Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

სიახლე ჩვენი მომხმარებლებისათვის!

პატივცემულო მომხმარებლებო!!!

ჩვენს ვებ–გვერდს დაემატა ახალი საძიებო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია –ელექტრონული წიგნები, დისერტაციები, ჟურნალები, სამეცნიერო შრომები და მრავალი სხვა დოკუმენტი – მსოფლიოს 1500-ზე მეტი უნივერსიტეტის ღია სამეცნიერო არქივებში! რადგან ეს არქივები ღიაა – მათი გამოყენება უფასოა! 

ამისათვის საჭიროა ამ საიტის ზედა, მარჯვენა კუთხის საძიებო გრაფაში მიუთითოთ სასურველი საძიებო სიტყვები და დააწვეთ ძიების ღილაკს. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ გექნებათ საშუალება თავისუფლად გამოიყენოთ მოძიებული ინფორმაცია. 

ახალი წიგნები თქვენი დაკვეთით

პატივცემულო მომხმარებლებო!

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვისებს დაემატა მნიშვნელოვანი სიახლე - თქვენ საშუალება გეძლევათ ელექტრონული შეტყობინების საშუალებით გამოგვიგზავნოთ რჩევა ახალი ლიტერატურის შესყიდვაზე.
თუ თქვენ გჭირდებათ რაიმე წიგნი, მოგვწერეთ ამის შესახებ -
მიჰყევით აღნიშნულ ბმულს და შეავსეთ საჭირო ველები!

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

surati

კაცელაშვილი ბასილიძე, ზ. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს „მსოფლიოს ენათა კატალოგი“ და ზენაარელი ქალდეველ-ქართველები / ზ. კაცელაშვილი ბასილიძე, ლ. კაცელაშვილი, მ. კაცელაშვილი. - თბ., 2014. - გვ. 591. 

ISBN: 978-9941-0-7063- 1

ნაშრომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ქართველთა წარმომავლობის დღემდე ბუნდოვანი საკითხის გაშუქებას, შედგება ორი ნაწილისაგან.

ნაშრომის პირველ ნაწილში განსაკუთრებული ადგილი უკავია აბატ ჰერვასის ფუნდამენტური ნაშრომის „ცნობილი ერების ენათა კატალოგი, და ნუმერაცია, დაჯგუფება, და კლასები მათი იდიომებისა და დიალექტების განსხვავებების მიხედვით“. ეს ნაშრომი სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება შემოკლებული სათაურით - „ენათა კატალოგი“, რის გათვალისწინებითაც ავტორებმა უმჯობესად ჩათვალეს მისთვის ეწოდებინათ „მსოფლიოს ენათა კატალოგი“. წარმოჩენილია ამ ნაშრომის ძირითადი მიზანი და მისი მნიშვნელობა ენათმეცნიერებაში. ვინაიდან ეს ნაშრომი დღემდე არ არის მეცნიერულად რედაქტირებული, ავტორების მიერ შედგენილია მისი ექვსივე წიგნის „სახელებისა და გეოგრაფიული ტერმინების ეტიმოლოგიათა საძიებელი“, რომლის წაკითხვაც მკითხველს გააცნობიერებს მრავალი ხალხისა და ენის წარმოშობის ისტორიაში. 

აბატ ჰერვასის „მსოფლიოს ენათა კატალოგის“  II  წიგნის  მეშვიდე  თავი ეძღვნება ქართულ-კოლხურ, ალბანურ და არმენულ ენებს, ამიტომ ეს თავი ავტორების მიერ სრულადაა თარგმნილი. 

»

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

001

ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (გამოკვლევა, ტექსტები) = Manuscript Heritage of Tao-Tlarjeti (Research, Texts) / მ. სურგულაძე, ნ. ჩხიკვაძე, ლ. შათირიშვილი, მ. კარანაძე, ნ. ჟღენტი, ე. ედიშერაშვილი; კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბ., 2018. - 318. გვ.: ილ.

ISBN 978-9941-9564-0-9

გამოცემა ეძღვნება იმ ხელნაწერების მიმოხილვას, რომელიც ტაო-კლარჯეთმა შემოგვინახა, მათ შორისაა: ძველი ქართული საეკლესიო და საისტორიო მწერლობის ნიმუშები და სამოქალაქო და სამართლებრივი დოკუმენტები. 

წიგნი ასახავს მთლიანი კუთხის ისტორიულ გზასა და კულტურულ პროცესებს. აქ თავმოყრილი და განზოგადებულია დღეისათვის არსებული ცოდნა ტაო-კლარჯეთის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. განხილულია ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური წანამძღვრები „ბერმონაზვნული“ კულტურის შემდგომი განვითარებისათვის.

წიგნში  წარმოდგენილია ასევე მოკლე ინგლისურენოვანი ტექსტი,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

010

Трапезундская и Батумская Мирные конференции : Февраль - Май 1918 г. Документы и материалы = ტრაპეზუნდისა და ბათუმის სამშვიდობო კონფერენციები : 1918 წელი, თებერვალი-მაისი დოკუმენტები და მასალები. Посвящается Столетию Грузинской Демократической Республики (1918 - 2018) = ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავს (1918-2018) / Национальная парламентская библиотека Грузии; Сост. и отв. Ред. Ир. Якобашвили. – Тб.: инст. истории Грузии двадцатого века, 2018. – 466 с.
ISBN 978-9941-27-863-1

გამოცემაში წარმოდგენილია ტრაპეზუნდისა და ბათუმის სამშვიდობო კონფერენციების, სამეცნიერო  მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ოფიციალური სტენოგრაფიული ჩანაწერების პირველ გაშიფრული ვერსია გამოცემას. იგი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მკითხველი ჩართულობისათვის მოლაპარაკებების პროცესში, ამიერკავკასიის სეიმტის დელეგაციის ორგანიზაციული მუშაობის დროს. აქვე აგრეთვე წარმოდგენილია (ნაწილობრივ) ოტომანთა იმპერიისა და კაიზერული გერმანიის მოლაპარაკებები ბრესტი-ლიტვის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს (1918 წლის მარტი) რომლიც მიმდინარეობდა საქართველოს დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე (1918 წლის 26, 27, 28 მაისი). 
წიგნი გამოვიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საიუბილეოდ. წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

009

ჯანელიძე, ოთარ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები = The Essays of the History of the Democratic republic of Georgia / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; რედ. შტეპჰენ ჯონსი. - თბ., 2018. – 360 გვ. 
ISBN 978-9941-8-0034-4
წიგნი გამოვიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საიუბილეოდ. მასში გაშუქებულია 1918-1921 წლების სამეცნიერო ნარკვევების გარკვეული ასპექტები საშინაო და საგარეო პოლიტიკის კუთხით. მასალები დალაგებულია შემდეგი თემატიკით: დამოუკიდებლობის აქტის პროექტები, 1918 წლის საქართველო-გერმანიის ურთიერთობა; ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ლიტერატურული დისკურსი; საქართველოს დამფუძნებელთა კრება; საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა 1918-1921 წლებში და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში თითოეული თავის რეზიუმეები წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე. 
ნაშრომი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ისე მკითხველთა ფართო წრისათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

008

საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები : ოფიციალური დოკუმენტები, სიტყვები და გამოსვლები. ნოე ჟორდანია საქარტველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918 წლის 24 ივნისი - 1921 წლის 18 მარტი) / საქ. პარლამენტის ეროვნ. ბიბ-კა, პარლამენტის სამეცნ.-საინფორმ. უზრუნველყოფის განყ-ბა ; შემდგ. ლ. საყვარელიძე, ე. შუბითიძე; მთ. რედ. შტეპჰენ ჯონსი; რედ. ე. ჯგერენაია. - თბ., 2018. – 393 გვ. 
ISSN1987-5576
ISBN178-9941-27-716
წიგნო სერიით საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები  2013 წლიდან გამოდის და  მოიცავს საქართველოს სახელმწიფო მმართველების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს. სერიული გამოცემა დაიწყო ზვიად გამსახურდიას ტომეულებით (5 ტომი), შემდგომში იყო აკაკი ასათიანი (1 ტომი) და ედუარდ შევარდნაძე - საკმაოდ ფართო მიმოხილვით (6 ტომი). სერიის მე-13 გამოცემა გამოვიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით და შესაბამისად დაეთმო ნოე ჟორდანიას. წიგნში წარმოდგენილია მისი საჯარო გამოსვლები, წერილები, მიმართვები და ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტების მიერ გადმოცემული მისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. 
ამ სერიით გამოცემული ყველა წინა ნომერი შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენი ბიბლიოთეკის კატალოგში და შესაბამისად ადგილზე გაეცნოთ თითოეულ ტომს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

image   image
საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921) :  მასალები და დოკუმენტები. ტომი I. ეძღვნება ისიდორე დოლიძის დაბადებიდან 100  წლის  იუბილეს / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. სამოქალაქო განათლების განყოფილება; რედ. ე. ჯგერენაია, თ. კენჭოშვილი. - თბ.: ირიდა, 2015. – 254 გვ. 
ISBN: 978-9941- 0- 8187- 3

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921) :  მასალები და დოკუმენტები. ტომი II. ეძღვნება ისიდორე დოლიძის დაბადებიდან 100  წლის  იუბილეს / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. სამოქალაქო განათლების განყოფილება; რედ. ე. ჯგერენაია, თ. კენჭოშვილი. - თბ.: საჩინო, 2018. – 1008 გვ. 
ISBN: 978-9941- 27-862- 4

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მუშაობა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის მაისში დაიწყო, 1919 წლიდან კი მასზე მუშაობა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ განაგრძო. დღეს მრავალი მკვლევარი დაინტერესებულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესწავლით. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გამოიცა დოკუმენტები და მასალები, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების პროცესს. პირველი ტომი მოიცავს საქართველოს ეროვნული საბჭოს მასალებს 1918 წლის მაისიდან 1919 წლის მარტამდე, ხოლო მეორე ტომი - დამფუძნებელი კრების მასალებს 1919 წლის 19 მარტიდან 1921 წლის 21 თებერვლამდე. წიგნში გამოქვეყნებული დოკუმენტები და მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ინფოარხების ცნობების შეკრება