Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სომხეთ-საქართველოს ნაკრები გუნდების ოლიმპიადაში ქართველმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

სომხეთ-საქართველოს ნაკრები გუნდების ოლიმპიადაში ქართველმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს -
VTS_01_1.VOB_000557579

011 წლის 20-23 იანვარს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ინიციატივით ერევანში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ორივე მხრიდან  თითოეულ დისციპლინაში მონაწილეობდა 10-10 მოსწავლე. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ჟიური დაკომპლექტებული იყო როგორც სომეხი, ისე ქართველი წევრებით. ასევე, ერთობლივად იქნა შერჩეული საკონკურსო ამოცანები. ინფორმატიკაში კონკურსი ჩატარდა გუნდური პრინციპით. თითეული გუნდი შედგებოდა ორი მოსწავლისგან. ხოლო დანარჩენ საგნებში — ინდივიდუალურად.  ოლიმპიადას მასპინძლობდა ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონი. 21 იანვარს ოლიმპიადა სამივე საგანში ერთდროულად გაიმართა.

22 იანვარს აპელაციების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ინფორმატიკა
  • ცოტნე ტაბიძისა და ლადო მელიქიძის გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი;
  • ნიკა ნადირაძისა და ნიკოლოზ სვანიძის გუნდმა - II ადგილი;
  • აკაკი და ანი მარგველაშვილების გუნდმა- III ადგილი;
მათემატიკა
  • გიორგი გიგლემიანმა - II ადგილი,
  • თორნიკე აბულაძემ -  III ადგილი
  • გიორგი პატარაიამ - III ადგილი
  • თორნიკე მანძულაშვილმა - III ადგილი.
ფიზიკა მეორე ადგილები გაინაწილეს ჯემალ შენგელიამ და თორნიკე ღუტიშვილმა (ფიზიკაში პირველი ადგილის დიპლომი არ გაცემულა); 

22 იანვარს ტექნო-პარკ  ”სინოპსისში” ექვს-ექვსი საუკეთესო მონაწილე (საქართველოს მხრიდან: ცოტნე ტაბიძე, გიორგი გიგლემიანი, თორნიკე აბულაძე, ჯემალ შენგელია, თორნიკე ღუტიშვილი და ლადო მელიქიძე) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა, რის შემდეგაც   ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონში გაიმართა საზეიმო დაჯილდოება, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და სხვადასხვა ფასინი საჩუქრები.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]