის და კვლევების შედეგების კომერციულ პროდუქტად გადაქცევის მაღალ ღირებულებასთანაა დაკავშირებული. მინი გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

აპლიკანტების მიერ დაფინანსებისთვის შემოთავაზებული განაცხადები მიზნად უნდა ისახავდეს ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნას და/ან მის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის შემდგომ განვითარებას. პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების ინოვაციას, რომელიც ახალია გლობალური ბაზრისთვის, სექტორის/რეგიონის ან ბაზრის სეგმენტისთვის.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ინფოარხების ცნობების შეკრება