Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

d9567d14501e

ბურჭულაძე ნ. უბისის მონასტრის ხატები და კედლის მხატვრობა მე-14 ს. = Burtchuladze N. The Ubisi Monastry Icons And Wall Painting The 14th C. / წიგნი მომზადდა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი). სამეცნ. რედ.: ლ. ხუსკივაძე, დ. თუმანიშვილი; ქართ. ტექსტის რედ.: ნ. კაციტაძე, ნ. ნადარაია; ინგლ. ტექსტის რედ. თ. მამულაშვილი; ტექსტის ინგლ. მთარგმ. ი. კუცია; მხატვ. გ. ავსაჯანიშვილი. – თბ.: ტრიადა. – 279 გვ.: 71 შავთეთრი და 90 ფერად. ილ-ით. ISBN 99940-0-922-2
გრიგოლ ხანძთელის მიერ IX საუკუნეში დაარსებული უბისის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს სასულიერო კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერა იყო. წიგნი წარმოადგენს XIV საუკუნის დასაწყისში უბისის მონასტერში შექმნილ ფერწერული ხატებისა და კედლის მხატვრობის კვლევას.
უბისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მე-14 საუკუნის მოხატულობა და ხატები უაღრესად საინტერესო მასალაა შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ისტორიისათვის. უბისის ხატები მონასტრის კუთვნილ სხვა ნივთებთან ერთად 1925 წელს ჩამოუტანია თბილისში შ. ამირანაშვილს, რომელიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ინახება. მათ შორისაა დიდი ზომის სამნაწილიანი კარედი და ღვთისმშობლის მცირე ზომის ვერცხლით მოჭედილი ფერწერული ხატები, რომლებიც თავის დროზე მათში იყო ჩაბრძანებული.
წიგნში გამოყენებული შავთეთრი და ფერადი ფოტო მასალის ნაწილი წარმოადგენს შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის კულტურისა და ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიის კუთვნილებას.