Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღონისძიებები და მოვლენები

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი , 2012 წ.
დასაწყისი: 17:00
დასასრული: 19:00

French Club

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე იქმნება ფრანგული კლუბი, ჩვენი ბიბლიოთეკა საშუალებას გაძლევთ უკეთ გაეცნოთ ფრანგულ ენასა და კულტურას.
 15 ნოემბერს 17:00 საათზე შედგება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და მიიღებთ ინფორმაციას მომავალი ღონისძიებების შესახებ, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ფრანგული კლუბის პრეზენტაციას წარმოგიდგენთ მოხალისე საფრანგეთიდან ფლორიან შონი, რომელიც საქართველოში მუშაობს კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე

დასწრება თავისუფალია

ხუთშაბათი, 22 ნოემბერი , 2012 წ.
დასაწყისი: 19:00
დასასრული: 20:31
373325_370358369722185_542253809_n

ადგილი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 1 სართული, საკონფერენციო დარბაზი. რუკა 

პირველი ლათინური და ქართული ნაბეჭდი წიგნებიდან დღემდე. შრიფტის განვითარების ისტორია და ასოს მოხაზულობის განვითარება. მოხსენების ბოლოს ნაჩვენები იქნება ნაწყვეტი ფილმიდან Helvetica - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული შრიფტის და მისი გამოყენების შესახებ.

პარასკევი, 7 დეკემბერი , 2012 წ.
დასაწყისი: 19:00
დასასრული: 22:00

7 დეკემბერს 19 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „მოგზაურობა აფხაზეთში“. დასწრების მსურველებს საშუალება მოგეცემათ დაათვალიეროთ და გაეცნოთ დღევანდელ აფხაზეთს – ყველა ჩვენთაგანისათვის ნოსტალგიურ და მიუწვდომელ კუთხეს. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის ფილმი  „გაღმა ნაპირი“.

პრეზენტაციას წარმოგვიდგენენ მოხალისეები საფრანგეთიდან და სლოვაკეთიდან ფლორიან შონი და ტომას დურანა. მიმდინარე წლის ნოემბერში, ისინი იმყოფებოდნენ აფხაზეთში, სადაც დააგროვეს უამრავი ფოტომასალა და შთაბეჭდილებები.  მათი კამერა 7 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოსული სტუმრებისათვის საჯაროდ გაიხსნება და ყველა სტუმარი იმოგზაურებს აფხაზეთის ცნობილ და მონატრებულ ქუჩებში.

 

დასწრება თავისუფალია

ინფოარხების ცნობების შეკრება