Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი სამაცივრო დანადგარი ბიბლიოთეკის წიგნსაცავში

ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკულად წყობიდანაა გამოსული წიგნსაცავების კლიმატის მართვის სისტემები ანუ ვერ ხერხდება წიგნების დაცვისათვის აუცილებელი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება მთელი დღე-ღამის განმავლობაში და წლის ნებისმიერ დროს (ნორმით: ტემპერატურა 20-21 გრადუსი და ტენიანობა – 50-55 %). ამის შედეგად სამწუხაროდ დაწყებულია წიგნების დაზიანების შეუქცევადი პროცესები.

2009 წლის 25 ნოემბერს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ახალი სამაცივრო დანადგარი გადასცეს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას. სამაცივრო დანადგარის გაშვებას დაესწრნენ გაეროს განვითარების პროგრამის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ძველი სისტემა

ძველი დანადგარი

ახალი სამაცივრო დანადგარი

ახალი სამაცივრო დანადგარი (მწარმოებელი"Dresdner Kuhlanlagenbau" GmbH)

ამ უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით  შესაძლებელი იქნება ტემპერატურისა და ტენიანობის სასურველი პირობების მართვა. გარდა ამისა, უსაფრთხო მაცივარაგენტების წყალობით ეს თანამედროვე დანადგარი არ აზიანებს გარემოს და გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე წინა სამაცივრო სისტემა.

ამ პროექტით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით მხარს უჭერს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულებები ოზონის შრის დაცვის სფეროში და თანდათანობით ამოიღოს მოხმარებიდან ოზონ-დამშლელი ნივთიერებები.