Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში: ENS Cachan, France, Ecole normale supérieure de Cachan

გამოქვეყნდა : 02-01-2011
ბოლო ვადა: 16 იანვარი 2011

მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილნი არიან: სამაგისტრო სწავლების პირველი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები (დოქტორანტურის კანდიდატები).

სტიპენდია: 1000 ევრო/თვეში


პროგრამის აღწერილობა:

ENS Cachan-ის სასტიპენდიო პროგრამა გამიზნულია უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად სწავლობენ, ან დაამთავრეს და ახლახანს მიიღეს დიპლომები საფრანგეთის საზღვრებს გარეთ.
პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ მეორე კურსზე სწავლის გაგრძელება კვლევით სამაგისტრო პროგრამაზე (RM2), ან დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ აწარმოონ ან გააგრძელონ კვლევითი სწავლება და საქმიანობა  ENS Cachan-ის ერთ-ერთ ფაკულტეტზე,  ან ლაბორატორიაში. უპირატესობა ენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაიარონ კვლევითი სამაგისტრო სწავლების სრული მეორე კურსი, ან დოქტორანტურის სტუდენტებთან ერთობლივად (“cotutelle”) .
გრანტი გაიცემა მინიმუმ ერთი სემესტრის (ექვსი თვე) და მაქსიმუმ 12 თვის არა-განახლებადი პერიოდით.

 

უფლებამოსილება

სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია ყველა ეროვნების სტუდენტებისთვის. თუმცა, პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს შემდეგი ქვეყნებიდან: ევროპის ქვეყნები, ” Maghreb”-ის ქვეყნები (კერძოდ აფრიკის ქვეყნებიდან : მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, მავრიტანია და დასავლეთ საჰარა), ბრაზილია, კანადა, იაპონია, მექსიკა, ტაივანი, შეერთებული შტატები, ვიეტნამი.
ამას გარდა,
* მაგისტრატურის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ დამადასტურებელი მოწმობა, რომ გავლილი აქვთ სამაგისტრო სწავლების ერთწლიანი კურსი საფრანგეთის საზღვრებს გარეთ
* დოქტორანტურის კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ სამაგისტრო პროგრამის კვალიფიკაციის მინიმუმი, ან მიღებული ჰქონდეთ ექვივალენტური დიპლომი, ან განაგრძობდნენ დოქტორანტურაში სწავლას საფრანგეთის საზღვრებს გარეთ.

სწავლების სფეროები:


* საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგები: გამოყენებითი მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.
* ტექნოლოგიები: გამოყენებითი ფიზიკა, მექანიკური ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრო-ტექნიკური ინჟინერია
* საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერებები: სოციოლოგია, ისტორია, ეკონომიკა, მენეჯმენტი და სამართალი, დიზაინირება, საგანმანათლებლო მეცნიერებები

სტიპენდია

გრანტი შეადგენს 1000 ევროს/თვეში, 6-დან 12 თვემდე ხანგრძლივობის პირობებში.


განაცხადის მიღების პროცესი


შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად: წინასწარი შერჩევისა და ფინალური ეტაპები. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატებმა უნდა მოგვმართონ ”ონლაინით”  here.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 იანვარი, 2011წ.
პირველ  ეტაპზე შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ”ელექტრონულ მეილს” 2011წ. 20 თებერვლამდე, რის შედეგადაც კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომი იქნება  განაცხადის შესაბამისი დოკუმენტები საბოლოო შერჩევისათვის.

საკონტაქტო მისამართი:


Ecole normale supérieure de Cachan
Relations internationales
61, Avenue du Président Wilson
94235 Cachan cedex – France
E-mail: boursi10 [AT] ens-cachan.fr

ვრცლად (ინგლ.): www.edu-guide.ge