Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბლოგები

ახალი გამოცემები

7d63a7b67794

ხალხური პოეზიის ანთოლოგია / შემდგ. ზ. კიკნაძე, ტ. მახაური. გარეკანზე გამოყენებულია მხატვ. თ. მირზაშვილის ნამუშევრები. – თბ.: მემკვიდრეობა, 2010. – 352 გვ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველკვირეული კინოჩვენებები მოეწყობა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველკვირეული კინოჩვენებები მოეწყობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კინოს მოყვარულებს სთავაზობს ყოველკვირეულ კინოჩვენებებს ახლადგახსნილ აუდიტორიაში. პროექტი 2010 წლის 7 ოქტომბერს დაიწყება.

კინოხელოვნების ნიმუშებს განიხილავენ ცნობილი კრიტიკოსები. ჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება ჩაერთოს ფილმის შესახებ დისკუსიაში. კინოსეანსი  გაიმართება კვირაში ერთხელ.

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები კარგ გარემოში ისწავლიან

me-200%20skolashi-24.09.10

გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში  გადაიყვანეს. მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა.

პროფესიული სტუდენტები პრაქტიკებს ადგილობრივ საწარმოში გაივლიან

irina%20gorshi

გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაცია ეწვია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი პერ ეკლუნდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მალხაზ აკიშბაია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი საწარმოს მუშაობას გაეცნენ და თანამშრომლებსა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს  გაესაუბრნენ. 

რძის გადამამუშავებელი საწარმო 4 თვის წინ გორის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა. იგი ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება, ხოლო პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისათვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს.

ახალი გამოცემები

f47f1aa03f28

Provençal P. The Arabic Plant Names of Peter Forsskal’s flora Aegyptiaco-Arabica. – The Royal Danish Academy of Sciences and Letters: Det Kongelige Danske Videnskabernes Selskab, 2010. Biologiske Skrifter 57. – 155 p.

პროვენკალი პ. პიტერ ფოსკალის აღმოჩენილ ეგვიპტურ–არაბულ მცენარეთა ფლორის არაბული სახელწოდებები. – დანია: Det Kongelige Danske Videnskabernes Selskab, 2010. ბიოლოგიის სერია № 57. – 155

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ძევერას 200-მდე მოსწავლე განახლებულ სკოლაში ისწავლის

Dzevera-1
21.09.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით  რეაბილიტირებული, სოფელ ძევერას საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ. 

სოფელ ძევერას საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან  ფუნქციონირებს. რეაბილიტაციამდე შენობა სრულიად ამორტიზირებული იყო.  აღდგენითი სამუშაოების შედეგად სკოლაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, შეიღება კედლები, მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა. ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, სკოლას საკუთარი დენის წყარო აქვს, უახლოეს მომავალში ძევერას სკოლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტიც.

იაპონელი და ქართველი ფიზიკოსები ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ

2010 წლის აპრილში იაპონელი და ქართველი ფიზიკოსების თანამშრომლობის მიზნით, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (”კეკ”-ი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების ჩარჩო-მემორანდუმი გაფორმდა.

მეშვიდე რეგიონული სამიტი და სემინარები უმაღლესი დაწესებულებებისათვის

Image_555554

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

15 სექტემბერს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეშვიდე რეგიონალური აკადემიურ სამიტი თემაზე “პროფესიული განათლება და დასაქმება”.

ინფოარხების ცნობების შეკრება