მიმდინარეობს საიტის განახლება
ბიბლიოთეკის კატალოგი
ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
![]() |
||
საძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაშითქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge |
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდიგამოკითხვა |
ფოტოკონკურსი - „გააცოცხლე ძველი თბილისი“
გამოაქვეყნა Grishashvili-მ : სამ, 23/04/2019 - 16:04.
პროექტის შესახებ: ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ ფოტოკონკურსს. იოსებ გრიშაშვილი იყო არა მხოლოდ პოეტი, არამედ საზოგადო მოღვაწე, ძველი თბილისის დიდი მოამაგე და კოლექციონერი. მის არქივში მრავალ იშვიათ წიგნთან და საინტერესო ნივთთან ერთად, ძველი თბილისის ყოფის ამსახველი არაერთი ფოტო ინახება. ფოტოკონკურსის მიზანია, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს იოსებ გრიშაშვილი, როგორც ძველი თბილისის გულშემატკივარი და ამასთან, ფართო საზოგადოებას გააცნოს მის კოლექციაში დაცული ფოტომასალა. ფოტოკონკურსის პირობები: 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, 7 კვირის განმავლობაში, ყოველ სამშაბათს 16:00 სთ-ზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე დაიდება ძველი თბილისის ფოტო, რომლის ორიგინალიც გრიშაშვილის საკოლექციო ფონდშია დაცული. მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ თბილისის რომელი შენობა/ტერიტორიაა ასახული კადრში და გადაიღონ იმავე სივრცის ამსახველი ფოტო. ფოტო გადაღებისთანავე უნდა ატვირთოთ შესაბამისი ძველი თბილისის ფოტოს კომენტარებში. პირველი გამარჯვებული ავტყომატურად გახდება ის ადამიანი, რომელიც ყველაზე სწრაფად გადაიღებს და ატვირთავს ფოტოს კომენტარებში. ფოტოკონკურსის დასრულების შემდეგ კი სპეციალური ჟიური გამოავლენს კიდევ 7 გამარჯვებულს თითოეული საკონკურსო ფოტოს კომენტარებში ატვირთული ფოტოებიდან. კონკურსის დასასრულს გაიმართება გამოფენა და გამარჯვებული ფოტოების ავტორების დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები. მიღებული ფოტოები საბოლოოდ გამოქვეყნდება გრიშაშვილის ბლოგზე და ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. მონაწილეობის პირობები: 1. ფოტო უნდა ატვირთოთ პოსტის კომენტარებში და შემდეგ გამოაგზავნოთ მეილზე infopr@sciencelib.ge 2. დასაშვებია ერთი ავტორის მიერ ყოველი ძველი კადრის შესაბამისი მხოლოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა. 3. ფოტოს მეილზე გამოგზავნისას Subject- ში მითითებული უნდა იყოს „ფოტოკონკურსი“ და ფოტოს ნომერი, რომელი კვირის ფოტოსაც აგზავნით. მაგ: „ფოტოკონკურსი - ფოტო #3 . ასევე, მეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ფეისბუქის მისამართი და ტელეფონის ნომერი. 4. ფოტოს წარმატებით გამოგზავნისას მეილზე მოგივათ დასტური. 5. ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. 6. კონკურსში მონაწილეობით ავტორი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული ფოტო კომპანიამ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ (ბანერზე, პოსტერზე, ვებ გვერდზე, ჩვენს Facebook და instagram გვერდებზე და ა.შ) ავტორთან დამატებითი შეთანხმებისა და ანაზღაურების გადახდის გარეშე, ავტორის მითითებით. 7. გამარჯვებული ფოტოს ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. 8. გამოგზავნილი ფოტოების უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის JPEG ან JPG ფორმატის. შენიშვნა: წესებსა და პირობებზე თანხმობად ითვლება კონკურსში მონაწილეობის მიღება (ფოტოს გამოგზავნა). გისურვებთ წარმატებებს!
საკონტაქტო ინფორმაცია 593 34 02 30 0322 21 27 31 »
|
ცნობები![]() ტელეფონები:2212768; 2335930 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|