Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მდგომარეობა ეგვიპტეში

ჰოსნი მუბარაქმა მთავრობა დაითხოვა
რადიო თავისუფლება 29.01.2011


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობის წევრთა ვინაობას 29 იანვარს დაასახელებს. ამის თაობაზე ეგვიპტის ლიდერმა გვინ ღამით საგანგებო მიმართვის დროს აცნობა ეგვიპტის მოსახლეობას. მუბარაქმა მწუხარება გამოთქვა მსხვერპლის გამო. ექიმების ინფორმაციით, პოლიციის შენაერთებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას ქალაქ სუეცში 14 ადამიანი დაიღუპა და 75 დაიჭრა. დედაქალაქ ქაიროში კი 10 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაიჭრა.


ქაიროში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
რადიო თავისუფლება 28.01.2011


ქაიროში რეგულარული არმიის ნაწილები გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტსა და პოლიციის ნაწილებს შორის შეტაკებები მოხდა. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით ქვეყნის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა გასცა ბრძანება მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. თუმცა, დემონსტრანტები წინააღმდეგობას არ წყვეტენ, და რამდენიმე ჯგუფი შეეცადა, იერიშით აეღო სახელმწიფო ტელევიზია და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. ცეცხლი უკიდია მმართველი პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინებს ქაიროსა და ეგვიპტის კიდევ ორ ქალაქში. ეგვიპტელები მწყობრიდან გამოიყვანა ფასების ზრდამ, უმუშევრობამ და ხელისუფლებაში გამეფებულმა კორუფციამ



ქაიროს სიძველეების მუზეუმს ჯარი იცავს

ამბები.ჯი 11:37 / 29-01-2011
cairos-sidzveleebis-muzeumi

ეგვიპტის ჯარი ეგვიპტის სიძველეების მუზეუმს, სადაც ფარაონების სიმდიდრე ინახება, გაძლიერებულად იცავს.

შენობას ცეცხლის გაჩენის საფრთხე ემუქრებოდა. ცეცხლი მუზეუმის ახლოს მდებარე მმართველი პარტიის შტაბ-ბინას ეკიდა. ხანძარი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დროს გაჩნდა.