Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვა განიხილება

DSC_7409
თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის პერსპექტივები განიხილება. აღნიშნულ საკითხზე იტალიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო დირექტორ ლუჩიანო ბერტოჩისთან შეხვედრაზე იმსჯელეს.

ლეონარდო და ვინჩი 2014 იწყება

1412670409

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს. საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრეს.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.gewww.rustaveli.org.ge 8 ოქტომბრიდან შეეძლებათ. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების, როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 13 ნოემბერს დასრულდება.
ვრცლად შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდა იგეგმება

DSC_6985(1)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრნენ. მასში მონაწილეობას მიიღეს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა, იტალიის პრეზიდენტმა, ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ათამდე ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა, UNESCO-ს, CERN-ის გენერალურმა დირექტორებმა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა.

სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იუნესკოს გენერალურ მდივანთან ირინა ბოკოვასთან და ცერნის ბირთვული კვლევების ხელმძღვანელობასთან, რომელზეც  ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის პერსპექტივები განიხილება. შედგება მოლაპარაკება ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდაზე. განსაკუთრებული ყურადღება თეორიული ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებს მიექცევა.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

საზეიმო მიღება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

IMG_05334

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს  საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ლია გიგაურმა კომპიუტერული ლაბორატორია გახსნა, რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს და განათლების ექსპერტებს კოლაბორაციულ, ისტ-ით გამდიდრებულ სამუშაო სივრცეს სთავაზობს.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც 2014-2015 სასწავლო წელს არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე და 2015 წლის პირველი მაისისათვის არ შესრულებია 20 წელი. კონკურსში განაცხადების შემოტანა შეიძლება ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მემორანდუმი ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის

DSC_6496
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალურ სამინისტროს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰანსპეტერ ჰუბერმა მოაწერეს.  

მემორანდუმის თანახმად, მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილებისა გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს როგორც პილიტიკურ, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ისთან (იაპონია) თანამშრომლობა იწყება

DSC_2711
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი იოშიტაკა კუნო და იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) წარომადგენლები. იაპონელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და „განათლების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო)“ პროგრამის წარმომადგენლებმა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ განათლების საერთაშორისო ცენტრსა (საქართველო) და მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება

IMG_4803%20A

თბილისში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN)ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები განათლებისა  და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნერლოვან საკითხთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა ცერნში (CERN) საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ოფიციალურ განაცხადს წარადგენს ცერნში (CERN) და დაიწყება პროცესი. პარლელურად, არაერთი ცერნის (CERN) წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და საქართველოდანაც ბევრი მეცნიერი ეწვევა ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრს.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

ინფოარხების ცნობების შეკრება