მაიკროსოფტის ახალი სათამაშო მოწყობილობა და ტექნიკური შემოქმედების საინტერესო ნიმუშები (ვიდეო)
2010 წელს კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მიერ გამოშვებულმა ვიდეო-სათამაშო " უკონტაქტო კონტროლერმა" – კინეკტ-მა (Kinect) – გამოიწვია ტექნიკური შემოქმედების ისეთი აღმაფრენა, რომელიც ფანტასტიკურ ნაწარმოებებში განვითარებულ იდეებს ჰგავს .
მაგალითად საიტზე popsci.com აღწერილია ორი საინტერესო პროექტი:
1. რობოტი იმეორებს ადამიანის მოძრაობებს კინეკტის ინტერფეისის საშუალებით
ეს იდეა ეკუთვნის გამომგონებელ ტეილორ ველტროპს (Taylor Veltrop). პროექტი საწყის სტადიაშია, მაგრამ უკვე შთამბეჭდავ შედეგს ვხედავთ: კინეკტი ამოიცნობს ადამიანის მოძრაობებს და გადასცემს მათ მასთან დაკავშირებულ რობოტ-" ჰუმანიოდს".
2. კინეკტი , როგორც ქირურგიული ინსტრუმენტი
ამერიკის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (University of Washington) სტუდენტთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომლის მიზანია დააკავშიროს ქირურგის ხელი კომპიუტერით მართვად სამედიცინო ინსტრუმენტებს, რითაც შეიძლება მიღწეულ იქნას ქირურგიული ოპერაციების მეტი სიზუსტე და მათ შესრულება ძნელადმისადგომ ადგილებში.
წყაროები:
http://www.popsci.com/diy/article/2011-01/video-microsoft-kinect-control...
http://www.popsci.com/technology/article/2011-01/turning-microsofts-150-...
იხილეთ:
ვიკი-სტატია (ინგლ). კინეკტის შესახებ
კინეკტის ოფიციალური ვებ-გვერდი
სარეკლამო რგოლი:
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments