Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

ტექნოლოგიების მართვის საერთაშორისო კონფერენცია

2014 წლის 1-2 დეკემბერს ირანის რესპუბლიკის კუნძულ ქიშის საერთაშორისო კონფერენციების ცენტრში, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზმის მიმართულებით გაიმართება ტექნოლოგიების მართვის მე-4 საერთაშორისო და მე-8 ეროვნული კონფერენცია, სადაც ყურადღება გამახვილდება მცირე, საშუალო და დიდი კომპანიებისა და ცოდნაზე დამყარებული ორგანიზაციების ქსელის როლზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის კონფერენციის შესახებ იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:www.iramot.ir


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

კოზმინსკის უნივერსიტეტის უფასო სამაგისტრო პროგრამა

კოზმინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში გთავაზობთ ორ უფასო სამაგისტრო პროგრამას, რომლებშიც მხოლოდ საუკეთესო სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.
ადგილების რაოდენობა: 20.
პროგრამები:
1. საერთაშორისო საბანკო საქმე (International Banking) - CITI Bank-თან და KPMG-სთან ასოცირებული პროგრამა, რომლის შედეგადაც საუკეთესო კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სტაჟირება გაიარონ ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციებში და შემდგომ გახდნენ შტატიანი თანამშრომლები.
2. ვირტუალური სივრცის მენეჯმენტი (Virtual Environment Management).

კოზმინსკის უნივერისტეტი დაფუძნებულია პოლონეთში, ვარშავაში, 1993 წელს და სტუდენტებს სთავაზობს საუკეთესო სამაგისტრო პროგრამებს. Financial Times-ის მიხედვით, კოზმინსკის ბიზნეს სკოლა არის 37 ადგილზე ევროპაში და მენეჯმენტის სკოლა - 25 ადგილზე.
დაწვრილებით: http://www.jobs.ge/76773/

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

DSC_5863

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

მასწავლებლის სტანდარტის უპირველესი დანიშნულება მასწავლებელთა საქმიანობის პროცესის მართვა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ის, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალი მასწავლებელი, გაწერილია სტანდარტში. ის უშუალოდ უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5215

5 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

DSC_4049

ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც  2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში ჩატარდება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმითედს (BAT)“, ამერიკული განათლების აზერბაიჯანულ ალუმნი ასოციაციას (AAA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დღეს მოეწერა ხელი.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5200

ზუგდიდელი მოსწავლეები ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსებით ისარგებლებენ

DSC_2883

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები ზუგდიდის ალექსქნდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას გადასცა. დღეს,  უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა გიმნაზიისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5190

მათემატიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის შედეგები

მათემატიკის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი I და II ტურების სააპელაციო განაცხადებს ფონდი მიიღებს 2014 წლის 1 მაისის 15:00 საათამდე.

ბრძანება
სააპელაციო განაცხადის ფორმა

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურები გაიმართება 2014 წლის 3-4 მაისს. მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2 (ფილარმონიის წინ).

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში

tamari%20amertika

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს, სამუშაო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.   

დელეგაციის წევრები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს ევროპისა და ევრაზიული განყოფილების უფროსს ვეს ქერინგტონს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს „განათლება ამერიკაში“ პროგრამის ხელმძღვანელს ჰეიდი აროლას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან

მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

DSC_1722
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები Windows 8 ოპერაციული სისტემის მქონე პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

ქართველი მასწავლებლები: მარეხ ბასილიძე (თბილისის #157 საჯარო სკოლა), რუსუდან გონაშვილი (დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა) და თეა ნონიკაშვილი (გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა) მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შეირჩნენ.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5056

ინფოარხების ცნობების შეკრება