Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი გამოცემები

LH III C Chronology and Synchronisms

დეგერ-იალკოცი ზ., ბეჰლე ა.ე.   LH III C ქრონოლოგია და სინქრონიზმები III: LH III C პერიოდის გვიანი და ადრეულ რკინის ხანაზე  გადასვლა.  შრომები საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვენაში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში 2007 წ. 23–24 თებ.  მიკენური კულტურის პუბლიკაცია  ტ. 30. –  ვენა: ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. –  421 გვ.:  ილ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა ტ. 384).
ISBN 978-3-7001-6598-9

LH III C Chronology and Synchronisms III: LH III C Late and the transition to the Early Iron Age. Proceedings of the International Workshop held at the ... 2007 (Denkschriften der Phil.-Hist. Klasse) (Paperback) ~ Anna Elisabeth Bachle (Editor), Sigrid Deger-Jalkotzy (Editor)

 LH III C პერიოდის  ქრონოლოგიასა  და სინქრონიზმების თემაზე ვენის სიმპოზიუმების მიზანია განავითაროს და უფრო გასაგები გახადოს საბერძნეთის ადრეული ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფაზა. ეს სიმპოზიუმები „მიკენური კულტურის დასასრულის“ პროექტის ნაწილია. მესამე სიმპოზიუმი მიძღვნილი  იყო მიკენური ცივილიზაციის ბოლო პერიოდისა და ფოტოგეომეტრიულ პერიოდზე გადასვლისადმი.  
ამ  წიგნში მოცემული შრომების უმრავლესობა შესრულებულია ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ პროექტმა მიზანს მიაღწია.  მოცემულია ძველი და ახალი კვლევების გამოუქვეყნებელი მასალები და ამასთან ერთად განხილულია გარდამავალი პერიოდი გვიანი ბრინჯაოს ხანიდან  ადრეულ რკინის ხანამდე. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო, არსებობდა თუ არა  სუბმიკენური პერიოდი და თუ არსებობდა, როგორ უნდა განგვესაზღვრა. ზოგის აზრით, მიკენური ცივილიზაციის გადასვლა ადრეულ რკინის ხანაზე გამოხატული იყო  განსხვავებული ფენომენით საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში. ასე რომ, სუბმიკენური უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე  ქრონოლოგიური ფაზა და არა  მხოლოდ  როგორც  კერამიკული სტილი. ამ პროექტმა დიდი აღიარება ჰპოვა საერთაშორისო აკადემიურ გაერთიანებაში. წამოყენებული იქნა ახალი წინადადებები  გვიანი ბრინჯაოს ხანის დასასრულის ქრონოლოგიაზე, რომელიც ალბათ დიდი მსჯელობის საგანი გახდება.

 

Neue Forschungen zur Kuretenstrasse von Ephesos

ეფესოში ციხე-სიმაგრის მიმდებარე ქუჩის ახალი კვლევები:  2006 წ. 13 დეკემბერს ჰილკე თურის 65 წლის იუბილესთვის გამართული სიმპოზიუმის ოფიციალური დოკუმენტები. არქეოლოგიური კვლევები ტ. 15. – ვენა: ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. –  315 გვ.: ტაბ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა ტ. 382).

Neue Forschungen zur Kuretenstrasse von Ephesos: Akten des Symposiums fur Hilke Thur vom 13. Dezember 2006 an der Osterreichischen Akademie der Wissenschaften ... FORSCHUNGEN) (German Edition) (Paperback) ~ Sabine Ladstatter (Editor)

ეფესოში ციხე–სიმაგრის მიმდებარე ქუჩის კვლევები ქ-ნ თურის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი ღერძია, რომელსაც მან წლები მიუძღვნა. წარმოდგენილი წიგნი არა მარტო მტკიცებაა საკითხის აქტუალობისა, არამედ ის წარმოადგენს კვლევის ფართო სპექტრს. წიგნი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა არქიტექტურა, ეპიგრაფია, ნუმიზმატიკა  და კერამიკა.

d842a05f4808

კატალოგი. საუნივერსიტეტო და საოლქო ბიბლიოთეკების ხელნაწერთა კატალოგი. ტიროლი. ინსბრუკი. ნაწ. 6. კოდი 501–600: წიგნები და ხელნაწერები შუასაუკუნეებში. კომისიის პუბლიკაციები. სერია II, ტ. 4. / ხელმძღ. ნოიჰაუზერი ვ. შემდგ.: მაიერჰოფერი დ., ნოიჰაუზერი ვ., შრეტერი კ., შტამპფერი უ. – ვენა: ავსტიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. – 389 გვ.: ილ. წიგნს ახლავს CD. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა. – ტ. 375). ISBN 978-3-7001-6499-9

ანბანური მაჩვენებელი.  საუნივერსიტეტო და საოლქო ბიბლიოთეკების ხელნაწერთა კატალოგი. ტიროლი. ინსბრუკი. ნაწ. 6. კოდი 501–600: წიგნები და ხელნაწერები შუასაუკუნეებში. კომისიის პუბლიკაციები. სერია II, ტ. 4. / შემდგ.: ნოიჰაუზერი ვ., შრეტერი კ., შტამპფერი უ. მაიერჰოფერი დ.-ს თანამშრომლობით. – ვენა: ავსტიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. – 100 გვ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა. – ტ. 375). ISBN 978-3-7001-6499-9

Katalog der Handschriften der Universitats-und Landesbibliothek Tirol in Innsbruck: Teil 6. Cod. 501-600 (Veroffentlichungen der Kommission fur Schrift- ... des Mittelalters, Reihe II) (German Edition) (Paperback) ~ Walter Neuhauser (Author)

კატალოგი წარმოადგენს ინსბრუკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ  დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნად 1067 მანუსკრიპტს, რომელთაგან 700 შუასაუკუნეებისაა. ამ სერიის კატალოგები ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში გამოიცემა პალეოგაფიული და კოდირებული შუასაუკუნეობრივი მანუსკრპტების შემსწავლელი კომისიის ეგიდით. პირველი ხუთი ტომის მსგავსად (რომლებიც გამოიცა 1987, 1991, 1999, 2005 და 2008 წწ.) მექვსე ტომიც (კოდით 401500) გამოდის ავსტრიის სამეცნიერო ფონდის სპონსორობით. იგი მომზადდა დოქ. ვალტერ ნოიჰაუზერის უშუალო ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ კატალოგში არის წარმოდგენილი პირადად ავტორების მიერ დაწერილი მასალები, მასში ვხვდებით მრავალფეროვან  საჭირო, სტილისტურად განსხვავებულ ტექსტებს. მანუსკრიპტების მესამედი არის თანამედროვე, ხოლო კოდექსების 12 პროცენტი  გერმანულადაა წარმოდგენილი. ხელნაწერების უმეტესობა თეოლოგიურია და შერჩეულია ცხოვრებისეული ყოველდღიურობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ტექსტის დაახლოებით 12 პროცენტი ისტორიულობას ასახავს. შეიძლება განსაკუთრებით გამვყოთ ორი მანუსკრიპტი: ე. წ. ბონზერ ჩრონიკის (კოდით 502), და ჯონგ რუგენის მრავალტომიანი წიგნი ჰერალდიკის შესახებ (კოდი 545). პირველადი დათვალიერებით ბევრი ტექსტი შესაძლოა მივაკუთვნოთ კონკრეტულ ავტორს. როგორც წინა ტომები, მიმდინარე ტომიც წარმოგვიდგენს თითოეული მანუსკრიპტის განსაკუთრებულ ისტორიას და ბევრს გადმოყოლილი აქვს წინა ბიბლიოთეკარის მიერ მინიჭებული ნომერი. ეს კი დახმარებას გაუწევს მკითხველს, თვალი გაადევნოს ტიროლიურული ბიბლიოთეკის რეკონსტრუირების პროცესს. ორი ინდიკატი (ტექსტის დასაწყისის ინდექსი და ავტორის, სათაურისა და საგნის ინდექსი) და ასევე დანომრილი ილუსტრაციები და საძიებლები კატალოგს ძალიან ადვილად მოხმარებადს ხდის მკითხველისათვის.  მიმდინარეობს მუშაობა მეშვიდე ტომზე. ამ სერიით სულ ათი ტომის გამოსვლა იგეგმება.


 

The Old Tibetan Annals 

The Old Tibetan Annals: An Annotated Translation of Tibet's First History (VERoFFENTLICHUNGEN ZUR SOZIANLANTHROPOLOGIE) (Paperback) ~ Brandon Dotson (Author), Guntram Hazod (Contributor)

დოთსონ ბ. ძველი ტიბეტური ანალები: ტიბეტის პირველი ისტორიის ანოტირებული თარგმანი / ჰაზოდ გ. ანოტირებული კარტოგრაფიული დოკუმენტაცია. სოციალური ანთროპოლოგია #12. – ვენა: ავსტრიის  მეცნიერებათა  აკადემია, 2009. – 319 გვ.: ილ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა. – ტ. 381).  ISBN 978-3-7001-6102-8

 წიგნში  წარმოდგენილი  ახალი, დასრულებული და ანოტირებული თარგმანი სხვა არაფერია, თუ არა სენსაცია.  ავტორმა ნაშრომში გამოიყენა  ანალების პირველადი თარგმანები და ასევე დიდი ყურადღება დაუთმო  ძველ და  თანამედროვე  კვლევებს.
 

ნაშრომში  მოცემულია მასალები  ტიბეტის იმპერიის, პოლიტიკური  საბჭოს  კრებების,  უცხოელ  კეთილშობილ პირთა სტუმრობის, სამხედრო შეხვედრების, დინასტიური ქორწინების, მომავალი მონარქის დაბადების, მნიშვნელოვანი მოღვაწეების გარდაცვალების, სამეფო ოჯახის წევრთა დაკრძალვის რიტუალების შესახებ.

 წიგნს ერთვის  ცხრილები, ლექსიკონი, ბიბლიოგრაფია, პერსონალურ და გეოგრაფიულ  სახელთა  საძიებლები,  ფოტოგრაფიული  რეპროდუქციები.

 

Lexikon

 

Lexikon der Aufschriften auf griechischen Munzen, Band II: Ethnika und Beamtennamen/ Lexicon of Greek Coin Inscriptions, Volume II (Veroffentlichungen ... Kommission) (English and German Edition) (Hardcover)
Wolfgang Leschhorn (Author)

ლექსიკონი. წარწერები ბერძნულ მონეტებზე. ტ. 2. ეთნოსი და „სახელმწოფო მოღვაწეთა“ სახელები / შემდგ. ლეშჰორნი ვ. პუბლიკაცია ნუმიზმატიკაზე #47, პუბლიკაცია მცირე აზიაზე #23. – ვენა: ავსტრიის  მეცნიერებათა  აკადემია, 2009. – 1092 გვ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა. – ტ. 383).  ISBN 978-3-7001-6650-4
                                

ლექსიკონის მეორე ტომი მონეტების ამოცნობაში დაეხმარება არა მარტო ნუმიზმატიკოსებს, არამედ არქეოლოგიაში მომუშავე ყველა დარგის მკვლევარს. წარწერები მონეტებზე ბერძნულ და ლათინურ ენებზეა შესრულებული.
ტომის პირველი ნაწილი – „ეთნოსი“ შეიცავს ქალაქის დასახელებებს თავისი გერბებით, ტომის დასახელებებს, ეთნიკურ წარმომავლობასა და გეოგრაფიულ ადგილებს.

მეორე ნაწილი  ანბანური თანმიმდევრობით შეიცავს პერსონების სახელებს, რომლებიც განიხილებიან როგორც „სახელმწიფო მოღვაწეები“. მონეტაზე ასახულია სახელმწიფოებრივად სამართლებრივი შტამპი. 
ამ ტომით დასრულდა „opus magnum“. პირველი და მეორე ტომები გაყიდვის რაოდენობით იყო და არის  დეზიდერატი.
 

85ba6e7c11a9

Vergangenheit und Vergegenwartigung: Fruhes Mittelalter und europaische Erinnerungskultur (Denkschriften der Gesamtakademie) (German Edition) (Paperback) ~ Helmut Reimitz (Editor), Bernhard Zeller (Editor)

რეიმიტსი ჰ., ზელერი ბ. წარსული და წარმოსახვა: ადრეული შუასაუკუნეები და ევოპული კულტურა. შუასაუკუნეების ისტორიული კვლევა ტ. 14. – ვენა: ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. – 307 გვ.: ილ. – ბიბლიოგრ.: გვ. 273–307. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა, ტ. 373). ISBN 978-3-7001-3825-9


მიმდინარე ტომი მოიცავს შუასაუკუნეობრივი შეხედულებების გავლენას თანამედროვე სამყაროზე. იგი აგრძელებს მე–8 ტომის სერიის თემას, რომელიც შეეხებოდა ადრეულ შუასაუკუნეებში იდენტურობის კვლევას ნივთიერ სამყაროსა და სოციალურ აზროვნებაში.
დროის იმ კონტექსტს განსაკუთრებული როლი მიუძღვის თანამედროვე ევროპელი ერის ჩამოყალიბების პროცესში. XVIII-XIX საუკუნეებში ამ პროცესმა დაიწყო მოსახლეობისა და ერების ცვალებადობა, რაც აისახა ხალხთა სოციალური ორგანიზაციების კვაზინაციონალურ ფორმებში. იგი გამოხატულებას ჰპოვებდა მიმდინარე ისტორიულ ფორმებშიც, თუმცა კი რეალურად ტრანსისტორიული ფენომენი იყო. ეს კი თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში გამოიხატა, როგორც მზარდი პოლიტიკური დისპუტის არასასურველი ფორმა. შუა საუკუნეების ტრადიცია მკვეთრად გამოიხატა ეროვნული ისტორიის ჩამოყალიბების ფენომენში.
ეს ყოველივე კი გვაძლევს უფლებას დავუშვათ, რომ თანამედროვე ევროპის სოციალურ გარემოში ყოველივე სხვა შესაძლებელია გადაეცეს შემდეგს, ანუ ყოველი ხელშესახები ფაქტი შესაძლებელია ლეგიტიმირდეს მომავალ დროში.


 

A Little War

A   LITTLE  WAR  THAT  SHOOK  THE  WORLD

(პატარა  ომი,  რომელმაც  შეძრა  სამყარო)

ავტორი:  რონალდ  დ. ასმუსი

2010 წ.

წიგნი ეხება 2008 წლის საქართველო-რუსეთის  ომს. იგი  რუსეთ–საქართველოს პოლიტიკური   და  დიპლომატიური  მდგომარეობის  მოკლე   მიმოხილვაა.

ავტორი  არკვევს ომის დაწყების მიზეზს და მას განიხილავს  რუსეთისა და დასავლეთის   ურთიერთობების  ფონზე.

ავტორი  ამტკიცებს, რომ  2008  წლის საქართველო–რუსეთის  ომი  უნდა  იყოს განხილული  არა  ადგილობრივი სეპარატიზმის, არამედ  რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის განსაკუთრებულ  კონტექსტში, რაშიც გულისხმობს ნატოს   გაფართოებას.

 

 

The Post- Soviet Wars

THE  POST  SOVIET  WARS

(პოსტ-საბჭოთა  ომები)

 

 ავტორი: კრისტოფ  ზურხერი

 

წიგნი  დაწერილია  პოსტსაბჭოურ  ომებზე. მასში  წარმოდგენილია შედარებითი  მონაცემები ძალადობაზე  კავკასიის  მხარეში,  კერძოდ  ჩეჩნეთში,  საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში.

წიგნი  აღწერს  ამ  მხარეების   მოკლე  ისტორიას, აგრეთვე  საბჭოთა  კავშირის  დაშლასა და  მის  შედეგად  გამოწვეულ   ცვლილებებს.

ზურხერი დაწვრილებით  განიხილავს  ეკონომიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ  და  პოლიტიკურ  პირობებს, რათა  გაირკვეს, თუ  რატომ  გამწვავდა  ზოგიერთი  კონფლიქტი, და  რით  შეიძლებოდა ყოფილიყო  იგი აღმოფხვრილი. 

 

 

 

THE CHOST OF FREEDOM

THE GHOST OF FREEDOM : A history of the Caucasus)

(თავისუფლების  ლანდი : კავკასიის ისტორია)

ავტორი: ჩარლს  კინგი

2009 წ

 

The Caucasus mountains rise at the intersection of Europe, Russia, and the Middle East. A land of astonishing natural beauty and a dizzying array of ancient cultures, the Caucasus for most of the twentieth century lay inside the Soviet Union, before movements of national liberation created newly independent countries and sparked the devastating war in Chechnya.

Combining riveting storytelling with insightful analysis, The Ghost of Freedom is the first general history of the modern Caucasus, stretching from the beginning of Russian imperial expansion up to the rise of new countries after the Soviet Union's collapse. In evocative and accessible prose, Charles King reveals how tsars, highlanders, revolutionaries, and adventurers have contributed to the fascinating history of this borderland, providing an indispensable guide to the complicated histories, politics, and cultures of this intriguing frontier. Based on new research in multiple languages, the book shows how the struggle for freedom in the mountains, hills, and plains of the Caucasus has been a perennial theme over the last two hundred years--a struggle which has led to liberation as well as to new forms of captivity. The book sheds valuable light on the origins of modern disputes, including the ongoing war in Chechnya, conflicts in Georgia and Azerbaijan, and debates over oil from the Caspian Sea and its impact on world markets.
Ranging from the salons of Russian writers to the circus sideshows of America, from the offices of European diplomats to the villages of Muslim mountaineers, The Ghost of Freedom paints a rich portrait of one of the world's most turbulent and least understood regions

Editorial Reviews, Amazon.com