Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იაპონია: შინმედაკის (Shinmoedake) მთის ამოფრქვევა დასახლებებს ემუქრება

volcano_sakurajima_kagoshima

გასულ ოთხშაბათს გააქტიურებული შინმედაკის ვულკანი ფერფლსა და ქანებს აფრქვევს. მისი აქტივობის გამო ათასობით ადამიანმა დატოვა თავისი საცხოვრებელი იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში. 

300 წელია, შინმედაკის მთა ასეთი აქტიური არ ყოფილა. იგი იაპონურ კუნძულ კიუშუზე (Kyushu)  მდებარეობს, კაგოშიმასა (Kagoshima) და მიაზაკის (Miyazaki) შორის. როგორც NouvelObs.com.(ფრანგული საინფორმაციო საიტი) იტყობინება, მისი გააქტიურების გამო ფერფლით დაიფარა ბოსტნეული კულტურები და ჩაიშალა საჰაერო მიმოსვლები. ტაკაჰარუს (Takaharu) დასახლების, რომელიც 1.421 მეტრის სიმაღლის მთის ძირშია განლაგებული, დაახლოებით 600 მაცხოვრებელი დათანხმდა, დაეტოვებინათ თავისი სახლები კვირას და სპორტდარბაზებისა სა სხვა ცენტრებისათვის შეეფარებინათ თავი. გუშინ ვულკანი კვლავ აგრძელებდა კვამლისა და ფერფლის სქელი კოლონების ფრქვევას ცაში ათასობით მეტრზე.

ერთ-ერთ განცხადებაში იაპონურმა მეტეროლოგიურმა სააგენტომ  განმარტა, რომ შინმედაკი ეკუთვნის კირიშიმას (Kirishima) ჯაჭვს, რომელიც ოციოდე ვულკანისაგან შედგება და რომ  მცირე ამოფრქვევა 2008 წელსაც მოხდა.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110201/tsc-japon-lruption-du-mont-shinmoedake-m-04aaa9b.html