Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

b9072a494469

რუსულ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი. 40000 ტერმინი / გ. ჭოღოშვილი., გ. თევზაძე., გ. სულხანიშვილი., რ. აბდულაევი., ო. ძაგნიძე., ა. მიჩიტაშვილი; რედ. გ. ჭოღოშვილი. – [თბ.], 2010. – 459 გვ.
ლექსიკონს საფუძვლად უდევს 1918-1925 წწ. გამოცემული სამი „მათემატიკური ტერმინების“ ლექსიკონი, რომლის შექმნაში უდიდესი ღვაწლი ქართველ მეცნიერებს მიუძღვით. ამ გამოცემებში იგრძნობოდა ძალიან ბუნებრივი მიდგომა საკითხისადმი, რაც გულისხმობდა რუსული ტერმინის შინაარსის გაქართულებას. შემდგომ წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა, თუმცა 50-იანი წლებიდან კვლავ აუცილებელი გახდა შესაბამისი ქართული ტერმინების მოძიება. ასეთი მუშაობა დაიწყო გ. ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე. საქართველოს მთავრობაში მიღებული იქნა დადგენილება შექმნილიყო ტერმინოლოგიური კომისიები მათემატიკასა და ეკონომიკაში.
ეს ყოველივე საფუძველი გახდა ამ წიგნის გამოცემისათვის. ბარათებზე მუშაობდა ადა მაჩიტაშვილი, შევსებულ ბარათებს ალაგებდა დარგებად და გადასცემდა შესაბამისი დარგის ცნობილ სპეციალისტებს სხვადასხვა მათემატიკურ განყოფილებაში. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ 1996 წლისათვის აღნიშნული წიგნი უკვე მზად იყო.
ტერმინებზე მუშაობისას კომისიის მიერ ბაზისად გამოყენებული ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული და რუსული ტერმინებიდან აქ წარმოდგენილია რუსული მათემატიკური ტერმინები.
წიგნს წინ უძღვის თეიმურაზ ბაგრატიონის სიტყვები: „დიდი ღვაწლი და ჯაფა აქვს ლექსიკონის კეთებას“.