Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბლოგები

ახალი ელექტრონული პერიოდული გამოცემები ჩვენს ბიბლიოთეკაში

b54613a7e908

Oxford Journals

Philosiphia Mathematica.- 2010.- Vol.18 Issue 2 June

შეიქმნა ბილინგვური სახელმძღვანელოები

პირველად საქართველოში, არაქართველი მოსწავლეებისათვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35% ქართულ ენაზეა.  სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა VII, VIII, X, XI და XII კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ მოსწავლეებს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი

main_logo

2010 წლის 20-21 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” (თავისუფლების მოედანი №4) საზეიმოდ გაიხსნება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მეცნიერების განვითარებას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომოლობის პერსპექტივების დასახვას.

ასევე, საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ჩვენი წარმატებული მეცნიერების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიმღებთა საყურადღებოდ

2010-09-13
გამოქვეყნდა ბრძანება # 21; 09.09.10. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული საგრანტო პროექტების შესრულების შუალედური (კვარტალური) ანგარიშის წარსადგენი განცხადებისა და ამ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ.

იხ. ბრძანების ტექსტი

სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა

Kazbegi%201-%2013.09.10
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახსნა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ისტიტუტი არის კვლევითი ცენტრი, სადაც შექმნილია მუშაობის და კვლევის  თანამედროვე პირობები სხვადასხვა დარგის მეცნირებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო : 2010-2015 წლების სამოქმედო სტრატეგია

სამინისტრომ  2010-2015 წლების სამოქმედო სტრატეგია  შეიმუშავა, ახალ სამოქმედო გეგმას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  პირველად ჟურნალისტებს 12 სექტემბერს 13 საათზე, სასტუმრო-კომპლექს ”ბაზალეთში” გამართულ სემინარზე წარუდგენს. მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან სიახლეებზე, როგორიცაა ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ახალი საგნების სწავლება,  სახელმძღვანელოთა ახალი გრიფირების წესი, ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება, სკოლების ბრენდირება და სხვა.

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი 25381 ათასი  აბიტურიენტი გახდა, მათგან 3276 უმაღლესი პროფესიული პროგრამების.

2085 აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვების შედეგად  გახდა  სტუდენტი – პირველადი ჩარიცხვებით რეგისტრირებული 36 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან სტუდენტი  გახდა 23296.

აკადემიურ მიმართულებებზე სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა  7902 სტუდენტმა  (მათგან 998–მა 100%–იანი გრანტი მოიპოვა).

უმაღლეს პროფესიულ პრიგრამებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 475–მა სტუდენტმა (მათგან 42–მა 100% გრანტი მიიღო).

მიმართულებების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახალი არჩევითი საგანი – ”მსოფლიო კულტურა”

6-9 სექტემბერს ”მსოფლიო კულტურის” სწავლებასთან დაკავშირებით, ტრენინგები დედაქალაქის, სამეგრელოს,  იმერეთის, კახეთისა და ქართლის 14 საპილოტე  სკოლის  პედაგოგებმა გაიარეს. ტრენინგში XI  კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ,  ისინი ”მსოფლიო კულტურას” საპილოტე სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან შეისწავლიან.

ინფოარხების ცნობების შეკრება