Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბლოგები

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი-ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის პოსტსადოქტორო სტიპენდიები

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი-ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის პოსტსადოქტორო სტიპენდიები - პროგრამის აღწერა: ფიზიკის დარგში კვლევების წახალისების მიზნით აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი იწყებს პოსტსადოქტორო სტიპენდიების ახალ პროგრამას კონდენსირებული გარემოსა და სტატისტიკური ფიზიკის მიმართულებით, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: - უწონადობის კვანტური ფიზიკა (out of equilibrium quantum physics);- კვანტური ინფორმაცია და ...

კომპიუტერი დღეში მხოლოდ ერთ ლარად

7 ოქტომბერს 10.30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კორპორაცია "ინტელის" წარმომადგენელთან რობერტ ფოგელთან ერთად გამართავს ბრიფინგს თემაზე "კომპიუტერი ყველასთვის". პროექტი ითვალისწინებს კომპიუტერებისა და ნოუთბუქების ხელმისაწვდომობას. ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება კომპიუტერი დღეში მხოლოდ ერთ ლარად შეიძინოს.

ერასმუს მუნდუსის გარე–თანამშრომლობის ფანჯარა.. გრანტების მოსაპოვებლად

ერასმუს მუნდუსის გარე–თანამშრომლობის ფანჯარა/ლოტი 6/ -კონკურსი დოქტორანტურის შემდგომი (Post Doc.) გრანტების მოსაპოვებლად მეორე სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებისთვის -

პროგრამის აღწერა:ერასმუს მუნდუსის გარე–თანამშრომლობის ფანჯარა/ლოტი 6/აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის შემდგომი (Post Doc.)მობილობის გრანტების მოსაპოვებლადმეორე სამიზნე ჯგუფი(საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მკვლევარები)1 სტიპენდია რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)მობილობის დასაწყისი 01/01/2011 (პროგრამის...

[განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]

თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ოცი ახალგაზრდა უფასოდ ისწავლის

Universitetshi2

05.10.2010
2010 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" ახორციელებენ.

პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდობისთვის. 

პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 20 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. 

ოქსფორდის უნივერსიტეტი-ვაიდენფილდის სტიპენდიებისა და ლიდერშიფის პროგრამა

ოქსფორდის უნივერსიტეტი-ვაიდენფილდის სტიპენდიებისა და ლიდერშიფის პროგრამა - პროგრამის აღწერა:ვაიდენფილდის სტიპენდიებისა და ლიდერშიფის პროგრამა (დიდი ბრიტანეთი) სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტ

კონკურსი ”გახდი ავიატორი”

aviatori777777777777777777

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით  ახალ კონკურს ”გახდი ავიატორი” იწყებს.

კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართვა.

საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება

germaniis%20elchi%20chventan3

01.10.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა  ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ელჩმა ვერნერ ვნენდტმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

სამინისტროში დღეს გამართულ  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას  შორის 2009 წლიდან მოქმედებს ტვინინგის პროექტი - ,,საქართველოში  ბოლოონიის  პროცესის ამოცანების  განსახორციელებლად  შესაძლებლობების  გაძლიერება’’, რაც  მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში.

ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს

dedamicis%20shemscavleli

29.09.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე  ,,დედამიწის  შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს” ეწვივნენ და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა GMSYS 2009 დაათვალიერეს.

ქართველი გეოფიზიკოსების მიერ შექმნილი ხელსაწყო სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება და მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სეისმოლოგიურ დაკვირვებებში, ასევე გეოფიზიკის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშიც. უცხოური ანალოგებისგან ის უფრო მაღალი თავსებადობით, მოქნილობით, დაბალი ღირებულებითა და მოდერნიზების შესაძლებლობით გამოირჩევა.

ინფოარხების ცნობების შეკრება