Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბლოგები

გამოცდები - 2010 დასრულდა

გამოცდები - 2010 დასრულდა!

წელს პირველად საქართველოში გამოცდები სამი მიმართულებით მიმდინარეობდა - აბიტურიენტების, საერთო სამაგისტრო გამოცდა და  პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები. სამივე მიმართულებით გამოცდებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოცდებზე მათი 97% გავიდა, გამოცდიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა.

მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა

 mishas%20viziti

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ეწვია. პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელს დიმიტრი შაშკინსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე  განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე და სამომავლო  გეგმებზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა მოიწონა სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და ის რეფორმები, რომელიც სისტემაში განხორციელდა.

ოლიმპიელების დაჯილდოვება

საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრების წევრებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.

ორი ვერცხლის,  ორი ბრინჯაოს მედალი და ორი  საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისაგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010, რომელიც  ყაზახეთში  ქ. ასტანაში  2–14 ივლისს გაიმართა.

საზაფხულო სკოლის 36 საუკეთესო მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება

londonshi
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზაფხულო  სკოლის იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის 24 ივლისისთვის გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრებიან.

ინფორმაციის მენეჯერებს სერტიფიკატები გადაეცათ

5 ივლისს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოცდაათამდე სხვადასხვა ბიბლიოთეკის თანამშრომელს "ინფორმაციის მართვის" საზაფხულო სკოლის სერტიფიკატი გადაეცა.

ახალი გამოცემები

rustaveli

შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი (წერეთლისეული XVII-XVIII სს.) / საგამომც. პროექტი „განძი რჩეული“. იდეისა და პროექტის ავტ.: რ. მოსიძე, ბ. მაცაბერიძე; რედ. რ. მოსიძე. (პირველი გამოცემა). – თბ.: ბაკმი, 2010. – 424 გვ.: 55 მინიატურით.
ISBN 978-99940-27-88-0

წიგნი წარმოადგენს გენიალური პოემის, წერეთლისეული ნუსხის XVIII საუკუნეში შესრულებულ ნიმუშს.

აკადემიური სამიტები და ტრენინგები

14-16 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

ახალი გამოცემები

97bc4e98c874

სვანაძე ბ. ვანი. ოქრომრავალი ქვეყანა I. / რედ.: ო. ძაგნიძე, თ. ეფრემიძე. – ვანი: სავანე, 2010. – 504 გვ.: სურ–ით.
ISBN 654-659-876-5-6

წიგნი წარმოადგენს ენციკლოპედიურ-ანთოლოგიური ჟანრის გამოცემას და ეძღვნება თავად ვანსა და ვანელებს. მასში სისტემაშია მოყვანილი ცნობები ვანის წარსულზე – უძველესი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. 

ინფოარხების ცნობების შეკრება