Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი რეაქტორი გზას უკვალავს უფრო ეფექტური საწვავის მზის სინათლისგან მიღებას

110119102746

კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებისა და ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი -- სოსინა ჰეილი იმედოვნებს, რომ ჩვეულებრივი ნივთიერების გამოყენება, რომელსაც ხშირად ვხვდებით თვით-მწმენდ ღუმელებში, შეცვლის ენერგიის წყაროს მომავალში. ეს ნივთიერება არის -- იშვიათ-მიწა ლითონის – ცერიუმის ოქსიდი.  ეს არის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი ჰეილის და მისი კოლეგების მიერ შექმნილი ახალი პერსპექტიული ტექნოლოგიისა, რომელიც ახდენს მზის ენერგიის კონცენტრირებას და იყენებს მას ნახშირბადის ორჟანგისა და წყლის საწვავად გარდაქმნისთვის.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ მზის ენერგიას შეეძლო მოეგვარებინა ენერგო-დეფიციტის პრობლემა, მაგრამ,  მიუხედავად იმისა, რომ ეს ენერგია უხვადაა,  არის პრობლემა – შეუძლებელია მისი ”ბოთლში ჩამოსხმა” და ტრანსპორტირება მზიანიდან ნაკლებად მზიან ადგილზე, ანუ მსოფლიოს სხვადასხვა შედარებით ენერგო-დეფიციტურ ნაწილში. ჰეილის, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის, მეცნიერებისა და ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებულმა პროცესებმა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა.

მკვლევარებმა დააპროექტეს და ააწყვეს ორი ფუტის სიმაღლის პროტოტიპული რეაქტორი, რომელსაც აქვს კვარცის ფანჯარა და ღრმული, რომელიც შთანთქავს კონცენტრირებულ მზის სინათლეს. კონცენტრატორი ისე მუშაობს, როგორც ”გამადიდებელი მინა, რომელსაც ბავშვობაში იყენებდით” მზის სხივების ფოკუსირებისთვის, აცხადებს ჰეილი.

ვრცლად (ინგლ.): Science Daily - Science News