Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

qetevan-ის ბლოგი

სამუშაო შეხვედრა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან

DSC_9012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო USAID-ის მიერ დაგეგმილი ახალი პროგრამის „სამოქალაქო ინიციატივა“ შეფასების სისტემის გაცნობა სამინისტროსთვის.

შეხვედრაზე წარმოდგენილი სისტემის მიხედვით, მომავალში აღნიშნული პროგრამა და ზოგადად საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა შეფასდება. შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო ახალი პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მოსალოდნელ თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5040

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე.
კონკურსის პირველ ეტაპზე ელექტრონული რეგისტრაციის გზით ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მოკლე ვერსია ქართულ ენაზე

ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

სპეცმასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს

DSC_8881

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლაში, სადაც ერთი ან მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს, მიმდინარე სასწავლო წლიდან, ინკლუზიური განათლების ერთი ან რამოდენიმე სპეციალისტი (სპეციალური მასწავლებელი; კოორდინატორი; ფსიქოლოგი) მუშაობს.

იმ მიზნით, რომ სსსმ მოსწავლეებს შევთავაზოთ ინკლუზიური და სპეციალური განათლების ეფექტიანი სწავლება, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ტრენინგებს სახელწოდებით „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების კურსი“. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5038

კომაროვის სკოლაში ფიზიკის ახალი ლაბორატორია გაიხსნა

rerr
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადილემ ლია გიგაურმა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში ფიზიკის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია გახსნა.

სასწავლო  ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ფირმა “PASCO”-ს უახლესი,  თანამედროვე კომპიუტერიზებული ფიზიკური გამზომი ინსტრუმენტებითა და ლაბორატორიული დანადგარებით. მიღებული მოწყობილობების ჩამონათვალში  შედის კომპონენტები, რომელთა საშუალებით 80-ზე მეტი სხვადასხვა სასწავლო ექსპერიმენტული ლაბორატორიული სამუშაოს შესრულება შეიძლება. ლაბორატორიული სამუშაოების დასახელება სრულად მოიცავს ფიზიკის სწავლების სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკას და რამდენადმე აღემატება კიდეც, რაც გათვალისწინებული იყო კომაროვის სკოლის სპეციფიკის შესაბამისად.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5027

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეეებისათვის ახალი კომპიუტერული თამაშები შეიქმნა

DSC_7317

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსების - კომპიუტერული თამაშებისპრეზენტაცია გაიმართა.

სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო მოსწავლეს აძლევდეს ცოდნის დადებით ემოციურ გარემოში მიღების საშუალებას. თამაშით სწავლა პრიორიტეტულია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ სწავლების მეთოდებს შორის. დიდაქტიკური თამაშები უყალიბებს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევებს, პედაგოგს კი აძლევს თითოეულ მოსწავლის სასწავლო საჭიროებებზე მორგების საშუალებას.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5021

წიგნის პრეზენტაცია მასწავლებლის სახლში

DSC_4874
მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი დამხმარე სახელმძღვანელოს, „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა წარუდგინეს.

დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებს სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვან მეთოდოლოგიებს სთავაზობს, რომლებიც პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ არის შემუშავებული. წიგნის ავტორები ქართველი მოქმედი მასწავლებლები არიან და შესაბამისად სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა დღესდღეობით ქართულ სკოლებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5010

„პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” 2014 წლის კონკურსი

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს; მოახდინოს კვლევისა და განათლების პროცესების ჰარმონიზაცია.

კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა, არაუმეტეს 2 წლის ხანგრძლივობის, ერთი პროექტი. თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია კონკურსზე წარმოადგიონოს არაუმეტეს 2 პროექტისა.

ვრცლად: http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=...

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის

DSC_3388
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს 2014 წლის გეგმები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. თამარ სანიკიძემ ასევე ისაუბრა სტრატეგიული გეგმის შესაბამისად უკვე მიმდინარე პროექტებზეც.

მინისტრის განცხადებით,  მიმდინარე წელი განათლების სისტემისთვის კონსოლიდაციის წელი იქნება. 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება განათლების სისტემის ერთიანი სტრატეგია (2014-2024), ეს არის სისტემური ხედვა, რომელიც დამყარებული იქნება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და სიცოცხლის ბოლომდე განათლების უზრუნველყოფის პრინციპებზე.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=5001

ინფოარხების ცნობების შეკრება