Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უსინათლოებისათვის ინტერნეტით სარგებლობის პროგრამა "ინტერ-ბუ"

 

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ და ასოციაცია "უსინათლოები საზღვრებს გარეშე"   მოაწყო უსინათლოებისათვის ინტერნეტით სარგებლობის პროგრამა "ინტერ-ბუს" პრეზენტაცია. ეს პროექტი განხორციელდა შვეიცარიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 d3e4c2687585

 

35814c2a4f8f

 

პრეზენტაციას დაესწრნენ  შვეიცარიის,  აშშ-ს, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, იაპონიის, ჩინეთის, პოლონეთის, ირანის საელჩოები; სახალხო დამცველის ოფისი; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო; გამომცემლობები; უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები.

 

სიტყვით გამოვიდნენ: ბესარიონ სოლოღაშვილი (უსინათლოთა საინფორმაციო მომსახურების  ცენრტის ხელმძღვანელი),შვეიცარიის ელჩი ბატონი ლორენცო ამბერგი, ქალბატონი Anita SchlЭchter-Roth(შვეიცარიის ელჩის მოადგილე),  ქალბატონი თამარ მერებაშვილი( უსინათლოთა სკოლა–ინტერნატის დირექტორი).

 

პროგრამა "ინტერ-ბუ" არის პირველი ნაბიჯი,  რომელიც უზრუნველყოფს უსინათლოთა საინფორმაციო სისტემაში ჩართულობას და შეიქმნა პირობები მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის.

 

ხმოვანი პროგრამა გამიზნულია უსინათლო მომხმარებლისათვის, რათა მათ ისარგებლონ ისევე როგორც მხედველმა ადამიანებმა. პროგრამა აპრობირებულია და უსინათლოს აქვს საშუალება განახორციელოს ძიება, გამოიძახოს სასურველი  ვებ–გვერდი, ისარგებლოს ელ–ფოსტით, skype-თ.

 

თანამედროვე ეტაპზე ძნელად წარმოსადგენია გონებრივი სამუშაო კომპიუტერის გარეშე, იგი იძლევა საშუალებას მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებმა მოიძიონ ინფორმაცია, წაიკითხონ წიგნები, თვითონ შეადგინონ ტექსტობრივი მასალა და გახადონ ისინი მისაწვდომი მხედველი ადამიანებისთვის.