Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დენიზოვას გოგონა - სხვა კაცობრიობის დედა

პალეოანთროპოლოგებისათვის  წლის ადამიანი არის გოგონა. ის ცხოვრობდა ციმბირში 50000 წლის წინ და ეკუთვნოდა სხვა კაცობრიობას, რომლის გენეტიკური კვალიც მხოლოდ თანამედროვე პაპუა ახალი გვინეის მოსახლებაში მოიძებნება. ამ ბავშვისაგან არაფერი, ან თითქმის არაფერია დარჩენილი გარდა ერთი  თითის ფრაგმენტისა, რომელიც რუსმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს დენიზოვას (Denisova) მღვიმეში ალტაიზე 2008 წელს. მარტში საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა  Svante Pääbo-ს ხელმძღვანელობით (ლაიფციგის Max Planck-ის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი) აღმოაჩინა მისი არსებობა და ძვლის ამ ნაწილისგან აღებული დნმ-ის ანალიზი გამოაქვეყნა ( 27 მარტის გაზეთი Le Monde).

მაშინ მიაჩნდათ, რომ ეს "იქს-ქალი" ("X woman") დაახლოებით 40000 წლის უნდა ყოფილიყო. ის მიეკუთვნებოდა Homo სახეობას, მაგრამ sapiens-საგან (ე.ი ჩვენგან)  და ნეანდერტალელებისაგან განსხვავებულ ხაზს.

მისი აღმოჩენა რამოდენიმე კუთხით არის განსაკუთრებული: პირველად მოხდა, რომ ახალაღმოჩენილი არსება პალეონთოლოგთა ჯგუფს წარუდგინეს არა მხოლოდ ანატომიური მონაცემების საფუძველზე, არამედ გენეტიკური ანალიზის საშუალებით. გარდა ამისა, ეს ანალიზი ნათელს ჰფენდა იმ ფაქტს, რომ არც ისეთ შორეულ წარსულში სავარაუდოდ მინიმუმ სამი კაცობრიობა თანაარსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ოთხიც კი, თუკი მხედველობაში მივიღებთ 2003 წელს ინდონეზიაში აღმოჩენილ "ჰომო ფლორენსის" სახეობის ადამიანს (Homo floresiensis), რომელიც ჯერ კიდევ 13 000 წლის წინ ცხოვრობდა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.lemonde.fr/planete/

იხ. აგრეთვე: http://en.wikipedia.org/wiki/Denisova_hominin