Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო განათლების ცენტრი - CIE -სტიპენდიები საჯარო სამსახურის თანამშრომლებისათვის

საერთაშორისო განათლების ცენტრი - CIE -სტიპენდიები საჯარო სამსახურის თანამშრომლებისათვის - 

პროგრამის აღწერა:
ღია საზოგადოების ფონდების სტიპენდიების პროგრამა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად 2011 წლისათვის საჯარო მოსამსახურეებისათვის.

სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჯანდაცვის, გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მათთან კავშირში მყოფ საჯარო პოლიტიკის სფეროებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და მათზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამშრომლებს.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე განაცხადის შემოტანის დროისათვის;
  • ქონდეს საჯარო სექტორში სულ მცირე 18 თვის სამუშაო გამოცდილება;
  • ფლობდე მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს;
  • გააჩნდეს ლიდერის თვისებები;
  • კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას;
  • შეეძლოს აკადემიური წერის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მიღება 2011 წლის ივლისში;
  • შეეძლოს სწავლის დაწყება 2011 წლის აგვისტო - სექტემბერში;
  • ქონდეს უფლება რომ მიიღოს ამერიკის  ან კანადის ვიზა;
  • ქონდეს სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურის რეფორმირებაში;
  • ქონდეს სურვილი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სამინისტროს განაწილებით იმუშაოს სამი წლის განმავლობაში.

კონკურსში ვერ მიიღებენ მოანწილეობას ღია საზოგადოების ფონდების, საერთაშორისო განათლების ცენტრისა და საქართველოს მთავრობის წევრები (ასევე მათი ნათესავები), რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროგრამის ადმინისტრირებაში. ასევე პროგრამაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ ღია საზოგადოების ფონდების მიმდინარე გრანტიორებს.

სრულად: http://edu-guide.ge/p1sh954lgeo.html

საიტიდან [განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]