Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“

„ქართული კალიგრაფია“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამის“ ინიციატივით ჩატარდა კონკურსი „ქართული კალიგრაფია“.

14 აპრილს, ქართული ენის დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის საპრიზო ადგილებსა და ნომინაციებში გასული კონკურსანტები გამოვლინდნენ და გაიმართა კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. 

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები, პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.

კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით.

მონაწილეთა ნამუშევრების შეფასება უზრუნველყო კვალიფიციურმა ჟიურიმ. ყველა ფინალისტს გადაეცა სიგელი.

გამარჯვებულ მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსის მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადასცეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სამხატვრო აკადემიამ, საზოგადოებისთვის ცნობილიმა ადამიანებმა და სხვა ორგანიზაციებმა.

იხ. http://www.manuscript.ge/