Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ელექტროენერგია: ევროკავშირი 2050 წლისათვის განახლებადი ენერგიის მიმოქცევაში შემოტანას გეგმავს

868944870-electricite-l-ue-mise-sur-les-energies-renouvelables-pour-2050
ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ გრინფის (Greenpeace) ახლახანს ბრიუსელში წარადგინა მოხსენება განახლებადი ენერგიისა და იმ მეთოდის შესახებ, რომლითაც მოხდება მისი განვითარება საფრანგეთში, თუკი ბირთვული ენერგიისათვის ქსელის ხელმისაწვდომობის პრიორიტეტი შეიზღუდება. ასოციაციის განმარტებით, მწვანე ენერგია ევროკავშირის ქვეყნების ელექტროენერგიის მოთხოვნილების თითქმის სრულად უზრუნველყოფას შეძლებს.

Greenpeace ამტკიცებს, რომ თუკი ბირთვული ენერგიის გავრცელებას მოეხსნება პრიორიტეტული სტატუსი, განახლებადი ენერგიები, კერძოდ კი სამხრეთში მზის ენერგია, ჩრდილოეთში კი - ქარის, შეძლებდნენ დღეიდან 20 წლის განმავლობაში ევროკავშირის ელექტრო მოთხოვნილების 68 %-ის დაფარვას. 2050 წელს ამ მაჩვენებელმა შეიძლება 99,5 %-მდე აიწიოს, ირწმუნება ასოციაცია. AFP-ს ცნობით (მსოფლიო სინფორმაციო პრესის სააგენტო), ეკოლოგიური ორგანიზაცია თავის მოხსენებაში, სახელწოდებით ”ქსელთა ომი”, გამოდის იმ გავრცელებული პრაქტიკის წინააღმდეგ, რომ ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურები ”ხშირად ჩერდება წარმოების პიკის პერიოდში, რათა ელექტროენერგიის გავრცელების ქსელები დაუთმოს პრიორიტეტის მქონე ქვანახშირზე მომუშავე და ბირთვულ რეაქტორებიან ცენტრალებიდან მიღებულ ენერგიას”.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/