Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

52ba4381a7cd

ხარაძე კ. სულხან-საბა ორბელიანის გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული მემკვიდრეობა = Kharadze K. Geographical-Cartographical Heritage of Sulkhan-Saba Orbeliani / ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი. რედ. მ. ქავთარია. – თბ., 2010. – 254 გვ.: 1. ფ. პორტრ. ISBN 978-9941-0-2678-2
სულხან-საბა ორბელიანის ნაშრომებში გეოგრაფიული კვლევის ტრადიცია გამომჟღავნდა, როცა მან აღწერა განვლილი ადგილები და ქალაქები ლექსიკონში „სიტყვის კონა“. აქ უაღრესად მაღალი ცოდნაა გამოვლენილი გეოგრაფიული ტერმინოლოგიისა. 1713-1716 წწ. დიპლომატიური მისიით წასული სულხან საბა წერს სამოგზაურო ჟანრის ნაშრომს „მოგზაურობა ევროპაში“, სადაც იგი წარმოჩინდა გეოგრაფიული და კარტოგრაფიული აზროვნების უბადლო ოსტატად. მისი მონაწილეობით შედგენილი იქნა „კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკა“, აგრეთვე ევროპიდან ჩამოტანილი 1711 წლის ატლასი ქართული თარგმანითურთ.
წიგნში წარმოდგენილია ამ მასალის მიხედვით ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩატარებული გეოგრაფიულ-კატროგრაფიული კვლევები. დაზუსტებული იქნა მოგზაურობის მარშრუტი და შედგენილი იქნა სქემატური რუკა.
წიგნს ერთვის ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; ნარკვევის „მოგზაურობა ევროპაში“ შენიშვნები და კომენტარები; ზოგიერთი საბუთის ფოტოპირი, გამოყენებული ლიტერატურის სია და განმარტებები ძნელადგასაგებ, მოძველებულ სიტყვებსა და გამონათქვამებზე; პირთა საძიებელი.