Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

შვეიცარიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2015-2016 აკადემიური სასწავლო წლისათვის

შვეიცარიის მთავრობამ 2015-2016 წლისათვის უცხოელი მკვლევრებისთვის გამოაცხადა შემდეგი სასტიპენდიო პროგრამები:

სადოქტორო პროგრამა
პროგრამა პოსტსადოქტორო მკვლევრებისთვის
პროგრამა მკვლევრებისთვის

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად შემდეგ საფოსტო მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ნოემბრის 14.00 საათი

სტიპენდიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02175/02245/index.html?lang=en

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

DSC_9357

ჩემი ოცნება და უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამაში მნიშვნელოვანია თქვენი, ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური სტუდენტების როლი,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა და შეხვედრა გამართა სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან. მან განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები ახალგაზრდებს პირადად გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

1410422270

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში“ განახორციელა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტმა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები (სულ 30).

ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

სიახლეები ზოგად განათლებაში

DSC_6306
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ზოგადი განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს საფუძვლად უდევს სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოები, კვლევების შედეგები და კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განათლების ექსპერტებთან, რის შედეგადაც, 2014 წელს შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა:

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5307

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ საგანმანათლებლო კონკურსს აცხადებენ

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსი.

საგრანტო კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორქნტებსა და მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მოიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...



პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორციელდება

DSC_5769

მასწავლებლის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო მიღებაზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი პროგრამის მონაწილეებსა და მათ საქმიანობაზე.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია რეგიონებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და იქ, სადაც მასწავლებლის დეფიციტია, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმება. განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ რეგიონები, სადაც მოზარდები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. არსებული ვითარების პრევენციისა და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა ბოლო წლებში დაიხვეწა და სრულად მოერგო საჭიროებებს.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5304

ქართველი წარმატებული მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში

IMG_2522

ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული რვა საუკეთესო მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს დიდი ბრიტანეთში, საზაფხულო სკოლაში გაივლიან. მოსწავლეები შეირჩნენ ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან საქართველოში’’, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე რამდენიმე წელია ახორციელებს.

ინგლისურენოვანი   საზაფხულო   სკოლების   პროგრამა  წელს გაჯერებულია  არა  მხოლოდ   ინგლისურ   ენაში   აკადემიური    საათებით,     არამედ     არააკადემიური    პროგრამებითაც,    რაც    მოიცავს    როგორც    სპორტულ  აქტივობებს,  ისე   ინტელექტუალურ  თამაშებს, ექსკურსიებს  ისტორიულ თუ   ღირსშესანიშნავ   ადგილებში. მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში ასევე გაეცნობიან იქაურ ტრადიციებსა და კულტურას.

http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5251

სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხარისხი იზრდება

DSC_1067

სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების საკითხებზე, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა სამუშაო  შეხვედრა გაიმართა.

კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს  ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებლებთან ურთიერთობის კუთხით არსებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები გაუზიარეს. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხარისხი და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლი.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან
ინფოარხების ცნობების შეკრება