Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მარტორქებზე ბრაკონიერობის რეკორდული წელი სამხრეთ აფრიკაში

1283397_3_b6c9_l-afrique-du-sud-fait-face-a-une-recrudescence

სამხრეთ აფრიკა თეთრ და შავ მარტორქებზე თავდასხმების ზრდის მოწმეა.

2010 წელი შავი წელი იყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოსაფრთხილებელი სახეობისათვის. 2010 წელს ბრაკონიერებმა 333 მარტორქა მოკლეს სამხრეთ აფრიკაში, 2009 წელს კი - 122, ქვეყნისათვის, რომელიც ამ დიდი ძუუმწოვრების 70%-ის საცხოვრებელია, ეს ისტორიული რეკორდია. „ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა“,-განაცხადა ოთხშაბათს, 12 იანვარს რეინოლდ ტაკალიმ (Reynold Thakali), ნაციონალური პარკების სააგენტოს წარმომადგენელმა. 2006 წლიდან სამხრეთ აფრიკა თეთრ და შავ მარტორქებზე ბრაკონიერობის ზრდას აფიქსირებს, მათი რქები განსაკუთრებულად ფასობს აზიაში სამედიცინო, თუ დეკორატიული მოხმარების გამო. ქვეყანაში ბრძოლის პროგრამა ინტენსიური გახდა და ბრაკონიერთა ძალადობაზე არც რეაქცია აყოვნებს, ისინი ხომ ხშირად ულტრათანამედროვე იარაღით არიან აღჭურვილნი. 162 დაპატიმრება ხუთი ეჭვმიტანილი ბრაკონიერი მოკლეს წლის დასაწყისიდან ცნობილ კრუგერის ეროვნულ პარკში (Parc national Kruger) - ჩრდილო-აღმოსავლეთი, რომელიც ყველაზე მეტედ დაზარალდა 2010 წელს რქების გამო მოკლული 146 მარტორქით. „1 იანვრის შემდეგ ხუთი ბრაკონიერი გარდაიცვალა ნადირობისას დიდი ცეცხლის გახსნის შემდეგ“,- განაცხადა დავიდ მაბუნდამ (David Mabunda), ნაციონალური პარკების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

2010 წელს ბრაკონიერობის საქმეში ჩართული 162 ადამიანი დააკავა პოლიციამ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სამხრეთ აფრიკამ 2011 წელს უკვე დაკარგა ხუთი მარტორქა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://www.lemonde.fr/planete/article/2011/01/12/annee-record-pour-le-braconnage-de-rhinoceros-en-afrique-du-sud_1464754_3244.html