ძებნა ბიბილიოთეკის კატალოგში და ციფრულ არქივებში

ძებნის არეალი:



ბიბლიოთეკა

ეროვნული სამეცნიერო ბიბილოთეკა (ესბ) 2006 წლიდან აერთიანებს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის, სამეცნიერო - ტექნიკური თარგმანის ცენტრისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის მემკვიდრეობას. 4 მილიონამდე ქართული და უცხოენოვანი წიგნადი ფონდით, 22 მილიონი პატენტით, გამოგონებითა და სტანდარტით, იშვიათი ქართული ხელნაწერებითა და სამუზეუმო ექსპონატებით, ესბ საქართველოს უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი ბიბლიოთეკაა.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, როგორც დარგის ლიდერის მისიაა: მომსახურების მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო ჰაბის შექმნა და უწყვეტი განვითარება; ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა; ინოვაციების სტიმულირება და მათი ინტეგრირება მრავალფუქნციურ გარემოში კვლევებისა და განათლების უზრუნველსაყოფად; საქართველოში მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ჩვენი ბიბლიოთეკა გთავაზობთ შემდეგ საბიბლიოთეკო მომსახურებას რეგისტრირებული მკითხველებისთვის:
  • წიგნის დაჯავშნა, მისი გაცემა დარბაზში ან ბიბლიოთეკის გარეთ
  • ტექსტური მასალის მიწოდება ფიზიკური ან გაციფრულებული სახით (საავტორო კანონმდებლობის დაცვით)
  • ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტი (ბშა)
  • ბიბლიოგრაფიული ცნობისა და საძიებლების შედგენა ან გამოცემა
ისარგებლეთ ბიბლიოთეკის მიერ შექმნილი ციფრული არქივებით:
  1. openlibrary.ge - ლიტარატურული ციფრული საცავი
  2. openscience.ge - ქართული სამეცნიერო ნაშრომების ციფრული საცავი
  3. openjournals.ge - ქართული სამეცნიერო ჟურნალები
სივრცის დასაჯავშნად გადმოწერეთ ფორმა, შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: infopr@sciencelib.ge
გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar -ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. მომსახურების საფასურია 10₾. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ციტირების და H ინდექსების შესახებ, გთხოვთ მოგვწერეთ წერილი მისამართზე: metrics@sciencelib.ge მიუთითეთ:
  • ავტორის სახელი და გვარი (ლათინური შრიფტით);
  • ავტორის მამის სახელი (ქართული შრიფტით);
  • ავტორის მოღვაწეობის სფერო/სფეროები (ქართული შრიფტით);
  • სამუშაო ადგილი/ადგილები (აფილაცია) (ქართული შრიფტით);
  • სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების დაწყების წელი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც გადმოგეგზავნებათ შედეგი.
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მეცნიერის სახელის და გვარის მითითებით

შესაძლებელია ამ ინფორმაციის ოფიციალური ცნობის სახით გაცემა. შედეგების მოწოდების ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.

საკონტაქტო ტელეფონი: 593 73 75 88 ან 2 36 34 13

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშაბათი: -
სამშაბათი: -
ოთხშაბათი: -
ხუთშაბათი: -
პარასკევი: -

მისამართი

I კორპუსი: მ. ალექსიძის II შესახვევი, #3
II კორპუსი: კოსტავას ქ. #47
III კორპუსი: ალგეთის ქ. #1
აბონემენტის განყოფილება
abon@sciencelib.ge
555 702 115, 555 256 681
საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი
infopr@sciencelib.ge
593 340 230
სამეცნიერო და საცნობარო სერვისები
metrics@sciencelib.ge
2 36 34 13
593 73 75 88