„მოდით ფხიზლები და ძლიერები!“ – მოსკოვში ამ წუთებში ფაშისტები იკრიბებიან
[ლაშა ბერულავა]
ერთ კვირაზე მეტია, მოსკოვის ქუჩებში, ფაშისტების ახალი თავყრილობის შესახებ განცხადებები გააკრეს. განცხადებები, თავდაპირველად, თაბახის ფურცელზე დაწერილი ან დაბეჭდილი სახით იყო კედლებზე გაკრული, ხოლო გუშინწინ საღამოს, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის პლაკატები გაჩნდა.
„პრესა.ჯი“ სწორედ ამ პლაკატის ფოტოს გთავაზობთ. განცხადების მიხედვით მოსკოვის ВДНХ- სთან დიდი თავყრილობა სწორედ ამ წუთებში, მოსკოვის დროით 13.00–ზე იწყება. ამ თავყრილობის შინაარსის შესახებ დასკვნის გამოტანა პლაკატის მიხედვითაც არ არის ძნელი. რუსმა ფაშისტებმა, ეს დღე „რუსული მრისხანების დღედ“ მონათლეს და ამის მითითება არც პლაკატში დავიწყნიათ.
ვრცლად: http://www.presa.ge/new/index.php?m=politics&AID=2915
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments